წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრა

 

მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა განიხილეს წესდებაში შეტანილი ცვლილება - სახაზინო ანგარიშის შექმნის შესახებ. 

ეს ინიციატივა ითვალისწინებს ნებაყოფლობით შემოწირულობებს, შიდა დანაზოგების სისტემის დანერგვას, რათა დაეუფლონ ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლებს და გაიუმჯობესონ ფინანსური წიგნიერება.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ლიდერობის თემას, რაც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფის წევრებისთვის. 

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სხვადასხვა დასახლების პრობლემები და საერთო საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტა ერთობლივად, სამოქალაქო ინიციატივებით იგეგმება საჭიროებების კვლევის ჩატარების შემდეგ.


პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

 

ასევე ამ კატეგორიაში « მორიგი შეხვედრა ფოთში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები