ჩვენი ორგანიზაციის მონიტორინგის ანგარიშის „რატომ მიდიან ქალები?“ (https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15769-2025-07-08-16-30-02) მიგნებების საფუძველზე მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა ათ მუნიციპალიტეტში თემის ლიდერებთან და ახალგაზრდებთან თანამშრომლობით ჩაატარა დისკუსიებისა და საკონსულტაციო შეხვედრების სერია, შემდეგ კი შეიმუშავა თემზე დაფუძნებული სამოქალაქო ინიციატივები:

ზუგდიდი (სოფელი ხურჩა) - „მიგრაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში“

სენაკი - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მიგრაციის პრევენციისთვის“ 

ვანი - „ინფორმირება ქალთა გაძლიერებისთვის“

ჩოხატაური - „ერთობით ყველაფერს დავძლევთ“ 

ხონი - „სათემო ინიციატივები მიგრაციის პრევენციისთვის“

ხობი - „თაობათაშორისი დიალოგი მიგრაციის პრევენციისთვის“

ფოტოებში კარგად ჩანს, რა შთამბეჭდავია ინიციატივებზე მუშაობა. ჩოხატაურში შეიქმნა შეხვედრების სივრცე, სადაც გაგრძელდება დიალოგი. ხონის სათემო განათლების ცენტრში გაჩნდა ლამაზი კუთხე  ბავშვებისთვის - სანამ მშობლები სხვადასხვა კურსის სწავლებებს გადიან, ბავშვები გაერთობიან. ხობში, ორგანიზაცია „თოლისკურში“ ინიციატივის ფარგლებში წიგნები შეიძინეს და მკითხველთა კლუბი ამოქმედდა. ხურჩაში უკვე თავიანთი პრინტერი და აქვთ, საინფორმაციო და სხვა საჭირო მასალებსაც ამობეჭდავენ. სენეკში კი მანიკურის შემსაწავლელი კურსები დაიწყო... 

ინიციატივების მიზანია: მიგრაციის სოციალურ და ემოციურ შედეგებზე ცნობიერების ამაღლება, მიგრაციის მავნე გავლენის შემცირება, მოზარდებსა და მიგრანტ მშობლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ხელშეწყობა, დევნილ ქალთა პრაქტიკული უნარების გაძლიერება, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრები ჩატარდა წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, სენაკის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ და ცენტრალურ პროგრამებზე, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და გაძლიერების და  აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის და აბილიტაციის კუთხით.

მონაწილეები ასევე გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ახალ მოკლე ანგარიშს „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები“. ანგარიში ასახავს კვლევის მიგნებებს, რომლებიც ეხება ძალადობაგამოვლილი ქალების ხელმისაწვდომობას მხარდაჭერის სერვისებზე და მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, სენაკი, ხობი, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი - სოფელი ხურჩა) ონლიან და ოფლაინ ფორმატით ჩაატარა შეხვედრები ქალთა ადვოკატირების ჯგუფებებთან.

შეხვედრებზე გამოვლინდა პრობლემები, გამოიკვეთა საჭიროებები და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები პრობლემების ადვოკატირებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ აქტიურია კატეგორია „ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა“ - https://sosfsokhumi.ge/map

რუკა მოიცავს ოფიციალურ  და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სტატისტიკას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. რუკა მკითხველს აცნობს 2023 და 2024 წლების მონაცემებს: აქ განთავსებულია ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა, დასაქმების თუ მიგრაციის დონე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორები (ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა)“, რომელშიც წარმოდგენილია გამოწვევები და რეკომენდაციები.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა საველე სამუშაო  „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის სტანდარტის მიხედვით - ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევისთვის.

კვლევის პროცესში ჩატარდა 12 ფოკუსური დისკუსია და 28 პირისპირ ინტერვიუ.   შესწავლილ იქნა რამდენიმე დოკუმენტი და მოეწყო დამატებითი გამოკითხვები დარგის ექსპერტებთან.   

გამოკითხვიდან მიღებული მასალების საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ანგარიში, მასში აისახება ის ძირითადი მიგნებები,  რომლებიც  გამოკვეთს აღნიშნული სტანდარტის მუშაობის ზეგავლენას აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელ დაწესებულებებზე.

კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების პროგრამებში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევების  დაძლევას და გააუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს სკოლამდელ დაწესებულებებს, ოჯახსა და თემს შორის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფმა დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, სენაკი, ხობი, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი - სოფელი ხურჩა) ჩამოყალიბდა ადვოკატირების ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შედიან თემის აქტიური ქალბატონები.

შეხვედრები დაეთმო ადვოკატირებისთვის პრობლემების გამოვლენასა და რანჟირებას. ჯგუფის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ პროექტის ფარგლებში საშუალება ეძლევათ წარადგინონ „სამოქალაქო ინიციატივები“, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.

გამოვლინდა ადგილობრივი თემებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გადაჭრა დღემდე ფინანსების უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა.

შეხვედრებზე დაფიქსირდა, რომ ამ ინიციატივების განხორციელება კონკრეტულ პრობლემებს მოაგვარებს თემებში და გაზრდის ახალშექმნილი ადვოკატირების ჯგუფების ცნობადობას.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმი“ GIA-ს ინსტრუმენტის გამოყენებით ახორციელებს კვლევას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით  - ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასებისთვის. კვლევა ხორციელდება ა(აიპი) ბაღების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კვლევის პროცესში ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება ფოკუს-ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუები, სამუშაო შეხვედრები, გამოკითხვები. 

საბოლოო ანგარიშში აისახება აღნიშნული პროგრამის გენდერული ზეგავლენა სამიზნე ჯგუფებზე (აღსაზრდელებზე, მათ ოჯახებზე, სკოლამდელ დაწესებულებაზე, თემზე). კვლევის საბოლოო მიზანია სკოლამდელი განათლების პოლიტიკაში ოჯახისა და თემის მონაწილეობის და თანამშრომლობის გაზრდისთვის რეკომენდაციების შემუშავება, რათა მოხდეს აღსაზრდელების საჭიროებების და თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს ახალ კვლევაზე, რომლის მიზანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული სერვისების ეფექტიანობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება, რათა განისაზღვროს ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო სტრატეგიები და ახალი მიდგომები.

შეგროვდა ინფორმაცია არსებული (და/ან დაგეგმილი) სერვისების ღონისძიებების შესახებ. კარგი პრაქტიკის მოძიების მიზნით გავეცანით სერვის პროვაიდერების მუშაობას, შევისწავლეთ სერვისის მიმღებების/ბენეფიციარების დამოკიდებულებები, განწყობები და მოლოდინები.

სექტემბერში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ ბენეფიციარებთან, რამაც საშუალება მოგვცა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით შეგვესწავლა ამ კუთხით არსებული სიტუაცია. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრები ჩატარდა ხონის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით მექანიზმები, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და გაძლიერების კუთხით.

მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე არსებული პროგრამების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების პროგრამის შესახებ, ასევე ძალადობის მსხვერპლთა იმ სერვისების შესახებ, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები