ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ პუბლიკაციას „COVID-19 პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“, რომელშიც ასახულია ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რამაც თავი იჩინა ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციართა, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში. 
აღნიშნული სწრაფი მოკვლევის მიზანია, ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არეალში, COVID-19 ვირუსით გამოწვეული ძირითადი პრობლემების და გენდერული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა მათი დროული გადაჭრისთვის.
პუბლიკაცია წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

				
				
				
				
				
ფონდი „სოხუმის“ მიერ „გენდერულად ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის“ ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები -  ანგარიშების კრებული - ეს არის ორგანიზაციის ახალი ონლაინგამოცემა.
ფონდ „სოხუმში“ მომზადდა ანალიტიკური სტატიების კრებული „ვიშეგრადის ქვეყნების და საქართველოს გამოცდილება საარჩევნო სისტემის განვითარების და არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერების საქმეში“. მასში ასახულია ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს ექსპერტების პოლიტიკური დოკუმენტები - ამ ოთხი ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო სისტემის ფორმირების, განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.