ოქტომბრის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ტრენინგები 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების ახალ წევრებთან.
კონფლიქტის, მშვიდობის, ძალადობის განმარტება, მათი სახეების გაცნობა და კონკრეტული მაგალითები - ეს თემები იყო განხილული მონაწილეებთან.
ტრენინგები ჩატარდა როგორც მონაწილეთა უშუალო ჩართულობით (ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა, ხობი, ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო), ასევე - ონლაინ (სამტრედია, ვანი, თერჯოლა). ტრენინგების ციკლი მომდევნო თვიდან გაგრძელდება ათივე მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სოფელ შუა ხორგაში (ხობის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ოჯახში ძალადობას პრევენცია და მსხვერპლის დაცვა.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს სუბიექტების როლი და ფუნქცია. აქცენტი გაკეთდა პედაგოგების და სამედიცინო პერსონალის გადამზადებაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე სერვისების შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ცვლილებებია ფორუმ-თეატრის სამსახიობო ჯგუფში, წავიდა ორი მსახიობი და მათ ნაცვლად შემოვიდა ორი მოხალისე.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდა, მიუხედავად მაყურებლის სიმცირისა, დისკუსია აქტიური იყო. თეატრის თანამშრომლებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდების თამაში, რეალობის გამომხატველი სცენები.
მეორე გამოსვლა გაიმართა ქალაქის ცენტრში - ეს კარგი გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის. ისინი აქტიურად მუშაობენ, ატარებენ რეპეტიციებს და ახალი წარმოდგენებისთვის ემზადებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფმა დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, სენაკი, ხობი, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი - სოფელი ხურჩა) ჩამოყალიბდა ადვოკატირების ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შედიან თემის აქტიური ქალბატონები.
შეხვედრები დაეთმო ადვოკატირებისთვის პრობლემების გამოვლენასა და რანჟირებას. ჯგუფის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ პროექტის ფარგლებში საშუალება ეძლევათ წარადგინონ „სამოქალაქო ინიციატივები“, რომლის მეშვეობითაც შეეძლებათ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.
გამოვლინდა ადგილობრივი თემებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გადაჭრა დღემდე ფინანსების უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა.
შეხვედრებზე დაფიქსირდა, რომ ამ ინიციატივების განხორციელება კონკრეტულ პრობლემებს მოაგვარებს თემებში და გაზრდის ახალშექმნილი ადვოკატირების ჯგუფების ცნობადობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ქსელურ შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ასისტენტები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა გუგეშაშვილი და ფონდი „სოხუმის” დამფუძნებელი ალლა გამახარია ესწრებოდნენ.
ასისტენტებმა საანგარიშო პერიოდის აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და შედეგები შეაჯამეს.
„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში შესრულებული აქტივობების შესახებ (II ეტაპის ინიციატივების განხორციელება) ისაუბრეს ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერებისა და წევრების თქმით, ამ პროექტის დახმარებით, მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა. „სამოქალაქო ინიციატივებმა“ თემში ქალები სხვა კუთხით წარმოაჩინა. ისინი გააქტიურდნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს თავად ეძებენ.
როგორც თავად აღნიშნეს, თავდაპირველად საკუთარი იდეების გამარჯვებისაც არ სჯეროდათ და განხორციელების იმედიც ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე პრობლემები მოგვარებულია - მიღწეული შედეგით გუნდი და მოსახლეობა კმაყოფილია.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში აქტიურად გრძელდება მოქალაქეების ინფორმირება მსხვერპლთათვის განკუთვნილ სერვისებზე. შეხვედრების დახმარებით მთელი თვის განმავლობაში იდენტიფიცირებულია ათი ქეისი, რომელთა შორის არიან რისკის მატარებელი ჯგუფები.
ქეისების იდენტიფიცირების პარალელურად ხდება მათი მართვა, რაც გულისხმობს შემთხვევების ანალიზს და შეფასებას. საჭიროებიდან გამომდინარე, ბენეფიციართა ერთი ნაწილი გადამისამართდა ფსიქოლოგთან, ნაწილი - იურისტთან. ქეისების ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს ძალადობის განვითარების რისკებს და ხელს უწყობს ძალადობის პრევენციას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თავიანთი რესურსებით განახორციელეს პროექტით გათვალისწინებული ინიციატივა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში. ლესელიძის ქუჩაზე, ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური ინტერნატის მცხოვრებლებმა გრანტით შეიძინეს ბენზოცელი, წყლის ტუმბო და ელექტროკაბელი, შესაცვლელი ზეთი, ბრტყელტუჩა და ელექტროავტომატი მიიღეს. ეს მასალები ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას დევნილთა თემში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ჩვენს ჟურნალისტურ კონკურსზე „გენდერული დეზინფორმაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქება“ საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება ჟიურის წევრების მიერ. ჟიური წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით:
- ეკა ფხაკაძე - ჟურნალისტი, ტვ „ფორმულას“ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კორესპონდენტი
- ზეკო ხაჩიძე - ბლოგერი, „სამოქალაქო თეატრის“ დამფუძნებელი
- მორეტა ბობოხიძე - ექსპერტი გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
- ანა თავხელიძე - ადამიანის უფლებათა იურისტი, ადვოკატი
- ვერო მელუა - ფემინისტი აქტივისტი, ფემინისტური პლატფორმა femea.ge-ს თანადამფუძნებელი.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ კონკურსის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ყურადღებისა და მონაწილეობისათვის და წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!
აღნიშნულ კონკურსს ვახორციელებთ პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისათვის“ ფარგლებში.
გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, სადაც ორი (მეორე და მესამე) საინიციატივო ჯგუფის წევრმა აქტიურმა ქალებმა ადვოკატირების შედეგები შეაჯამეს.
მათ მადლიერება გამოთქვეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების გამო. აღნიშნეს, რომ გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ, სტიმული მიეცათ, რომ დასახლებაში თავად გამოავლინონ პრიორიტეტული პრობლემები და იპოვონ მათი მოგვარების გზები. აღიარეს, რომ ფონდი „სოხუმის“ პროექტის საშუალებით ბევრი საკითხის მოგვარება შეძლეს - დასახლებაში ძელსკამები დაიდგა, შენობა გადაიხურა, თანხმობა მიიღეს ეზოში მინისტადიონის მოწყობაზე...
ყველამ დაინახა, რომ საერთო საქმეში მთავარია მონდომება, გუნდურობა და აქტიურობა. გეგმებზეც იმსჯელეს და ახალ პრობლემებზეც, რომ მათ ადვოკატირებასაც შეუდგნენ.
თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს. სათანდო რეაგირება უკვე არის და მალე კონკრეტულ პასუხსაც მიიღებენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში