ახალ ჯგუფებში დაიწყო 6-თვიანი სატრენინგო კურსი. უკვე ჩატადა პირველი შეხვედრები ზუგდიდის, სენაკის, თერჯოლის, ტყიბულის და ჩოხატაურის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 100-ს აღემატება. 

ტრენინგები იმართება სხვადასხვა მეთოდით: არის ინტერაქტიული მუშაობა, დისკუსიები, როლური თამაშები და გულწრფელი უკუკავშირი, როდესაც მონაწილეები ამბობენ, რომ მოსწონთ ასეთი მუშაობა.

ტრენინგებში აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლები, პედაგოგები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თეატრალური დღე ხანში

ყვითელ, წითელ და შინდისფერ ფერებში ჩაფლულ სოფელში შემოდგომის მიწურული განსაკუთრებით ლამაზად  იგრძნობა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხანს ესტუმრა.

სკოლის ეზოში საინტერესოს მოლოდინით დაგვხვდნენ უმცროსკლასელები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.

მათთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი ინიციატივით თოჯინების და ჩრდილების თეატრის ჩვენება მოეწყო.

სპექტაკლების სცენარები გენდერულ თემატიკას და ტოლერანტობის საკითხებს ითვალისწინებდა, რაც აღსაზრდელებს მათთვის ნაცნობი პერსონაჟების მეშვეობით მიეწოდათ.

საოცარი მუხტი, ემოცია, სიხარულით ანთებული თვალები, ოვაციები... ეს ყველაფერი დიდხანს გაყვებათ პატარებს, თეატრის ახალგაზრდულ დასს და  ორგანიზატორებს.

შეხვედრის ბოლოს ბავშვებს გენდერული საბჭოს წევრებმა ტკბილეულით უმასპინძლეს და მათთვის სკოლის დირექციამ ეს ლამაზი დღე ფერადი ფეირვერკით დაასრულა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრმა ოქტომბერში გეგმით გათვალისწინებული ორი შეხვედრა ჩაატარა მაყურებელთან - ბავშვთა სოფელში და ქუთაისის პარკში. ბავშვთა სოფელში საინტერესო წარმოდგენებს აქტიური დისკუსია მოჰყვა და, რაც მთავარია, მოზარდების ჩართულობა.

პარკში გამართულმა წარმოდგენამ კი გააკვირვა გამვლელები. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათხოვრის სცენა.

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ყველას ერთად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ძალადობის პრევენციაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების  ახალი ჯგუფების ფორმირება.

ზუგდიდში, თერჯოლაში, ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში ჩატარდა ტრენინგები   კონფლიქტის მართვის და ძალადობის პრევენციის თემაზე (ამ შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი გაიმართა ონლაინ ფორმატში).

ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში. მათთვის არაფორმალური განათლების ეს სახე საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისინი აქედანვე მზად არიან, ინიციატივები გამოიჩინონ და მორიგ შეხვედრამდე სხვადასხვა აქტივობა ჩაატარონ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ახლა წარმატებით მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრები.

ზუგდიდის, სენაკის, თერჯოლის და ვანის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, ახალგაზრდული დეპარტამენტების, რესურსცენტრების და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები.

მოსწავლეებმა თავიანთი პრეზენტაციების დროს ისაუბრეს სატრენინგო კურსის შედეგებზე.  სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა აღნიშნეს, რომ  ხუთთვიანმა მუშაობამ კეთილი გავლენა მოახდინა მოზარდებზე. მათ ბევრი რამ ისწავლეს, უფრო აქტიურები და თავდაჯერებულები გახდნენ. მონაწილეთა ერთ ნაწილს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია სატრენინგო მუშაობის წარმართვა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებისთვის ეს მასშტაბური და შთაბეჭდავი ჩვენება იყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის წარმოდგენები გაიმართა.

პატარა მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით უყურებდა ლამაზ სცენებს. თეატრის რეჟისორმა მაგდა ჩიხლაძემ მათ უამბო, როგორ ჩამოყალიბდა ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი და რა მნიშვნელობა აქვს ამ წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის მაყურებელისთვის.

ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თეატრალურ ჯგუფს და ახალი შეხვედრების სურვილი გამოხატეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აგვისტოში დაგეგმილი ტრენინგები ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ახალგაზრდა მონაწილეების რაოდენობა 175 იყო.

ტრენინგებზე განიხილეს აქტუალური თემები: მშობლებისა და შვილების დამოკიდებულება; ეთიკის და ესთეტიკის ნორმები; კონფლიქტის მშვიდობიანად  მოგვარების უნარები.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ და გულახდილად გამოთქვეს მოსაზრებები, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში მშვიდობიანად მოგვარების უნარების გამოყენება  ცხოვრებაში რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

„კარგი რჩევებია, მაგრამ ცხელ გულზე რთულია ისაუბრო მშვიდი ტონით, თუმცა თუ მოვინდომებ, ყველაფერს  შევძლებ.“

„საინტერესოა ეთიკის და ესთეტიკის ნორმების გაცნობა, ძალიან საჭირო თემაა.“

„გული მწყდება, პროექტი რომ სრულდება.“

აგვისტოში ხალხი თითქმის გასულია ქალაქიდან, მაგრამ ბევრია სტუმარი... ძირითადად,  სწორედ ისინი ესწრებოდნენ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ქუთაისის უბნებში.

ჩატარდა ორი წარმოდგენა., მაყურებელი დაინტერესდა ამ ფორმატით. ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდა ნანახი და განაგონი, ზოგიერთი ჩაერთო სცენებშიც. სამწუხაროდ, ყველამ უარი თქვა ფოტოების გადაღებაზე, ამიტომაც ფოტოებში  ჩანან მხოლოდ მსახიობები და ეპიზოდები სცენებიდან.

ღია ცის ქვეშ წარმოდგენები საკმაოდ დიდ როლს ასრულებს როგორც საზოგადოების ინფორმირების, ძალადობის პრევენციის მექანიზმი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეჩერე ოჯახური ძალადობა! - წერია ერთგან.

ძალადობა არ არის გამოსავალი! - ამბობს მეორე.

ეს ბავშვების გაკეთებული პოსტერებია.

მესამეგან - კვლევის ერთ-ერთი დიაგრამაა.

კითხვაზე: ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? პასუხები ასე განაწილდა: ქალი -  12%, კაცი - 32%, ორივე - 56%. 

ყველაფერი იმ მოზარდების ნახელავია, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გადიან ექვსთვიან სატრენინგო კურსს.

ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი.

კონფლიქტის მოგვარების გზები, ძალადობის პრევენცია, ნაადრევი ქორწინება - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ტრენინგებზე. მერე კი მოზარდები ერთგვარ საშინაო დავალებას იღებენ: ვინ გაავრცობს თემას? ვინ მოიფიქრებს სათქმელის ორიგინალურ ფორმას? როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია პრობლემაზე?

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები