7 საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში. ესწრებოდა 51 ქალი 20-დან 68 წლამდე.
საუბრის ძირითადი თემა იყო „ოჯახური კომუნიკაციის მოდელები“, აგრეთვე მუშაობა იმაზე, როგორი თანამოსაუბრეები არიან შეხვედრის მონაწილეები.
მათ გაიგეს სწორი მოსმენის ძირითადი პრინციპები:
- არ გააწყვეტინოთ მოსაუბრეს ლაპარაკი.
- მოერიდეთ გამაღიზიანებლებს - გადადეთ წიგნი ან გამორთეთ ტელევიზორი.
- შექმენით მხედველობითი კონტაქტი.
- ვერბალურად და არავერბალურად უპასუხეთ თანამოსაუბრეს. აჩვენეთ, რომ აქტიურად უსმენთ და თქვენთვის სულერთი არ არის, რას ლაპარაკობს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტის საინფორმაციო შეხვედრას ქუთაისში, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი ქალები და მამაკაცები. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მათი ინფორმირებულობა სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, მათი პრობლემების გამოვლენა და მოგვარების გზების ერთობლივი ძებნა.
1, 7 და 11 მაისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 21 პირს.

ტრადიციულად, იურიდიული კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისის, სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრები სხვადასხვა თემას მიეძღვნა: როგორია სასამართლო სისტემა, როგორ დაიცვას თავი მოქალაქემ, სესხი, სესხის ვალდებულება, ოჯახში ძალადობის კანონი, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის პროცედურები.
ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური კონსულტაციები. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 16-დან 64 წლამდე ასაკის 40 ქალმა.
