პედაგოგები, დირექტორი, მშობლები - დისკუსია ფორუმ-თეატრის შემდეგ

 

პედაგოგები, დირექტორი, მშობლები - ეს იყვნენ მაყურებლები, რომლებიც ფორუმ-თეატრის პირველი სცენის შემდეგ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ დაიწყეს საუბარი საკუთარ პრობლემებზე. სულ ნაჩვენები იყო 6 წარმოდგენა, სამ სცენაში პედაგოგმა და მშობელმა განასახიერეს მსხვერპლი და მაყურებელს შესთავაზეს პრობლემის მოგვარების ვარიანტები. მათმა ჩართულობამ განსაკუთრებით ნაყოფიერი გახადა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრი - „ვარსკვლავებში“

  

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრთან არსებული ჩრდილების თეატრი ქუთაისში ბაგა-ბაღ „ვარსკვლავებს“ ესტუმრა. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო ბავშვებისთვის.  მათ პირველად ნახეს ასეთი სპექტაკლი. ახალგაზრდა მსახიობებმა ხალისიანად მიულოცეს ბავშვთა დღე პატარებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი - პირველად განმუხურში

  

სოფელ განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში პირველად გაიმართა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა. პირველივე სცენიდან დაიწყო აქტიური დისკუსია. მაყურებელიც ჩაერთო სცენებში, რათა შეეთავაზებინა პრობლემის მოგვარების მისეული ვერსია.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ეს წარმოდგენები ნახონ არა მარტო ახალგაზრდებმა, არამედ უფროსებმაც, რადგანაც ოჯახური ძალადობა  აქტუალური პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„პირიმზე“ - ჩრდილების თეატრი წყალტუბოში

  

განსაკუთრებული სანახაობა შესთავაზა პატარებს ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრმა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. დაწყებითი კლასების 100-მდე მოსწავლე სიამოვნებით უყურებდა მუსიკალურ, ლამაზ ფერებში წამოდგენილ სპექტაკლს „პირიმზე“, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ექსკლუზივია - შეიქმნა ბავშვებისთვის თანასწორობის თემაზე.

წარმოდგენამ გაახალისა მაყურებელი. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ორიგინალური, შემეცნებითი სპექტაკლი, რომელმაც ბავშვებს დაანახა მეგობრობის და თანასწორობის ძალა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი ხონის კერძო სკოლაში

ხონის კერძო სკოლას ფორუმ-თეატრი პირველად ესტუმრა. სანამ შეხვედრა  დაიწყებოდა, შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ფორუმ-თეატრის სპეციფიკის შესახებ. მსახიობებმა უჩვენეს 5 წარმოდგენა. პირველ შეხვედრაზე დისკუსია და ჩართულობა შედარებით პასიური იყო, მაგრამ ფორუმ-თეატრმა მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. მათ უფრო მასშტაბური ჩვენების მოწყობა ითხოვეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image