ეს იყო პროექტი, რომელმაც დიდი ცვლილებები მოიტანა რვა მუნიციპალიტეტში. პროექტი, რომელმაც ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებით მოაგვარა  მოქალაქეთა პრობლემები...

ორწლიანი აქტიური მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე საუბრობდნენ პროექტის მონაწილეები შემაჯამებელ კონფერენციაზე „ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის/PAR მონიტორინგში გურიაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - მიღებული გაკვეთილები“.

კონფერენცია ინტერმუნიციპალური იყო - პროექტში ჩართული 8 მუნიციპალიტეტის გარდა ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და მასმედიის წარმომადგენლები.

„მოქალაქეების ხმა ძალიან კარგად გვესმის თქვენი პროექტებით“, „თქვენი წარმატებული პროექტით შესძელით მთავარი - უწყვეტი დიალოგი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და პრობლემების იდენტიფიცირება, ეს მთავარი კომპონენტია  საჯარო მმართველობის რეფორმის პროცესში“ - აღნიშნეს ცენტრალური სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

კონფერენციამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა პროექტის შედეგები და მიღწევები. 

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია მეინსტრიმინგი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ დაინერგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ეს ფონდი „სოხუმის“ მეორე აპლიკაციაა. პირველი  წარმატებით გაააქტიურა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - 70 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა პლატფორმით და მიიღო ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებზე.

უკვე დასრულდა მოსაზადებელი მუშაობა: დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, შემუშავდა შეკითხვები და აისახა პოლიტიკური სუბიექტების პასუხები, მზადაა ვიდეორგოლი-ინსტრუქცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და კიდევ ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.

http://onlinemricxveli.ge/ - „ონლაინ ხმის მრიცხველი“ უკვე  ხელმისაწვდომია!

ახლა ჯერი ზუგდიდელ ამომრჩევლებზეა...

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

გამოქვეყნებულია გენდერული პოლიტიკა
  • შემუშავდა და დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსი და საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი
  • ბიუჯეტში გამოიყო თანხა და მოხდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მოდერნიზაცია, დაიხვეწა ელექტრონული სერვისები
  • შეიქმნა შშმ პირთა საბჭო
  • გაფორმდა ხელშეკრულებები პროვაიდერ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ინტერნეტიზაციის პროცესი
  • ინერგება ელექტრონული პეტიციის სისტემა და საკრებულოს სხდომების ონლაინ ტრანსლაცია
  • აქტიურად მიდის მუშაობა სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის კუთხით

ეს და კიდევ ბევრი სხვა ვანის სამუშაო ჯგუფის აქტიური მუშაობის შედეგად არის მიღწეული. გამოწვევებიც რჩება - ეს ეხება მოქალაქეთა და საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ელექტრონულ სერვისებზე, რაზეც ჯგუფი განაგრძობს მუშაობას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია მეინსტრიმინგი

„მე ვიცოდი, რომ საჭიროა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა ის მშვიდობიანად. ვიცოდი, რომ უნდა ვიყო ტოლერანტი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ“.

„თავიდან ჩვეულებრივი ტრენინგის მოსასმენად, უბრალოდ, პასუხისმგებლობისთვის მოვემზადე, მაგრამ სამი საათი სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. და ამ ხუთმა თვემ არა მარტო არაფორმალური ცოდნის რესურსი გაზარდა ჩვენში, არამედ უკეთესი მოქალაქე“.

ასე საუბრობდნენ შემაჯამებელ შეხვედრაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან და წარმატებული მუშაობისთვის მადლობას უხდიდნენ ფონდ „სოხუმის“ ტრენერებს: ნინო ჭაბუკიანს, ლარისა შენგელიას და ბექა ფოცხვერიას.

გამოქვეყნებულია კლუბი/ცენტრი

ბაღდათის სამუშაო ჯგუფმა ბოლო შეხვედრა მიღწეული შედეგების შეჯამებას დაუთმო. მთავარ მიღწევად ეთიკის კოდექსის და ანტიკორუფციული დებულების შემუშავება დასახელდა. ასევე მოხდა ვებგვერდის მოდერნიზაცია. განახლებულ ვებგვერდზე ყველა საჭირო ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ინერგება ონლაინ პეტიციის პრაქტიკა. აქტიურად მოხდა მოსახლეობის ინფორმირება ონლაინ სერვისების მნიშვნელობაზე. მთავარ გამოწვევად კი ინტერნეტიზაციის პრობლემა რჩება, რომელზეც უკვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია მეინსტრიმინგი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება.  ფორმატი - ისევ შერეულია.

ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი ორგანიზაცია „მერკურის“ ძალისხმევით ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილ ონლაინ პლატფორმაზე  ინფორმაცია მიიღეს    სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა: იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, კონფლიქტისპირა სოფლის მცხოვრებლებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

მეორე შეხვედრა ახალგაზრდებთან შედგა.  მათ საარჩევნო თემატიკის მიმართ ინტერესი გამოხატეს და  გამოთქვეს სურვილი - უფროსი თაობის ადამიანებს, ვინც ცუდად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში, დაეხმარონ პლატფორმით სარგებლობაში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

გამოქვეყნებულია გენდერული პოლიტიკა

მომზადდა ახალი პუბლიკაცია: საჭიროებათა კვლევის მეორე ანგარიში: „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში -  კონსოლიდირებული ანგარიში“ (ქართული და ინგლისური ვერსიები).

კვლევის ძირითად ვექტორად განისაზღვრა ელექტრონული მომსახურების სარგებლიანობა და ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გამოვლენა. საჭიროებათა  პირველი კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილ-მაისში, მეორე - 2021 წლის  მაის-ივნისში.

კვლევის ჩატარებაში ჩართული იყო იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია გენდერული მეინსტრიმინგი

თერჯოლის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაზე ორწლიანი საქმიანობის შედეგები იყო წარმოდგენილი. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, რა გაკეთდა, სამოქმედო გეგმის რა ძირითადი საკითხები შესრულდა.

პირველ რიგში, ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთ, რაც ადრე არ იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც შესრულდა, ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვა. კონკურსის შედეგად მიღებულია პროექტები, რომლებზეც ტენდერი გამოცხადდა. თერჯოლისთვის საპროექტო ორი წელიწადი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია მეინსტრიმინგი

ხონის სამუშაო ჯგუფმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა: ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირება, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორების აქტიური თანამშრომლობა, საჯარო რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი, ცხელი ხაზის ამოქმედება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება, თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება, ელექტრონული პეტიციის დანერგვა, ეთიკის კოდექსის შემუშავება...

ეს ძალიან დიდი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაა ხონის მუნიციპალიტეტისთვის.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია მეინსტრიმინგი

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image