
ქუთაისში დევნილთა საერთო საცხოვრებლებში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. ესწრებოდა 53 სხვადასხვა ასაკის მოქალაქე. იურისტის სასაუბრო თემას, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა კანონი დევნილთა შესახებ, ადამიანი და მისი ძირეული უფლებები, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის მექანიზმები და ა. შ.
გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები: სოციალური შემწეობის აღდგენის შესახებ; ჩვილი ბავშვისთვის დევნილობის შემწეობის დანიშვნის პროცედურები; სამინისტროსგან ერთხელ ბინით დაკმაყოფილებულთა უფლებების და ვალდებულებების შესახებ; სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტებმა სხვადასხვა თემაზე ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. ქუთაისში მთავარი თემა იყო საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული შშმ პირთა პროგრამები და პრიორიტეტები.

8 ივლისს ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, ყოფილი აბრეშუმკომბინატის კოლექტიურ ცენტრში. აქ სივიწროვესა და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ დევნილი და ადგილობრივი ოჯახები - აქვთ საერთო სველი წერტილი და სამზარეულო, დაზიანებულია კანალიზაცია, რის გამოც არის ანტისანიტარია.