.be
ტელერადიოკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი ნინო ნებიერიძე და გადაცემის სტუმრები, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები: ემა კამკია და ხათუნა გოგუა.
მათ ისაუბრეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის ანგარიშზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება“.
ლამაზი ნახელავები აქვთ ქალებსა და გოგონებს. თებერვლის დასაწყისში დაიწყეს სწავლა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. პირველად შეეხნენ პოლიმერულ თიხას, მაგრამ უკვე ბევრი რამ იციან და სიამოვნებითაც მუშაობენ.
მაკა ჯიშკარიანი ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს ახალ შეგირდებს და კმაყოფილია მათი მონდომებით.
ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ მეცადინეობები არ არის, ნამდვილი თერაპიაა. ძერწვის დახმარებით იხსნება ქალების შემოქმედებითი ნიჭი, გატაცებები. სწავლის შემდეგ მათ შეუძლიათ მცირე ბიზნესის დაწყება, თავიანთი იდეების და ოცნებების ახდენა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- როგორია ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოჯახის და თემის ჩართულობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებში, რამდენად მაღალია გენდერული ზეგავლენა, რა უშლის ხელს ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობას, რა პრობლემები აფერხებს სრულფასოვანი გარემოს შექმნას? - ამ საკითხებზე გაცვალეს ინფორმაციები ქუთაისის მე-17 ბაღში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ბავშვთა უფლებების დამცველები, მშობლები.
- ემიგრანტი მშობლების დაბალი ჩართულობა, მამებთან კომუნიკაციის და ჩართულობის დეფიციტი, შშმ/სსმ ბავშვის მშობლების არათანაბარი მონაწილეობა სააღმზრდელო პროცესში, დაბალი კოორდინაცია სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან და ბავშვის უფლებებზე მომუშავე აქტორებთან - ამ და სხვა საკითხებზე გააკეთეს აქცენტი შეხვედრის მონაწილეებმა.
კვლევის მიგნებების პარალელურად, გამომსვლელებმა ისაუბრეს რესურსებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის “ ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევაში ასახული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მე-7 საბავშვო ბაღში.
სკოლამდელი დაწესებულების მმართველები, პედაგოგები, აღმზრდელები, მეთოდისტები, სპეცპედაგოგები და მშობლები აქტიურად განიხილავდნენ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის ოჯახისა და თემის ჩართულობას სააღმზრდელო პროცესში.
მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი პოზიტიური პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ორივე მშობლის სრულფასოვან ჩართულობას. მათი აზრით, აქტივობების გამრავალფეროვნება, პერსონალის კომპეტენციის გაზრდა, პარტნიორობა სერვისის მიმწოდებელ სუბიექტებთან გააუმჯობესებს ოჯახისა და თემის თანამშრომლობის ხარისხს სააღმზრდელო დაწესებულებებთან, რაც საერთო ჯამში ბავშვზე ორიენტირებული სრულფასოვანი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრს ყველგან შეუძლია წარმოდგენის გამართვა - დარბაზში, ქუჩაში...
თებერვლის ერთი შეხვედრა ვანშიჩატარდა, მეორე - ქუთაისის პარკში.
ახალგაზრდა მსახიობებმააქტუალურიპრობლემები წარმოადგინეს.ვანისსკოლაში ფორუმ-თეატრი პირველად იყო და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - გამოხატვის ფორმით, თამაშით. შეკრებილთაგან რამდენიმე ჩაერთო თამაშში,სხვებმა კი დისკუსიის დროს თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს პრობლემების მიმართ.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
იანვრის ბოლოს დაიწყო და თებერვალში დასრულდა კონკურსანტების დაჯილდოება.
კონკურსი შარშან, წლის ბოლოს ჩატარდა და მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული კლუბების წევრებმა, რომლებმაც გაიარეს ექვსთვიანი სატრენინგო კურსი „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“.
30-მდე საკონკურსო ნამუშევარი იყო: ესეები, ნახატები, ვიდეორგოლები.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ყველა მონაწილე წაახალისა. სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ტრენერები ლელა შენგელია და ანჟელა ჩიხლაძე პირადად შეხვდნენ მონაწილეებს და გადასცეს საჩუქრები და მადლობის სიგელები.
კონკურსში მონაწილეობამ კიდევ მეტი მოტივაცია მისცა ახალგაზრდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული კლუბების მუშაობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს, გააკეთეს არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო გეგმები დაისახეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტმა ხელი შეუწყო მათ გააქტიურება-გაძლიერებას, სოციალური უნარების განვითარებას, სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას.
მათ ისაუბრეს ადვოკატირებაზე, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ ქალებს, უკეთ გამოევლინათ თავიანთი საჭიროებები და აქტიურად ემუშავათ მათი მოგვარებისთვის.
ჯგუფის წევრების თქმით, მსგავსი პროექტები აუცილებელია ქალების სოციალური ინტეგრაციისა და თემში მეტი ავტორიტეტის მოპოვებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ონლაინ ფორმატში გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასება, არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო გეგმების დასახვა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში ისინი გააქტიურდნენ, შეძლეს სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო ჩართულობა და სათემო ინიციატივების განხორციელება.
მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ადვოკატირების მნიშვნელოვან როლზე, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას.
პროექტში ჩართული იყო დევნილთა ოთხი ჩასახლება და თემის წევრებმა მნიშვნელოვანი ბენეფიტები მიიღეს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი პროექტების მნიშვნელობას ქალთა გაძლიერებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მომზადდა და გამოიცა ახალი კვლევის ანგარიში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება“.
ანგარიშში გამოიკვეთა აღნიშნული სტანდარტის მუშაობის ზეგავლენა აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელ დაწესებულებებზე. წარმოდგენილია საინტერესო მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება გამოვლენილ საჭიროებებს, მშობლების, პედაგოგების, დარგის სპეციალისტების წინადადებებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)