წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ კლიპს - იმერეთში მოღვაწე ჟურნალისტები გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქების ეთიკური სტანდარტების დასაცავად.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა საველე სამუშაო „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით - ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევისთვის.
კვლევის პროცესში ჩატარდა 12 ფოკუსური დისკუსია და 28 პირისპირ ინტერვიუ. შესწავლილ იქნა რამდენიმე დოკუმენტი და მოეწყო დამატებითი გამოკითხვები დარგის ექსპერტებთან.
გამოკითხვიდან მიღებული მასალების საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ანგარიში, მასში აისახება ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გამოკვეთს აღნიშნული სტანდარტის მუშაობის ზეგავლენას აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელ დაწესებულებებზე.
კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების პროგრამებში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევას და გააუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს სკოლამდელ დაწესებულებებს, ოჯახსა და თემს შორის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ხონის №1 საბავშვო ბაღში. შეხვედრას ესწრებოდნენ №1 და №3 ბაღების დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა შეკრებილებთან ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის დაცვის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა რეფერირების სუბიექტების როლი და ფუნქცია, განსაკუთრებით - საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგების გადამზადების და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
9 ნოემბერს, ფონდ ,,სოხუმის ,, ოფისში შეფასებითი ვორკშოპი გაიმართა. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ოთხწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. რა გავლენმა იქონია საპროექტო მიმართულებებით განხორციელებულმა საქმიანობამ საზოგადოებასა და ქვეყანაზე, რა შეიცვალა მათ თემში-ამ მიმართულებით იმუშავეს ცალკეულმა ჯგუფებმა. ოთხწლიან მუშაობას პოზიტიური შედეგები მოჰყვა, რომელიც ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა მიმართულებით მიიღეს. მათ წინადადებებში მომავალი პროექტის კონტურები გამოიკვეთა, რომელიც , პირველ რიგში, სამშვიდობო მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გულისხმობს. შეფასებისას მონაწილეებმა დადებითი სიტყვები არ დაიშურეს. „ოთხი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ შეიცვალო! ჩვენ ვგრძნობთ ამ ცვლილებას, ჩვენ გარემოზეც მოვახდინეთ გავლენა და ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროექტმა კარგი საქმე გააკეთა. “ „ინფორმირება, სამშვიდობო თემის გააქტიურება, ადვოკატირება - ამ ყველაფერში ჩვენ ყველანი ერთნაირად ვიყავით ჩართულები.“ „გავძლიერდით და შევძელით სხვების გაძლიერება. გავააქტიურეთ ისეთი თემები, რომელზეც მანამდე არ საუბრობდნენ. “- ეს პროექტში ჩართულთა მოკლე შეფასებებია. შეხვედრა განხორციელდა პროექტის- „განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც USAID -ის მიერ არის დაფინანსებული.
8 ნოემბერს, ფონდი „სოხუმის“ ოფისში პროექტის შეფასებითი ვორკშოპი გაიმართა. მასში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში შექმნილი შვიდივე ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდულმა ჯგუფებმა ოთხწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. • ახალგაზრდების გაძლიერება- ტრენინგები • ინიციატივები და სუბ-გრანტები • მშვიდობის მშენებლობა მონაწილეეთა კომენტარები დადებითია. „პროექტში ჩართულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც ლიდერის ჩამოყალიბებაში. შევძელი დამოუკიდებლად აქტივობების დაგეგმვა და მისი ორგანიზება, ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა, გადავლახე კომპლექსები, რომელებიც ხელს მიშლიდა ვყოფილიყავი უფრო თამამი და აქტიური.“ „ჩემმა ჩართულობამ ქართულ-აფხაზურ-ოსურ შეხვედრებში, ძალიან კარგად დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი სამშვიდობო საქმიანობაში. ამ პროექტმა მოგვცა კომუნიკაციის და ურთიერთობის გარრმავების შესაძლებლობა.“ პროექტის პოზიტიური გავლენა მონაწილეთა ნამუშევრებში აისახა. პროექტი „განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ USAID -ის მიერ არის დაფინანსებული და 2021 წლიდან ხორციელდება.პროექტი დასასრულს უახლოვდება.
ზუგდიდის საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და ადვოკატირებისთვის ახალ პრობლემებს არჩევენ.
მიუხედავად არაერთი მოგვარებული პრობლემისა, არის მოსაგვარებელი საკითხები, რომლებზეც მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
ინგირის თემში: გარე განათება, მოუწესრიგებელი შიდა გზები, მინიატრაქციონის გაფართოება - ამ პრობლემებზე ჯგუფი ადვოკატირების პროცესს იწყებს. SWOT ანალიზის დროს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე - განსაზღვრეს რისკები და შესაძლებლობები.
ჯგუფის წევრებს ახლა მეტი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა აქვთ, ამიტომაც დარწმუნებულები არიან, რომ სხვა პრობლემებსაც მოაგვარებენ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დევნილთა თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირების გეგმის შემუშავება კვლავ რჩება დღის წესრიგის მთავარ საკითხად წყალტუბოს ქალთა და გოგონათა ქსელის წევრებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პრობლემა გადაიჭრა, შეხვედრაზე კვლავ გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები: აფხაზეთის ქუჩაზე სპორტული მოედნის და გაჩერება-მოსაცდელის მოწყობის აუცილებლობა, ასევე - დანესტილი შენობების საკითხი, რისი ადვოკატირებაც წლების განმავლობაში ხდება შესაბამის უწყებებთან.
SWOT ანალიზის მეშვეობით ქსელის წევრებმა შეაფასეს ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრეს რისკები და შესაძლებლობები.
პროექტის ფარგლებში შესრულებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალთა და გოგონათა უნარ-ჩვევები, უკეთ დაანახა მათ სამოქალაქო ჩართულობის და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების მნიშვნელობა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ჩოხატაურში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები გახსნა. სასწავლო კურსს წარუძღვება გამოცდილი პედაგოგი ნანა გოგოლაძე. ის ასწავლის ქალებს, როგორ ააწყონ თარგები და სწორად შეასრულონ სხვადასხვა სირთულის სამუშაო.
კურსები პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება ქალებს. საბაზისო ცოდნა საშუალებას მისცემს მათ, ლამაზად შეკერონ თავისთვის და ოჯახისთვის. ზოგი მათგანი უკვე მცირე ბიზნესზეც ფიქრობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)