 ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩაატარა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის - საკრებულო, გამგეობის - წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით.

შეხვედრის დროს გაჟღერდა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღის ისტორიაზე, გენდერულ სიტუაციაზე საქართველოში, ძალადობის პრობლემების კუთხით, ქალთა დისკრიმინაციაზე. 
საუბარი შეეხო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობას სენაკში, შედეგებზე და წარმატებულ მაგალითებზე.
მრგვალი მაგიდის დროს დაფიქსირდა რეკომენდაციები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოგვარებისათვის, პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.
 
				 9 მარტს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.
9 მარტს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.

 მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყოველწლიურ ტრადიციულ თემას „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. ითქვა, რომ ქალთა სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ძალადობის პრევენციისათვის. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს.
მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყოველწლიურ ტრადიციულ თემას „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. ითქვა, რომ ქალთა სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ძალადობის პრევენციისათვის. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს. ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.
ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.