
ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიმართა წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მესამე შეხვედრა კი ჩატარდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის გამგეობაში, სადაც ქალბატონებთან ერთად დაესწრნენ მამაკაცებიც.
ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო 28 ადამიანი, შეხვედრების თემა კი საერთო: ოჯახში ძალადობის ნეგატიური გავლენა მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებზე.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, გაანალიზდა მშობლების კომპეტენციის გაუმჯობესება ბავშვის აღზრდის სფეროში, რომ თავიდან იყოს აცილებული მათი ანტისოციალური, აგრესიული, დეზადაპტაციური და ფსიქიკურ-სომატური პრობლემები. განხილულ იქნა პრევენციული ზომებიც.
მონაწილენი დაინტერესდნენ თემით. აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში მამაკაცებიც და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

10 ივნისს ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის ათი მონაწილე გაეცნო სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც პრობლემათა სამართლებრივ რეგულაციას ეხება. ამ კორპუსში ისინი 10 წლის წინ ჩაასახლეს, თუმცა ამბობდნენ, რომ შენობა ავარიული და საცხოვრებლად უვარგისი იყო.

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა მაისში 7 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა დევნილთა ჩასახლებებში. შეხვედრებს ესწრებოდა 51 მოქალაქე. მათი მთავარი პრობლემებია: უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, განსახლება, ფართებით დაკმაყოფილება, გაზიფიცირება, ფართების დაკანონება, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხები.