დევნილთა, ლტოლვილთა და იგპ საერთაშორისო დღეს, 20 ივნისს, ქალთა ფონდი „სოხუმი“ ტრადიციულად აღნიშნავს სხვადასხვა აქტივობით. მესამე წელია, იმართება ღონისძიება „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში“. უკრაინელი ლტოლვილები შარშანაც ესწრებოდნენ და წელსაც მოვიდნენ. ქალებმა მოამზადეს ორცხობილები უკრაინული თემატიკით. ერთმა უკრაინელმა გოგონამ უკრაინული ცეკვა იცეკვა. ამ დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა და ყველამ დაინახა ფონდის მრავალმხრივი აქტიური მუშაობა. 

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკვე უკრაინიდან ჩამოსულ 539 ადამიანს გაუწია მხარდაჭერა. ივნისში 16 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას და მხარდაჭერა გამოიხატა ასე:

  • 28 ოჯახმა (44 ადამიანმა) მიიღო პროდუქტები
  • 6 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა
  • 6 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები
  • ანაზღაურდა ერთი უკრაინელის სამედიცინო ხარჯები
  • ლიუბოვ მაქსიმენკოს ვუყიდეთ უკრაინაში გასამგზავრებელი ბილეთი 220 დოლარად და ის დაბრუნდა თავის ქვეყანაში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემების აქტიურ ადვოკატირებას ეწევა და ამასთან ერთად, ახალი საჭიროებების გამოვლენაზე მუშაობს. საინიციატივო ჯგუფის ლიდერი დევნილთა ჩასახლებების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს, სწავლობს პრობლემებს და ახდენს მათ პრიორიტეტიზაციას, რათა შესაბამისი სამსახურების ჩართულობით დროულად მოაგვაროს პრობლემები და გააუმჯობესოს დევნილთა მდგომარეობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

პრობლემა, რომლის ადვოკატირებას იწყებს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი, უკავშირდება ბინათამესაკუთრეობის ამხანაგობას. ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, არის დევნილთა დასახლებაში, უკვე რეგისტრირებულია 16 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. თუმცა არ არსებობს პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში, რომელიც საშუალებას მისცემს ამხანაგობებს, თანამონაწილეობით განახორციელონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

საკითხის აქტუალიზაციის კუთხით ამ ეტაპზე შეხვედრები გაიმართა მოსახლეობასთან.  დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა, ქუთაისის ბულვარში - უკვე მესამედ.

სტუმრებმა ქვიშაზე მოდუღებულ ყავასთან ერთად, დააგემოვნეს ორცხობილები აფხაზეთის თემატიკის მოხატული მინანქრით.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა: კახა ენუქიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი), ნოდარ გიორგიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), შალვა კირთაძეს (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), ქეთევან ცხაკაიას (იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელი), ლადო ჯურხაძეს (ხონის მუნიციპალიტეტის მერი), ალუ გამახარიას (ასოციაცია „საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას“ დამფუძნებელი), ფაქიზო ფანჩულიძეს (წყალტუბოს 1-ლი საჯარო სკოლის  დირექტორი), მაია ნუცუბიძე-ქობულიას (წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი), ელისო ფანცხავას (ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი).

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ძველი პრობლემების ადვოკატირების პარალელურად ახალი პრობლემების იდენტიფიცირებასაც ახდენს. ჯგუფის წევრებმა  რამდენიმე პრობლემას შორის ყველაზე აქტუალური შეარჩიეს: ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაბზარულია ღია აივანი და სახიფათო სიტუაციას ქმნის. საკითხზე უკვე დაიწყო მოკვლევა. შეგროვდა ფოტო და ვიდეომასალები, გროვდება ხელმოწერები. პრობლემაზე მუშაობა ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაგრძელდება: შეგროვებული ფოტომასალებით და ხელმოწერებით ჯგუფის წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზეც იმუშავეს .

ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.

ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს   ძალადობის შესახებ უყვებიან.

შეხვედრაზე მონაწლეებმა გადმოსცეს ემოციები, რომლებიც მათ სცენების ჩვენებისას და უკუკავშირის დროს  მიიღეს.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტამბულში გამართული შერეული(ქართული, ოსური და აფხაზური) შეხვედრის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია  პირისპირ შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა  კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები გაანალიზეს და ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.

საინტერესო დისკუსიის ფონზე გაგრძელდა შეხვედრა ახალგაზრდულ ჯგუფთან. მონაწილეებმა მინი-პროექტის მიმდინარეობაზე, მიღებულ შედეგებსა და იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომელიც ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ახლდა თან. 

წყალტუბოში  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  ის პრობლემები გაანალიზეს, რომელთა ადვოკატირებაც  ადგილობრივი რესურსებით არის შესაძლებელი. ასევე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს, რომლითაც პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა იზრდება. 

წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში არსებული ახალგაზრდული კლუბების წევრებმა კი მინი-პროექტების მიმდინარეობა  შეაფასეს. ისაუბრეს,თუ როგორ მიიღო  მაყურებელმა ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენილი ძალადობის სცენები. მათი შეაფასებით , მაყურებელი  მათთან ერთად ფიქრობდა, მსჯელობდა და ეძებდა გამოსავალს.

ხონის ქალთა  ორივე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზე იმუშავეს .ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი მინი-პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს  ესაუბრებიან ძალადობის სისასტიკესა და მის მავნე შედეგებზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები