ქალთა ფონდი „სოხუმი“ წლებია, მუნიციპალიტეტებში აქტიურად  ატარებს შეხვედრებს მრგვალი მაგიდის ფორმატით, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტების ჩართულობით, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე უწყებებს შორის კოორდინაციის სისტემის დანერგვას.

შეხვედრებმა გამოავლინა ადგილებზე უწყებათაშორისი კომისიის ჩამოყალიბების საჭიროება. ამ ინიციატივის რეალიზებისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ბაღდათის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ  მერის მოადგილეები, მერიის იურიდიული, ახალგაზრდული, სოციალური და ჯანდაცვის განყოფილებების ხელმძღვანელები, ბავშვთა განყოფილების კოორდინატორები, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ეხმიანებიან ყველა აქტუალურ მოვლენას. ქალებმა პროტესტი გამოხატეს უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. ათივე მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ზუგდიდი,  წალენჯიხა, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური) გაიმართა მდუმარე აქციები.

სოლიდარობა მშვიდობისთვის! სოლიდარობა ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის! -  ასეთი იყო ქალების სამშვიდობო გზავნილები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მდუმარე აქციაზე, რომელიც 8 მარტს ჩატარდა ქუთაისში.

სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალბატონები შეუერთდნენ სოლიდარობის აქციას...

განიხილეს მოცემული საკითხი, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა არსებულ ვითარებაში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

შეხვედრა წყალტუბოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან

სოლიდარობა, ფემინიზმი, ქალთა მოძრაობა საქართველოში პირველი, ქართველი ფემინისტი ქალები, მათი დამსახურებები და მიღწევები - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ჯგუფის წევრები ანკეტირების ჩასატარებლად მოემზადნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოხდება სხვადასხვა სტატუსის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები 40 ქალის გამოკითხვა.  გამოკითხვა მიზნად ისახავს დევნილთა კოლექტიური ცენტრების და პრივატიზებული ობიექტების  სოციალური პროფილის ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოში აქტიურად მუშაობს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა დევნილთა კოლექტიურ დასახლებებში სოციალური საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის გამოკითხვის პროცესი დაიწყეს. ანკეტირების  მიზანია, დევნილთა პრობლემური საკითხების წარმოჩენა, შემდგომში მათი ადვოკატირება პრიორიტეტულობის მიხედვით და მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა? - დღევანდელ პირობებში ეს ტერმინი განსაკუთრებულ ძალას იძენს.

სწორედ ამ თემაზე გამართეს დისკუსია სოფელ დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზდული და ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა.

ასევე, ინტერესით გაეცნენ ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის წარმოშობისა და დღესასწაულად აღიარების ისტორიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სოლიდარობა უკრაინას!

ჩვენ ვგმობთ ომს!

სოფელ დიდი ნეძის საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს!!

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

2022 წლის 17 მარტი, ბერლინი

ძვირფასო დებო და ძმებო,

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

ძვირფასო პარტნიორებო უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში!

 

რთულია, წარმოვიდგინოთ თქვენი მდგომარეობა ამ სიტუაციაში. სიტყვები არ გვყოფნის ჩვენი გრძნობების გამოსახატავად, რადგან ამ დღეებში განუზომელი ტანჯვის მოწმენი ვართ. ომი წარმოუდგენლად საშინელი და სასტიკია, ომს მივყავართ ნგრევამდე და სიკვდილამდე - ომი მოიცავს ყველაფერს, რისი გადალახვაც გვსურდა საერთო ძალისხმევით და პარტნიორობით ღირსეული სიცოცხლისთვის. ომი კავშირების გაწყვეტისა და ადამიანების გაყოფის საშინელი მცდელობაა, იგი ხორციელდება ახლო და გრძელვადიანი ურთიერთობების გასანადგურებლად.

ამ მოცემულობაში, ჩვენი საშუალებები ამ სიტუაციის შესაცვლელად შეზღუდულია. მაგრამ გვსურს დაგამშვიდოთ, რომ გავაკეთებთ თქვენთვის ყველაფერს, რაც შესაძლებელია. ჩვენ გვსურს შეძლებისდაგვარად დაგიჭიროთ მხარი და გვერდით დაგიდგეთ. გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს საჭიროებებზე და სიტუაციაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის ახლა - რადგან მდგომარეობა და საჭიროებები სწრაფად იცვლება. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვეყრდნობით თქვენი მხრიდან მიღებულ ინფორმაციას. ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად და ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები. ჩვენმა ჰუმანიტარულმა ფილიალმა Diakonie Katastrophenhilfe-მ შექმნა გადაუდებელი საჭიროების ფონდი და ჩვენ ვიღებთ შემოწირულობებს ამ ფონდის გასაფართოებლად.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები