ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ქალთა  ფონდ „სოხუმის,, ახალგაზრდა მოხალისეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები უჩვენეს. გაიმართა დისკუსია.მოზარდებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.ფილმების თემატიკა იყო: მიგრაცია, ტოლერანტობა და ოჯახში ძალადობა.

დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის ტერიტორიაზე  სანიაღვრე არხების გაყვანა და გაწმენდა. საკითხის მოგვარების თხოვნით ჯგუფის წევრებმა  ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში  წერილები გააგზავნეს და რეაგირებას ელოდებიან.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სათემო ლიდერი ქალები იღებდნენ მონაწილეობას.

გამართული დისკუსიის ფარგლებში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად რეგიონებსა და კონფლიქტის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. ქალებმა ხაზი გაუსვეს გამყოფი ზოლის მოსახლეობაში ფიზიკური საფრთხის გაზრდილ განცდას, განსაკუთრებით რუსი მესაზღვრეეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ; ასევე აღინიშნა მოსახლეობაში მენტალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საბაზისო საჭიროებებსა და მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა.

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე  ჯგუფის შეხვედრაზე ქალბატონებმა ადვოკატირების დინამიკაზე ისაუბრეს და ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ აქტივობები დაგეგმეს.

"მშვიდობა და სამშვიდობო ახალგაზრდული ინიციატივები" იყო ტრენინგის თემა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ჩატარდა.

 მონაწილეებმა  ისაუბრეს ,თუ რასთან ასოცირდება მათთვის მშვიდობა და დღევანდელ სიტუაციაში გრძნობენ თუ არა თავს მშვიდად და დაცულად. 

მათ მშვიდობის მშენებლობის პროცესში სამშვიდობო ახალგაზრდულ ინიციატივებსა  და თავიანთ პასუხისმგებლობაზეც გააკეთეს აქცენტი.

დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტიზაციისთვის, ადვოკატირების წარმართვისა  და სამომავლო გეგმების დასახვისთვის გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

ჯგუფის ლიდერმა მოკლე ანგარიში წარუდგინა აუდიტორიას და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც პრობლემების ადვოკატირების პროცესში ხვდებათ. იმსჯელეს დაძლევის გზებზე, თანამშრომლობის ახალ ფორმაზე თვითმმართველობასთან და ლობისტის  ჩართულობაზე მეტი შედეგების მოსაპოვებლად.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, სამომავლოდ ჩაერთონ ქსელურ მუშაობაში და შეავსეს ელექტრონული ფორმა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული მუშაობა. გაეცნენ  ბლოგებს, რომლებიც მათი აქტივობების გაშუქებას მიეძღვნა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკითხებზე, რომლებიც ამჟამად ადვოკატირების პროცესშია. პრობლემების ადვოკატირების დინამიკის შესაფასებლად ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთან.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელს - ეკატერინე გამახარიას ჰქონდა პატივი, წარმოედგინა ქალთა ფონდი „სოხუმი“ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც პანელისტს კანადის უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარისა და ირლანდიის ადამიანური განზომილების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ღონისძიება მიეძღვნა კრიტიკულად მნიშვნელოვან თემას - „ომის გავლენა მოქალაქეებისა და სამხედრო პირების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.

პანელურ მომხსენებლებს შორის იყვნენ: ბატონი ალექსანდრე კლენი, უკრაინის შეიარაღებული ძალების კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი ჯულიანა სტოიანოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ენდრიუ გარდნერი, ODIHR ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და გენერალ-მაიორი მარტ ბილოდო, ქირურგი კანადის შეიარაღებულ ძალებში.

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის ჯგუფის წევრებთან ტრადიციული  შეხვედრა გაიმართა.მონაწილეებმა გოგონათა საერთაშორისო დღესა და მათ უფლებებზე, ასევე  სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღნიშნამ რომ საქართველოში გოგონათა  უფლებები სათანადოდ დაცული არ არის და სოფლად მცხოვრები ქალები ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ განათლების მიმართულებით უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, კლუბის ლიდერმა, გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა . გააცნო ინფორმაცია დღესასწაულის შექმნის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე;

სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა.მონაწილეებს ინტერვიუებიდან გამომდინარე ქალის ერთი ჩვეულებრივი დღე გააცნო.ახალგაზრდებმა მოსაზრებები გაცვალეს, პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს,გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა დისკუსიაც.

ახალგაზრდების თვალით დანახული გენდერული  საკითები-ამ თემაზე სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა იმსჯელეს. ისაუბრეს,რამდენად აქვთ მათ თანატოლებს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და  გენდერული კუთხით არსებული პრობლემები და  გამოწვევები დაასახელეს .

გამოვლენილ პრობლემათა ადვოკატირებაზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა  საინიციატივო ჯგუფის წევრებმა . დეტალურად განიხილეს საკითხები და სამომავლო გეგმაზე შეჯერდნენ.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ოქტომბერის თვის შეხვედრაზე ადვოკატირების დროს გამოვლენილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მიმოიხილეს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა,რომ მათ მიერ გამოვლენილი პრობლემები მოგვარდეს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები