23 - 25 ივლისს, ქობულეთში, სასტუმრო Green house-ში ფონდმა "სოხუმმა" ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი თემაზე - ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება პოლიტიკაში რეგიონულ დონეზე.
ტრენინგს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის (ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ხობი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი) საკრებულოს დეპუტატი ქალები და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ.
პირველ დღეს ფონდი "სოხუმის" მწვრთნელებმა მონაწილეებს გააცნეს მდგომარეობა საქართველოში გენდერული თანასწორობის მიხედვით. გაიმართა მსჯელობა ლიდერობაზე, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
მეორე დღეს ტრენინგს საქართველოს ახალგაზრდრა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.
მისი ბლოკის თემა იყო - ადგილობრივი თვითმმართველობა - ევროპული ქარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტი.
მესამე დღეს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ მასმედიასთან მუშაობის პრინციპები გააცნო ქალბატონებს - თუ როგორ მივიპყროთ მასმედიის ყურადღება, რა უნდა ვიცოდეთინტერვიუს მიცემის დროს...
ტრენინგის ოცივეე მონაწილემ აღნიშნა, რომ სამდღიანი მუშაობა იყო ნაყოფიერი დამიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
2009 წლის დეკემბერში, საშინელი ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა ნებისმიერი ურთიერთობა საქართველოსა და რუსუთს შორის, თბილისში მშვიდობისმყოფელთა პირველ შეხვედრაზე შეიკრიბა ოცი ქართველი და რუსი ქალი.
ჩვენს შორის იყვნენ მასწავლებლები, ჟურნალისტები, ინჟინრები, ექიმები - ისინი ვისაც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის დროს ინტელიგენციას უწოდებდნენ. თავდაპირველად დიალოგის დაწყება რთული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა. ასე დაიბადა, "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსი". პროექტში ჩართულია ქალთა თოთხმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექვსი ჟურნალისტი რუსეთიდან და საქართველოდან. შექმნილია ინტერნეტ-ბლოგი "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი". გამოფენა "ომის აპოთეოზი" ჩვენი პირველი პირმშოა, ამ გამოფენის ავტორი ვიქტორია ივლევა კი - ერთ-ერთი ჩვენგანი.
ვიქტორია ივლევა დაიბადა ლენინგრადში. 1983 წელს დაამთვარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი. ამჟამად "Новая газета" - სსპეციალური კორესპონდენტი. მისი ფოტოები გამოქვეყნდა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა New York Times Magazine, Stern, Express, Sunday Times, Independent, Die Zeit, Focus, Marie-Claire\ 1988 წელს პარიზში გამოიცა ფოტოგრაფის ალბომი "Temps present de la Russie" 1989 წელსალბომიგამოიცაა.შ.შ - ში. 1991 წელს ვიქტორია ივლევას (მსოფლიოში ერთადერთი ჟურნალისტის, რომელიც შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის მე-4 რეაქტორში) ფოტორეპორტაჟმა დაიმსახურა ფოტოჟურნალისტიკის სფეროს უდიდიდესი მსოფლიო კონკურსის "WorldPressPhoto" პრიზი "ოქროს თვალი". 1992 წელს საფრანგეთში პერპინიანის ფოტო-ფესტივალის საპატიო სტუმარი. 1994 წელს იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იყო ერთადერთი რეპორტიორი, რომელიც იმყოფებოდა რუანდის ომში\ 2003-2005 წლებში, როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში,
აფრიკის ტერიტორიაზე. 2007 წელს გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთა კავშირი - პროდუქტი ნგრევის შემდეგ", რომელიც ეძღვნედობა ყოფილი საბჭოთა კავშირისქვეყნების ცხოვრებას. 2008 წელს მიიღო ფონდების "Die Zeit" (გერმანია) და Frit Ort (ნორვეგია) პრემია "აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესა".
გამოფენა "ომის აპოთეოზი" შედგება 42 ფოტოსაგან, რომლებიც ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს. პირველად ეს გამოფენა გაიმართა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, შემდეგ კი - რუსეთის რვა ქალაქსა და კიევში. ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.
გამოფენის ორგანიზებით დაკავებული იყვნენ ალიანს "მშვიდობისმყოფელი ქალები" - ის წევრები - ქართულ-აფხაზური კავშირი "პირისპირ" (საქართველო), კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" (საქართველო), რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დონის ქალები" (რუსეთი), საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ფონდ "ტასო" - ს და როზა ლუქსემბურგის სახელობის მხარდაჭერით.
მასტერ-კლასის ჩატარება - დევნილ ქალთა და გოგონათა დაახლოების, გააქტიურების, მობილიზაციისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა. მათ უჩნდებათ ორგანიზაციის ცხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, უნდათ მეტი გაიგონ თავიანთ უფლებებზე და მიიღონ სასარგებლო რჩევები.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ( ხონი, წყალტუბო, ფოთი, სენაკი და ხურჩა) შეკრებილებმა - დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა და გოგონებმანამცხვრის და ტკბილი ღვეზელების მომზადება ისწავლეს.
მასტერ კლასის დროს მონაწილეებმა ისწავლეს, რა ინგრედიენტებია საჭირო მათ მოსამზადებლად - მიიღეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა დავაცხოთ ნამცხვარი, უფრო ფაფუკი და გემრიელი რომ გამოვიდეს. მომზადების პროცესში მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ და ბოლოს, ნამცხვარიც დააგემოვნეს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სტრატეგიას -ჩართულობა თანამშრომლობის გზით.
აღნიშნულმა დოკუმენტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ სტრატეგია იქნება საფუძველი ნდობის აღსადგენად, მიიჩნევენ, რომ დიდია სახალხო დიპლომატიის როლი, ნათესაური კავშირების გამოყენება,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა - ასევე შაოსანი, დედების ჩართვა მოლაპარაკებებში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში და სენაკში მორიგი შეხვედრებიშედგა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე -
პირადი ჰიგიენა, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები, კლიმაქტერული პერიოდი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, აბორტი და მასთან დაკავშირებულიშემდგომი პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები.მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დასავლეთ საქართველოსსხვადასხვა რეგიონში მიმდინარე სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევებისდა მიმდინარე პაპილომავირუსის ვაქცინაციის შესახებ.
შეხვედრებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ადგილობრივი, დევნილიქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ.
შეხვედრები გამოირჩეოდა მონაწილეთა დიდი ინტერესით, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული თემატიკა აქტუალურია.
ასე ილუსტრირებული ჯერ არ ყოფილა ჟურნალი „ქალთა ხმა". ეს გასაგებიცაა, მასში არის წერილები ახალგაზრდების შეხვედრაზე ლიდერ ქალებთან - რა თქმა უნდა, შესაბამისი ფოტოილუსტრაციით.
აქ არის ლიდერ გოგონათა სკოლის 12 მონაწილის პორტრეტიც და კიდევ მრავალი სხვა რამ, რასაც ფოტოებიც ახლავს: შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბში „აფხაზეთი - მინდა ყველაფერი ვიცოდე", ტრენინგი ახალციხეში, ტრენინგი ბათუმში, ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა კუნძულ ბიუკადაზე, 100 ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი ქალის შეხვედრა მონტენეგროში...
ასე, რომ მკითხველს მრავალი საინტერესო ინფორმაცია ელოდება ჟურნალის ახალი ნომრიდან...
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
- არასამთარარობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებმა, თუნდაც ჩვენმა კლუბმა მეტი ინიციატივები უნდა გამოიჩინოს ქართველი და აფხაზი ხალხის დასაახლოებლად! ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები, ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილება მესამე ძალამ გამოიწვია! - ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ამჯერად სტრატეგიის - შერიგება ჩართულობის გზით განხილვა მოეწყო, აღნიშნულმა დოკუმენტმა დამსწრე საზოგადოების დიდი დაიტერესება გამოიწვია - გაიმართა დისკუსია თემაზე - ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნდობის აღდგენაში განსაკუთრებით დიდი სახალხო დიპლომატიის მისია - ნათესაური კავშირების, შერეული ოჯახების, ქალთა როლი.
უფრო მეტიც ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გამოხატავენ სურვილს ითანამშრომლონ აფხაზეთში მცხოვრებ ქალებთან - რაშიც მათ პირადი კონტაქტები დაეხმარებათ - მათი სურვილია სასკოლოდ ენგრუსიქეთ მცხოვრებ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება სასწავლო ინვენტარის გადაცემით მიულოცონ, კლუბის წევრები აცხადებენ, რომ მხარდაჭერისათვის თავადსაქართველოს პრეზიდენტსაც კი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ხელმძღვანელობას მიმართვენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)