ონლაინ გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ოთხ თემში მცხოვრები დევნილები, ამიტომ მათ ოთხი ინიციატივა წარმოადგინეს.
ჯგუფის წევრებმა თავიანთ თემში უკვე შეისწავლეს პრობლემები და მოახდინეს მათი რანჟირება. ოთხივე თემში მალე დაიწყება სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება, რაც გააუმჯობესებს დევნილთა მდგომარეობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ძელსკამების და გარე განათების არარსებობა, მიუსაფარი ძაღლები, ერთადერთი ტრანსპორტი, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები - ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც შერვაშიძის ქუჩის №53-ის მე-2 კორპუსში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ და აღნიშნეს კიდეც შეხვედრაზე.
რიმა კალანდია დევნილთა თემის წარმომადგენელია. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მან გაიარა ტრენინგები ადვოკატირების საკითხებზე და ახლა ინფორმაციას აწვდის თემის სხვა წევრებს. მისი აზრით, ადამიანები აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი საჭიროებების მოგვარებაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისის მერიის სახელზე ამზადებს წერილს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და პოზიტიურ გავლენაზე, ასევე გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის სერვისებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრებმა თავიანთ თემში შეისწავლეს პრობლემები, მოახდინეს მათი პრიორიტეტიზაცია და შეჯერდნენ სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
შეხვედრაზე იმსჯელეს დასახლებაში მოსაგვარებელ საკითხებზე: დაზიანებული ურნები, გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, გზაზე შემაკავებელი ბარიერების არარსებობა.
საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის №13-ში, მეორე კორპუსში მცხოვრებ ქალებთან გაიმართა.
საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტრენინგების აქტიური მონაწილე ლია გოლეთიანი თავის გამოცდილებას თამამად უზიარებს დასახლების მცხოვრებთ. შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი პრობლემების მოგვარებაში - ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნიშანია.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წერილების მომზადება უკვე დაიწყეს და შემდგომი რეაგირებისთვის ქუთაისის მერიას გადასცემენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა 10 ქალთან (ნიკეას ქუჩის 1-ლი შესახვევი №13).
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლია გოლეთიანმა ადვოკატირების საკითხებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა დევნილებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდა.
სპორტული მოედანი, სახურავის შეღებვა-შეკეთება, ძელსკამების შეკეთება - ამ საჭიროებებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრის მონაწილეებმა. მზადდება წერილები დასახელებულ პრობლემებზე და საინიციატივო ჯგუფის სახელით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ბოლო პერიოდში გედნერული დეზინფორმაცია საჯარო სივრცეში პოლიტიკურად ან სოციალურად აქტიური ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა, რომელიც მეტწილად ონლაინ სივრცეში ვრცელდება. მაგალითად, ძლიერი და აქტიური ქალები, რომლებიც ხმამაღლა და პრინციპულად საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ხშირად ხდებიან ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის სამიზნე, რაც ორიენტირებულია მათ დაშინება, დაკნინება და გაჩუმებაზე.
სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ჩვენი რიგით მესამე ვიდეო რგოლი, რომელიც ყურადღებას ისევ გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობას უთმობს.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, 18-19 ივლისს ბათუმში, პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელი“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალები და ახალგაზრდა ქალები ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.
მონაწილეების თქმით, ეს ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, პროექტის „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ ფარგლებში ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ესწრებოდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის: ქუთაისის, ხონის წყალტუბოს, ზუგდიდისა და სენაკის ქალთა ქსელის წევრები.
სიუჟეტში პროექტის ასისტენტები ვრცლად საუბრობენ პროექტისა და ტრენინგის შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით