ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“, ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე“. შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე და გაიმართა გადაღებული ფილმის პრეზენტაცია.
მრგვალ მაგიდას დაესწრნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები - მათ შორის დევნილები, ახალგაზრდები, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. დისკუსიას ინტერესით ადევნებდნენ თვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
როგორც ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „მთელი ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იწყებოდა სიტყვით რთული (трудный). თუმცა ის, რაც გვაერთიანებდა, იყო მყარი მშვიდობის სურვილი და მისწრაფება“.
მრგვალი მაგიდის მონაწილეების შეფასებით, კვლევამ გამოკვეთა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესებში. აღინიშნა ფონდი „სოხუმის“ წვლილი იმ კუთხით, რომ „ის არავის აძლევს საშუალებას, მოდუნდეს და გვერდზე გადადოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 როგორ უნდა იქნეს მიწოდებული ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის, სქესობრივი განათლების საკითხები, რომლებიც მოზარდებს აინტერესებთ  და რომელსაც ყველა  -  მშობელი, მასწავლებელი, ექიმი - ცდილობს ერთმანეთს „მიუგდოს“; რას მოიცავს გენდერული განათლება; რა განაპირობებს საკითხებისადმი გენდერულ მიდგომას - ანუ - გამოკვეთილად ჰარმონიულ ადამიანურ ურთიერთობებს მრავალრიცხოვან ოჯახებში, მოვალეობებისა და როლების ოპტიმალურ და სამართლიან  განაწილებას; რა საფრთხეებს შეიცავს არსებული ხარვეზები მოზარდების აღზრდა-განათლებაში და როგორ უნდა ითანამშრომლონ ამ კუთხით  სკოლამ, ოჯახმა, საზოგადოებამ...

 ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“  ფარგლებში გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სენაკში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული ძლადობა დაძალადობრივი გარემოს გავლენა მოზარდის განვითარებაზე“.
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“  ფარგლებში გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სენაკში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული ძლადობა დაძალადობრივი გარემოს გავლენა მოზარდის განვითარებაზე“. ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, სადაც ცენტრის აქტივისტები შეიკრიბნენ, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.
ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, სადაც ცენტრის აქტივისტები შეიკრიბნენ, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. 