ვანის, წყალტუბოს და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის შეხვედრები. ძირითადი თემა იყო „ბრაზის მართვა შვილებთან“.
საკითხი აღმოჩნდა აქტუალური და საინტერესო. დედების თქმით, შვილებთან ურთიერთობისას უჭირთ ბრაზის მართვა. შეთანხმდნენ, რომ ბრაზი, როგორც წესი, ჯანმრთელი, ადამიანური ემოციაა. რაც შეეხება შვილებთან ბრაზის მართვას, რთული პროცესია. შვილები მშობლების ემოციას სწრაფად იჭერენ და თუ ჩვენ ბრაზს სწორად წარვმართავთ, მათაც ვასწავლით თვითკონტროლს. ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული მუშაობის პროცესში.
ფსიქოლოგმა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მისცა ქალებს: დაიცავით საკუთარი რესურსი, მუდმივად დაღლილ ადამიანს უჭირს ბრაზის კონტროლი, იპოვეთ დრო საკუთარი თავისთვის...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მუშაობა სოციალური მიმართულებით. პარასპეციალისტები სხვადასხვა საჭიროებების მქონე ქალებს ხვდებიან. შეხვედრებზე ქალები საუბრობენ მათთვის ყველაზე აქტუალურ გამოწვევებზე. გამოკვეთილ პრობლემებს შორის პრიორიტეტულია ქალთა მიგრაცია, რადგან შრომითი მიგრაციის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება.
პარასპეციალისტები აწოდებენ ქალებს ინფორმაციას ეკონომიკურ პროგრამებზე, ქალთა გადამზადების კურსებზე, ამისამართებენ საჭიროების შესაბამისად არსებული სერვისების მისაღებად. თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერება ხელს უწყობს ქალთა ინფორმირებას, რაც მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, აქტიური მუშაობა მიდის ქალთა გაძლიერებისათვის.
მობილიზატორების და პარასპეციალისტების დახმარებით წყალტუბოს, ვანის, ქუთაისის, ზუგდიდის და ჩოხატაურის ხუთ ქეისზე მოხდა რეაგირება. რეაგირებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი იყო გამოყენებული: ფსიქოლოგის დახმარება, კონსულტირება და გადამისამართება. სამმა ქალმა ფსიქოლოგის სერვისი გამოიყენა და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. პარასპეციალისტების კონსულტაციების შედეგად სოციალური მხარდაჭერა მიიღო სამმა ქალმა.
ცენტრების მუშაობა ქალთა ინფორმირებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის გრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინფორმაციები, რომელსაც ისინი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ავრცელებენ. შეხვედრები ქალთა ჯგუფებთან აგვისტოშიც გაგრძელდა. ინფორმირების პარალელურად, ბენეფიციარებთან კომუნიკაცია გრძელდება.
მობილიზატორებს უკვე მიმართეს ქალებმა დახმარებისთვის, კონსულტაციისთვის. ქუთაისის, ხონის, ვანის, წალენჯიხის თემებში ექვსი ახალი ქეისი დაფიქსირდა. ახალი ქეისების იდენტიფიცირება ნიშნავს იმას, რომ მათი დახმარების შესაძლებლობები გაზრდილია. თითოეულმა ქალმა უკვე მიიღო ინფორმაცია, ვის მიმართოს და რა სერვისები გამოიყენოს.
იდენტიფიცირების პროცესში აქტიურად არიან ჩართული ცენტრების პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის წარმატებას აძლიერებს ბენეფიციარების მხრიდან ნდობა და თანამშრომლობის სურვილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა თემში და ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს. მობილიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და პროგრამებზე.
საინფორმაციო შეხვედრებიდან გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალურია თემებში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. სენაკში, ხობში, ჩოხატაურში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ზუგდიდში ჩატარებულ შეხვედრებზე მონაწილე ქალებმა გამოკვეთეს, რომ აუცილებელია ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა, რათა მათ იგრძნონ რომ არ არიან მარტო.
აგვისტოში ხუთი რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა - ხუთივე ოჯახი ფონდი „სოხუმის“ სერვისების აქტიური მომხმარებელი გახდა.
შეხვედრის მონაწილეები თვითონაც ავრცელებენ მიღებულ ინფორმაციებს, რაც ახალი ბენეფიციარების მოზიდვას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხუთ მუნიციპალიტეტში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ხურჩა/ზუგდიდი, წყალტუბო, სენაკი, ვანი, თერჯოლა) გამართა შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ქალებზე ძალადობა და ურთიერთობების მნიშვნელობა“.
ეს შეხვედრები ნიშნავს მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ოდესმე ძალადობას გადააწყდა. ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის (დარტყმა, ცემა), ის ხშირად არის სიჩუმე, შიში, შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაკარგული თვითშეფასება. ხშირად ძალადობა ხდება უხმოდ, ოჯახის კედლებში, საიდანაც ხმა გარეთ არ გადის. ფსიქოლოგის აზრით, ამიტომაც არის აუცილებელი შეხვედრები და პირადი კავშირები ასეთ ქალებთან, რათა ვუთხრათ: „შენ მარტო არ ხარ“! ერთ შეხვედრაში შეიძლება დაიბადოს ძალა, ალაპარაკდეს, ითხოვოს დახმარება, ჩვენ კი შევძლებთ მის მხარდაჭერას და გადარჩენას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. პროცესს ხელი შეუწყო პარასპეციალისტების საქმიანობამ. მთელი თვის განმავლობაში 12 ქეისი გამოვლინდა. სოციალური მუშაობის შედეგად 150-ზე მეტ ბენეფიციარს მიეწოდა ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე. ქალები ისმენენ კონსულტაციებს როგორც სამართლებრივი, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით. მათ გვერდით მუდმივად არიან ცენტრის მობილიზატორები.
12 ქეისიდან ფსიქოლოგის ჩართულობით მდგომარეობა გაიუმჯობესა ათმა ბენეფიციარმა, სამართლებრივ საკითხებზე იურისტთან აგრძელებს მუშაობას ორი ბენეფიციარი.
ჩვენი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქორეაბილიტაცია გაიარა ორმა ქალმა შვილებთან ერთად - მათი სტაბილური მდგომარეობა კომპლექსური მუშაობის შედეგია.
ქალების უკუკავშირიდან:
„როცა ზუსტად იცი, ვის უნდა მიმართო და ამაში დრო არ გეკარგება, ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა“.
„მარტოხელა დედა ვარ, სოციალური დახმარება გამიჩერდა, არ ვიცოდი, ვისთვის მეთხოვა დახმარება, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები დამეხმარნენ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სად არის ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი რისკი?
ჩვენ მიერ შედგენილი რუკა გაჩვენებთ ოჯახში ძალადობის რისკების დონეს დასავლეთ საქართველოს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა ორი წლის წინ განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“: https://sosfsokhumi.ge/
რუკა ითვალისწინებს სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკებისა და უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას, არსებულ საფრთხეებზე დროული რეაგირების მიზნით - https://sosfsokhumi.ge/map
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალების საჭიროებები, სურვილები, განწყობები ყველაზე კარგად მათთან შეხვედრების დროს იკვეთება. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრები ყოველთვიურად ტარდება. განხილვის თემა, ძირითადად, ოჯახში ძალადობის საკითხებს უკავშირდება.
წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, ვანში ქალთა ჯგუფებთან შეხვედრის დროს მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხი გამოკვეთეს:
- ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული. არასრულფასოვანი ოჯახი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.
- ქალებს სამუშაო ადგილები არა აქვთ და სოციალური დახმარება არასაკმარისია. ასეთ ოჯახებში ხშირია კონფლიქტები სოციალურ პრობლემებზე.
საერთო პრობლემების განხილვის შემდეგ ინდივიდუალურ საკითხებზე იწყება მუშაობა. მობილიზატორების ჩარევით სამ ბენეფიციარს მოუგვარდა პრობლემა თერჯოლაში, ვანში და წყალტუბოში. პრობლემები საჭიროებდა სოციალური მუშაკის, იურისტის და ფსიქოლოგის ჩართულობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)