თბილისის წარმომადგენლობა

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობა დაარსდა 2019 წლიდან. მისი მთავარი მიზანია:

- ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება;

- ორგანიზაციის საქმიანობის ცნობადობის გაზრდა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამათვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების გზით;

- ფონდების მოძიება;

- ორგანიზაციაში ხანგრძლივი და მრავალმხრივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილების და განხორციელებული კვლევების მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;

- ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, საზოგადოებასა და ოჯახში ქალის როლის და მნიშვნელობის გასაზრდელად აუცილებელი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების ინიცირება;

- საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის/ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით განსხვავებული მიდგომების და სტრატეგიების ინიცირება და ადვოკატირება.

- კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების და გოგონების საჭიროებების კვლევა, პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირება ნაციონალურ და ადგილობრივ დონეზე, და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე.  #თბილისისწარმომადგენლობა      

 https://www.facebook.com/FStbilisioffice

.

 

გამოქვეყნებულია ისტორია
ასევე ამ კატეგორიაში « ჩვენი ისტორია

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image