ხონში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა ფსიქოლოგთან ერთად იმსჯელეს თვითშეფასების ამაღლების, სტრესის მართვისა და საკუთარ თავზე მუშაობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენას და პირადი რესურსების გააზრებას.
„ასეთი ტიპის ტესტები და პრაქტიკული დავალებები გვეხმარება, უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაანალიზოთ, როგორ შეგვიძლია პრობლემებთან გამკლავება.“
„სტრესის მართვის ტექნიკები, რომლებიც შევისწავლეთ, რეალურად გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორ ვიზრუნოთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე.“
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ასევე ზუგდიდის, ჩოხატაურის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ თემას ძალადობის ფორმების განხილვა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ციფრული ძალადობის საკითხმა.
მონაწილეთა შეფასებით, „დღეს ძალადობის ფორმები უფრო მრავალფეროვანი გახდა, რადგან ონლაინ სივრცე ახალ რისკებს ქმნის.“ მათ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ციფრულ გარემოში უსაფრთხოების წესების ცოდნა.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, მათი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობის რისკების შემცირებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში აქტიურად გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები, რომელთა მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებული მოქალაქეების რიცხვის ზრდა, ოჯახში ძალადობის პრევენციას და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და დაცვა.
შეხვედრებში მონაწილეობენ საბავშვო ბაღების პედაგოგები, სკოლის მასწავლებლები, მშობლები და თემის აქტიური წარმომადგენლები. ეს მრავალფეროვანი ჩართულობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და შემთხვევათა იდენტიფიცირების პროცესს.
მონაწილეების თქმით, ოჯახში ძალადობა სერიოზულ სოციალურ გამოწვევად რჩება. აღინიშნა, რომ გაჩნდა ახალი საფრთხე, რომელიც ონლაინტექნოლოგების გამოყენებით ხორციელდება ქალებზე. მათი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იმ სერვისებსა და პროგრამებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას და დაცვას უზრუნველყოფს.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მომავალშიც გააგრძელებენ მსგავს საინფორმაციო აქტივობებს, რათა ყველას მოქალაქეს ჰქონდეს ცოდნა, მხარდაჭერა და უსაფრთხოების განცდა.
მონაწილეთა განწყობა უკუკავშირში აისახა:
„ოჯახში ძალადობა ახალი ფორმებით ვლინდება, ახალი საფრხეები გაჩნდა. ამიტომ ადრეულად, სანამ შეიძლება პრობლემის მართვა, უნდა დავეხმაროთ ქალებს.“
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხელსაქმეს უძველესი ტრადიცია აქვს საქართველოში. ქალებმა იცოდნენ კერვა, ქსოვა, ქარგვა და მზითევსაც თვითონ იმზადებდნენ. დღესაც საკმაოდ ბევრს აინტერესებს ხელსაქმე.
ჩვენმა ორგანიზაციამ ქალების თხოვნით რამდენიმე მუნიციპალიტეტში გახსნა ჭრა-კერვის კურსები, არაერთმა ქალმა დახვეწა თავისი უნარები და საკუთარი მცირე ბიზნესიც კი წამოიწყო.
ახლა ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ჯერი დადგა. უკვე ჩავიტანეთ საკერავი მანქანები, კერვისთვის საჭირო მასალები. ორი თვის განმავლობაში ქალები ბევრ რამეს ისწავლიან პედაგოგთან ერთად, რომელიც მონდომებით შეუდგა საქმეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს წელიც აქტიურად დაიწყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მობილიზატორები და პარასპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ სხვადასხვა თემში, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმირებული ქალი გვყავდეს საზოგადოებაში. მსხვერპლთა დახმარების სერვისების გაცნობა ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას და ოჯახური ძალადობის პრევენციას.
საზოგადოების ინფორმირება მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რის საფუძველზეც ხდება ქეისების იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება.
