ფონდი „სოხუმის“ იურისტი 7 მაისს სენაკში შეხვდა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და სენაკის გენდერული საბჭოს მუშაობის შესახებ. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალურად დაცვის მინისტრის ბრძანება #141/ნ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესსა და პროცედურებზე.
შეხვედრის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა. იურისტმა გააცნო დევნილი ოჯახის წევრებს სოციალურად დაუცველთა ბაზის აუცილებელი ეტაპები და პროცედურები. მომზადდა განცხადება ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი პრობლემის მოგვარების მიზნით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქალებისათვის რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია ყოველთვის საჭირო და საინტერესოა. ამჯერად ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა შეხვედრა ჩაატარა კოკის საჯარო სკოლაში. ესწრებოდნენ სოფელ კოკში მცხოვრები ქალბატონები.
აპრილში ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა 49 ქალი 20-დან 68 წლამდე. გაიმართა ოჯახური თერაპიის 4 სეანსი, იყო 3 ზარი ცხელი ხაზის ტელეფონზე.
.jpg)
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მთავარ თემას წარმოადგენდა სამეზობლო ურთიერთობები და მათი სამართლებრივი რეგულაციები. საუბარი იყო სამეზობლო ურთიერთპატივისცემის, ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მონაწილეების თითქმის უმეტესობას აწუხებს სამეზობლო ურთიერთობის პრობლემები. ასევე გაიცა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
აპრილში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა 8 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. საუბრის თემები, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა იყო: კანონი დევნილთა შესახებ, ადამიანი და მისი ძირეული უფლებები, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება და ა. შ.