ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სოლიდარობის თემა განიხილეს.
- ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე ომს გვერდს ვერ ავუვლით. სოლიდარობა ნიშნავს თანაგრძნობას, მხარდაჭერას, გვერდით დგომას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, - აღნიშნეს მონაწილეებმა.
შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა სოლიდარობის მაგალითებზე, გაიხსენეს 8 მარტის ისტორია, ქალთა მოძრაობები საქართველოში.
შეხვედრებს წალენჯიხის, სენაკის, თერჯოლის, ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალები ესწრებოდნენ. მათი პოზიცია ასეთია: ჩვენ, ქალები, განსაკუთრებით ვგრძნობთ ომის სისასტიკეს. ყველას გვსურს მშვიდობა. ამ საქმეში ჩვენი სოლიდარობა მკაფიოდ გამოხატულია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- სოლიდარობა, ფემინიზმი, ქალთა მოძრაობა საქართველოში - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე.
-სოლიდარობა არის ძალა, პასუხისმგებლობა, დადებითი იმპულსები, სოლიდარობა გვაახლოებს მიზანთან.
-ასეთი იყო ახალგაზრდების პოზიცია სოლიდარობის აღქმაზე.
მონაწილეებმა მოისმინეს პირველი ფემინისტი ქალების ისტორიები, როგორ ცდილობდნენ ისინი საკუთარი საქმიანობით ქალთა მხარდაჭერას, მათი უფლებების გაძლიერებას საქართველოში!
მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი ინფორმაციები დადებითად მოქმედებს მათ ცნობიერებაზე. მიაჩნიათ, რომ ქალთა სოლიდარობა დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან ქალებს ისევ უწევთ საუბარი მათი უფლებების დაცვაზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა? - ამ საკითხზე ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა მსჯელობა.
მონაწილეთა შეფასებით სოლიდარობა ზრდის შედეგებს, მასშტაბებს და მისი ძალა განუსაზღვრელია.
ასეთივე ინტერესით გაეცნენ მონაწილეები ქართველი ფემინისტი ქალების ისტორიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქალთა განვითარებისა და მხარდაჭერის საქმეში.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა უკუკავშირით დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
440 მონაწილე ესწრებოდა შემაჯამებელ შეხვედრებს ხუთი მუნიციპალიტეტიდან (სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, ვანი, ზუგდიდი): ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრის წევრები, მათი მშობლები და პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული დეპარტამენტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.
ეს იყო ფონდ „სოხუმთან“ ურთიერთობის და ექვსთვიანი აქტიური მუშაობის ერთგვარი ანგარიში.
რა გაკეთდა? რა ისწავლეს მოსწავლეებმა? როგორ გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკაში?
ამ კითხვებს ახალგაზრდებმა პრეზენტაციებით გასცეს პასუხი და ონლაინ აუდიტორიას დაანახეს თავიანთი გამოცდილება, შეძენილი უნარ-ჩვევები, ახალი შესაძლებლობები.
- კომპლექსები დავძლიე, აქტიური გავხდი, ბევრი რამ ვისწავლე, დამოუკიდებლად გავაკეთე, შევიცვალე - ეს სიტყვები გაისმოდა ახალგაზრდების გამოსვლებში.
ქალბატონებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობისა და მისი დამკვიდრების ისტორიის შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოლიდარობის საკითხს, მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა წვლილი შეიტანეს ომში მყოფი ქალების და ბავშვების დასახმარებლად.
ასევე, ქალბატონები შეეხნენ სოლიდარობის თემასაც და დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სიტუაციაში სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
აქტიური დისკუსია;
საინტერესო პრეზენტაციები;
როლური თამაშები და დავალებები;
ასეთ ფორმატში 9 მარტს ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ლალი შენგელიამ და ანჟელა ჩიხლაძემ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე - „სტრეოტიპები და ტოლერანტობა“.
მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ პროცესში და გამოთქვამდნენ თავიანთპოზიაციას საკითხთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ყვითელ-ცისფერ ფერებში. მიმოზებით და ნარცისებით. მოწოდებებით, ბანერებით. ქუთაისის თეატრის კიბეებზე იდგა ქალთა ფონდი „სოხუმი“: ქუთაისის სათაო ოფისი, თბილისის წარმომადგენლობა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები, ფორუმ-თეატრი, დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფები, ქალები და ახალგაზრდები 13 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური).
ყველანი ერთად - სოლიდარობისთვის, მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის!
მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! - ამ ტრადიციული მოწოდების გარდა იყო სხვა სლოგანებიც:
მშვიდობა უკრაინას!
ჩვენ გამოვცადეთ ომი! ჩვენ გვახსოვს ომი! ჩვენ ვგმობთ ომს!
ეს ხმოვანი წიგნი კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. ორიგინალური და საინტერესო, აქტუალური და უჩვეულო.
თემა: გენდერული თანასწორობა
ხელმძღვანელი: პედაგოგი თამარ აბესაძე-მემარნე
ტექსტის ავტორები: თაია ჭეიშვილი, მართა მაღლაქველიძე, მარიამ კევლიშვილი, ნინი კევლიშვილი, მარიამ აფრიდონიძე, თეკლა ბეროძე, თამთა სვანიძე.
გახმოვანება: ანა-მარია მემარნე
კურსების (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩამოაყალიბა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრი. წიგნის შემქმნელები ამ ცენტრის აქტიური წევრები არიან. მათ გაიარეს ექვსთვიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს დედის დღე McDonald's Georgia ქუთაისის ფილიალმა მიულოცა.
საჩუქრები, გართობა, მაკდონალდსის ფერადი გარემო, სამახსოვრო ფოტოები - ეს იყო ბავშვების მხიარული დღესასწაული დედებთან ერთად, რაც ყველაზე ლამაზ მოგონებად დარჩებათ.
ქალთა ფონდ „სოხუმს“ ქველმოქმედების სოლიდური ისტორია აქვს. რამდენიმე სიკეთის აქცია McDonald's Georgia-ს ქუთაისის ფილიალთან ერთად ადრეც განხორციელდა და ეს ტრადიციად იქცა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)