მისია და ღირებულებები

  • სამშაბათი, 26 იანვარი 2021
  • 6336 ჯერ

ორგანიზაციის მისია

ქველმოქმედების, განათლებისა და სოციალური განვითარების გზით ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება და მხარდაჭერა.

ორგანიზაციის ღირებულებები

  • ქალებისა და გოგონების გაძლიერების და მათ ცხოვრებაში ყველა ბარიერის აღმოფხვრის ხელშეწყობა, რაც ხელს უშლის ქალებისა და გოგონების სრულ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • ქალისა და მამაკაცის სრული მონაწილეობის ხელშეწყობა, რათა მათ თავიანთი ნიჭით, უნარებით და რესურსებით თანაბრად შეძლონ ქვეყნის განვითარების და მდგრადი მშვიდობის მიღწევის საქმეში წვლილის შეტანა;
  • გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ქალთა სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
  • საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ისეთი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების გაუმჯობესებას, ძალადობით მიყენებული ტანჯვის შემსუბუქებას და მნიშვნელოვან ცვლილებებს მათ ცხოვრებაში;
  • საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების განვითარების მიზნით;
  • პარტნიორობის და თანამშრომლობის განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის, რომლებიც მუშაობენ თანასწორობის სასარგებლოდ;
  • ოჯახური ატმოსფეროს შენარჩუნება ორგანიზაციაში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით;
  • ჩვენ გვჯერა ერთმანეთის, ვენდობით ერთმანეთს, ვიცით, რომ არავინ დაგვაღალატებს, რომ ყველა წესი დაცული იქნება და ყველა შეთანხმება - შესრულებული;
  • ვემხრობით არაკონფლიქტურ ურთიერთობებს, თავს ვარიდებთ მწვავე სიტუაციებს, ვცდილობთ კომპრომისის მიღწევას.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები