ბაღდათის მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა მარტში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. მათ შეხვედრები გამართეს მერის წარმომადგენლებთან, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებთან და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციაზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.
ეს აქტივობები ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კომისიას გააქტიურებას ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და კონკრეტული ქეისების განხილვაში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
მუშაობის გააქტიურებისკენ იყო მიმართული ინიციატივა, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა განახორციელეს.
სამოქალაქო ინიციატივა საინფორმაციო კამპანიას მოიაზრებდა. შეხვედრების ორგანიზებასა და ჩატარებაში აქტიურად ჩაერთნენ უწყებათაშორისი კომისიის წევრები. ისინი შეხვდნენ მერის წარმომადგენლებს, სოფლების ამბულატორიების პერსონალს, აქტივისტ ქალებს.
შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არა მარტო უწყებათაშორისი კომისიის, არამედ თავიანთი უწყებების ფუნქციის შესახებ ოჯახში ძალადობაზე რეაგირების კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მერის წარმომადგენლების და სოფლის ექიმების როლზე კონკრეტული ქეისების გამოვლენაში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სენაკის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სამოქალაქო ინიციატივების მინიპროექტის „დაარღვიე სიჩუმე - შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შედეგები განიხილეს. კომისიის წევრების პოზიციით, მსგავსი მუშაობა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს, რათა გათვალისწინებულ იქნას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის და სერვისების მიწოდების კუთხით არსებული საჭიროებები
კომისიაზე ოჯახში ძალადობის ქეისები განიხილეს და ერთობლივი რეაგირების საკითხებზე შეთახმდნენ. კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერსექტორული კოორდინაცია და თანამშრომლობა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, ხობის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებასა და სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებასთან თანამშრომლობით ჩატარდა შეხვედრა „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული ფსიქოსოციალური გარემოსთვის“.
გაიმართა მნიშვნელოვანი დიალოგი ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებულ სერვისებზე, გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობის ასპექტებზე, ოჯახში ძალადობის პრევენციის და დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე. მოხდა ინფორმაციის გაცვლა რთულ ქეისებზე და დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დასახმარებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს, თერჯოლის, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ქუთაისის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკების და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი.
საუბარი შეეხო კანონს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე - რეფერირებას და კონკრეტულად სამედიცინო პერსონალის როლს ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცემის „გენდერული ძალადობის რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისათვის“ პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის განმსაზღვრელია მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ 2009 წლიდან უწყვეტად მუშაობს მუნიციპალიტეტებსა და რეფერირების მექანიზმის სუბიექტ, დარგობრივ სახელწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გააქტიურების მიმართულებით. 23 თებერვალს ქუთაისში ჩატარებული კონფერენცია, რომელმაც ფონდი „სოხუმის“ პარტნიორი, დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გააერთიანა, ამ პროცესის განმტკიცების მორიგი ნაბიჯი იყო.
„ჩვენ ერთად ვცდილობთ, არაძალადობრივი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.
ბაღდათში გაიმართა მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა. კომისიის წევრებმა დაგეგმეს აქტივობები, რომლებიც ჩატარდება სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში. ეს აქტივობები გაზრდის კომისიის ცნობადობას, რაც აუცილებელია მისი მიზნობრივი მუშაობისთვის - ქეისების განხილვის და მათზე დროული რეაგირების მხრივ.
დაგეგმილი ღონისძიებები მოიაზრებს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერების და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ოჯახში ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენისა და პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიის სამსახურების და პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე, სოციალურ პარტნიორობაზე. აქცენტი გაკეთდა ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან ეფექტიან თანამშრომლობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორის კომისიის“ წევრებთან ჩატარდა მორიგი შეხვედრა. მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც განხორციელდება თემაზე „დაარღვიე დუმილი - შეაჩერე ძალადობა!“
ინიციატივის ფარგლებში მოხდება მერის წარმომადგენლების და სოფლის ამბულატორიების პერსონალის ინფორმირება ძალადობის საკითხებზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებულ სერვისებზე. განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება უწყებათაშორისი კომისიის, როგორც რეაგირების მექანიზმის, მნიშვნელობა.
ეს შეხვედრები დაეხმარება კომისიას, რომ მისი მუშაობა გადავიდეს უფრო აქტიურ ფაზაში - კონკრეტული ქეისების განხილვის და მათზე რეაგირების კუთხით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
