ოქტომბერი აქტიურად დაიწყო ფორუმ-თეატრისთვის. ჯგუფში არიან ახალი მსახიობები, ჩამოყალიბდა ახალი წესები, შეიქმნა ახალი სცენები, ჩატარდა რეპეტიციები, ჩაიწერა ახალი ვიდეორგოლები.

განახლებულმა ფორუმ-თეატრმა ოთხი  წარმოდგენა დადგა ღია ცის ქვეშ. წარმოდგენები იმართება მაყურებლების გარეშე, რადგანაც პანდემიის გამო მდგომარეობა დაძაბულია. მართალია, მაყურებლის გარეშე თამაში უჩვეულოა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს წარმოდგენები მნიშვნელოვანია მსახიობებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

ფორუმ-თეატრი სექტემბერში, ძირითადად, ონლაინ მუშაობდა. მოამზადა ვიდეოები, მონოლოგები სცენებიდან, ასევე საარქივო მასალა, სადაც წარმოდგენილია  ფორუმ-თეატრის მსახიობების ორი თაობა.

15 სექტემბრიდან განახლდა რეპეტიციები, მუშაობა ახალ სცენებზე, ამიტომ მსახიობები მოუთმენლად ელოდებიან ღია ცის ქვეშ ახალი წარმოდგენებით გამოსვლას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ეხებოდა ემიგრანტების, შეყვარებულთა ურთიერთობის და ოჯახური ძალადობის თემებს.

ქუთაისში ეპიდვითარების გამო ქუჩაში მაყურებელი ცოტა იყო, მაგრამ გამვლელები ჩერდებოდნენ და ინტერესით უყურებდნენ სცენას.

სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კი მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მათ გამოხატეს სურვილი, რომ წარმოდგენების ჩვენება გაიმართოს  სხვადასხვა სკოლაში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

ეს გოგო-ბიჭები მშვიდობის ელჩები არიან!

მათ ქუთაისში დასუფთავების აქცია მოაწყვეს... თან ფორუმ-თეატრის წარმოდგენაც გამართეს ეკოლოგიის თემაზე...

იდეა პროექტში მონაწილეობის შედეგად გაჩნდა. პროექტის სახელწოდებაა „ახალგაზრდა მშვიდობის ელჩები მშვიდობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი კულტურის ხელშეწყობისათვის“.

აქციაში ფონდ „სოხუმთან“ ერთად მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ და ქუთაისის „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლებმა.

ახალგაზრდა მშვიდობის ელჩების ინიციატივა სტიმულია თანატოლების გააქტიურებისთვის.

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

ივლისის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურობს ფორუმ-თეატრი.

პირველი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ სცენებში და ძალადობის გარეშე მოაგვარეს წარმოდგენაში დასმული პრობლემა. დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ნახონ პედაგოგებმა და მშობლებმა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მსახიობების ჩასვლა ქობულეთში. აქ პირველად ნახეს ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და მაყურებელმა გაოცება ვერ დამალა ამ უჩვეულო ფორმატის გამო. აღინიშნა, რომ ამ ენაზე საუბარი საინტერესოა და დააფიქრებს ადამიანს...

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრმა ორი პრემიერა გამართა ივნისში.

პირველი პრემიერა 1 ივნისს იყო - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - ფონდი „სოხუმის“ ოფისის ეზოში.

მეორე კი 20 ივნისს - დევნილთა საერთაშორისო დღეს - ქუთაისის ბულვარში.

მაყურებელს მოეწონა „გვრიტი“ - ქართული ზღაპრის ახლებური ვერსია. საინტერესო დეკორაციები, უცნაური თოჯინები, მუსიკა, ხმები...

რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის და ახალგაზრდა მსახიობების შრომამ კარგი შედეგი გამოიღო: პატარა მაყურებლის სიხარული და ინტერესი, მშობლების  დადებითი შეფასება. „გვრიტი“ ასწავლის პატარებს სიყვარულს, მეგობრობას, თანადგომას, ტოლერანტობას.

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

მაისში დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენის „გვრიტის“ აწყობა: შეიქმნა თოჯინები, დაიწერა ტექსტი და მუსიკა.

ახალგაზრდა მსახიობებმა სტუდიაში ჩაწერეს თავიანთი როლები, იყო აქტიური რეპეტიციები ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.

სულ მალე ჩატარდება გენერალური რეპეტიცია და პრემიერა - „გვრიტი“ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს ყოველთვის უამრავი  მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი აწი ინტერესით დაელოდება თოჯინების თეატრის წარმოდგენებსაც.

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

გაზაფხულდა  და ფორუმ-თეატრის განახლებულ გუნდს საინტერესო აპრილი აქვს -  ღია ცის ქვეშ ხვდება მაყურებელს.

წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ ბაღებში და თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ამფითეატრის სცენაზე.

სულ მალე ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს შეემატება კიდევ ერთი ახალი ფორმატი - თოჯინების თეატრი.

თოჯინების თეატრის პირველ წარმოდგენას საფუძვლად დაედო ქართული ხალხური  ზღაპარი  „გვრიტი“. შეიქმნა თოჯინების ესკიზები, ახალგაზრდა მსახიობები სიამოვნებით სწავლობენ თოჯინების „მართვას“  და მთელი მონდომებით არიან ჩართულები სარეპეტიციო პროცესში.

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

მარტი აქტიური თვე იყო ფორუმ-თეატრისთვის: კასტინგი, რეპეტიციები, წარმოდგენები...

კასტინგის შედეგად ჯგუფში ახალი მსახიობები არიან, რომლებიც უკვე ჩაერთნენ მუშაობაში.

კარგახნიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლა მოეწყო ქუთაისის ერთ-ერთ პარკში - წარმოდგენები ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

მალე ხორცი შეესხმება ფონდი „სოხუმის“ ახალ ინიციატივას - შეიქმნება თოჯინების თეატრი. უკვე დაიწერა სცენარი ცნობილი ზღაპრის „გვრიტის“ მიხედვით...

ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი - ასეთ მრავალფეროვნებას სთავაზობენ ახალგაზრდა მსახიობები მაყურებელს.

 

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image