ფორუმ-თეატრი სოფელ ივანდიდში

 

 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში პირველად გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ნაჩვენები იყო 5 სცენა. მონაწილეთა შორის უმეტესობა მოსაწავლე იყო, ისინი ინტერესით უყურებდნენ ოჯახური ძალადობის ამსახველ სცენებს. გაიმართა აქტიური დისკუსია, ერთ-ერთი მაყურებელი ჩაერთო დედა-შვილის კონფლიქტთან დკავშირებულ სცენაში.

პირველმა შეხვედრამ ივანდიდელ მაყურებელთან შედეგიანად ჩაიარა - მათ დაადასტურეს პრობლემის აქტუალობა და თითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში. გაჩნდა მომავალი შეხვედრების სურვილიც.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი - 16-დღიან კამპანიაში

 

16-დღიან კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი. ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოდგენები ჩაატარეს  წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში და ფოთის 21-ე სკოლაში.

მოსწავლეებმა თვითონ გაითამაშეს სცენები, აქტიურობდნენ დისკუსიის დროს, საინტერესო იყო პედაგოგთა ჩართულობა. შეხვედრებზე ყვებოდნენ რეალურ ისტორიებს, განიხილავდნენ წარმოდგენების დეტალებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი ბავშვთა სოფელში

  

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, ბავშვთა სოფელში 5 სცენა წარმოადგინა. აქტიური დისკუსიის დროს ბავშვები ყვებოდნენ თავიანთი ოჯახების ისტორიებს. განსაკუთრებითგულახდილები იყვნენ ოჯახური ძალადობის სცენების ნახვის შემდეგ. არ იყო გასაკვირი, რომ ყველამ დაიცვა ქალის უფლებები.

ბავშვთა სოფელში მცხოვრები მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სცენებში და ცდილობდნენ, ისე ეთამაშათ, რომ ძალადობა არ განვითარებულიყო და პრობლემა მოგვარებულიყო.

ეს დღე საინტერესო იყო ფორუმ-თეატრის მსახიობებისთვისაც და ბავშვთა  სოფლის პატარა მცხოვრებთათვისაც.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხონში

 

ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ხონში, სამხედრო ქალაქის  დევნილთა დასახლებაში. მართალია, მაყურებელი შედარებით პასიურობდა, ერთგვარ უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ზოგიერთი ძალადობრივი სცენის ნახვის შემდეგ, მაგრამ ბოლომდე დარჩა და უყურა წარმოდგენებს.

როგორც ახალგაზრდა მსახიობები აცხადებენ, ესეც პოზიტიური შედეგია, რადგან ადამიანი ყოველთვის უფიქრდება ნანახს, დასკვნებს აკეთებს და იცვლება კიდეც...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის ჩვენებები კოკში და მენჯში

  

ფორუმ-თეატრის ჩვენებები ჩატარდა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) სკოლებში. ნათამაშები იყო 10-ზე მეტი სცენა. დისკუსია აქტიურობით გამოირჩეოდა, პედაგოგებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდა მსახიობებმა განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს დედა-შვილის ურთიერთობა, რამაც დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image