„სიყვარულს მოვლა უნდა, ქორწინება ყოველდღიურად უნდა განამტკიცო. გთავაზობთ წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამაში. იქნებ, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ სცადეთ...“ - ნათქვამია ამ პატარა გამოცემის შესავალში.
ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის მიერ მომზადებული რჩევები ქალებს: ურთიერთობის 4 ოქროს წესი, 5 იდეა ოჯახის სიმყარისთვის, ოჯახური ბედნიერების 9 საიდუმლო, უკონფლიქტო ოჯახის 10 მცნება.

				
				
				
				
				
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში  მუნიციპალიტეტის 14 თემში ჩატარდა გამოკითხვა ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის მიზნით. შედეგ კი გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.