შეხვედრებმა უკვე მოიტანა შედეგები. გამოჩნდნენ კონკრეტული ბენეფიციარები, რომლებიც მზად არიან არსებული სერვისების მისაღებად. ქეისების ანალიზის შედეგად მოხდება მათი გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
შეხვედრები ჩატარდა ვანის, წყალტუბოს ხონის, თერჯოლის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. თემებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებიც ამას ადასტურებს. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გაზრდილია იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ძალადობის განვითარების რისკები მაღალია:
„სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური ძალადობა დღემდე არ არის აღიარებული. ბევრი ქალი მიიჩნევს რომ ეს ნორმალურია. ასეთი განწყობა ხელს უშლის პრობლემის ამოცნობას. შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ხშირად ამ თემაზე საუბარს ერიდებიან.“
„როცა მეუღლეებს შორის კონფლიქტი ვერ გვარდება თვეების განმავლობაში, იქ ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ ფიზიკური ძალადობა.“
შეხვედრის მონაწილეები პრობლემებზე საუბრის პარალელურად გამოსავალზე მსჯელობენ. მიაჩნიათ, რომ ქალთა მხარდაჭრა უნდა გაგრძელდეს. ამიტომ შეხვედრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ინფორმაციები სულ უნდა შევთავაზოთ ქალებს, ყველამ უნდა იცოდეს, თავი როგორ დაიცვას საჭიროების დროს, ვის მიმართოს, ვის დაურეკოს. რა სახის დახმარებები არსებობს.“
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, სენაკის, ზუგდიდის და ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიანი კამპანიის დროს ჩაატარეს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და დებატები, მოაწყვეს თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსიები, მოაზადეს სოციალური გზავნილებით დატვირთული ნახატები.
თემის ლიდერებმა აქტიურად გაუზიარეს შეხვედრების მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია - უფლებრივ საკითხები და სერვისები, რომლებიც ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებს ეხმარება.
აქტივობების ძირითადი მიმართულებები იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და უსაფრთხო, არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფა.
პროცესში ჩაერთნენ სხვადასხვა თაობის და პოზიციის ადამიანები. საერთაშორისო პროტესტის ფონზე კიდევ უფრო ძლიერად ისმოდა მათი მესიჯი: არა ქალთა მიმართ ძალადობას!
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის, სენაკის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქალთა ჯგუფებს შეხვდა ორგანიზაციის ფსიქოლოგი. შეხვედრების თემა იყო ძალადობა და მიზანი - ინფორმირება ძალადობის პრევენციასა და მხარდაჭერის მექანიზმებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქალების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
დაგეგმილია მსგავსი შეხვედრების გაგრძელება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სამობილიზაციო შეხვედრებმა ახალი ბენეფიციარები მოიცვა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ინფორმაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე, მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.
„მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია ყველა ქალს უნდა მიეწოდოს, რადგან მათ დაინტერესებას იწვევს. ამიტომ ინფორმაციის გავრცელება უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა.
ინფორმირების პარალელურად, მონიტორინგის შედეგად ახალი რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირება მოხდა სენაკის, ხობის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ქეისების შინაარსიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მობილიზატორები და პარასპეციალისტები აქტიურად ითანამშრომლებენ ამ ოჯახებთან. შემდგომ კი ფსიქოლოგი განაგრძობს მუშაობს, რათა კონფლიქტის განვითარების რისკები აღმოიფხვრას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოჯახში ძალადობის თემა რამდენად აქტუალურია თემებში, რა საჭიროებები აქვთ რისკის ჯგუფის ოჯახებს, რა სახის დახმარებებია მნიშვნელოვანი, - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე.
მონაწილეებმა კონკრეტული ქეისები გაიხსენეს და გამოკვეთეს, რამდენად რთულია ქალის მდგომარეობა, როცა მოძალადეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათი მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა ქალი და უჭირს პრობლემისგან თავის დაღწევა.
მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე მოძალადესთან მუშაობის აუცილებლობაზე, აღინიშნა, რომ საზოგადოებაში მაღალია აგრესია, რაც ოჯახური კონფლიქტებით არის გამოხატული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
