16 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან თემაზე - „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.

მონაწილეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება თემის ირგვლივ და ბევრ საკითხს სხვა რაკურსიდან შეხედეს.

ტრენინგი ჩატარდა აქტიური დისკუსიის რეჟიმში:

-„ძალიან საინტერესო იყო თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია“;

- „თითქოს  ეს თემა არ იყო ჩემთვის უცნობი, მაგრამ დღევამდელმა ტრენიმა ძალიან ბევრ საკითხზე სხვაგვარად დამაფიქრა“;

- „სიამოვნებით ვისმენდი და გავიღრმავე ცოდნა“.

ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა მათთვის ჩატარებული ტრენინგი.

 

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ჩვენ დღეს ძალიან ღირებული გამოცდილება მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვძებნოთ ყველაზე მოკლე გზები ჩვენი თემისთვის საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად!

ამოვირჩიეთ პრიორიტებული საკითხები და დავსახეთ სტრატეგია, როგორ დავიწყოთ ცვლილებებზე ზრუნვა.

გაგვიჩნდა ბევრი ახალი იდეა, მათი გადაჭრის გზების კონტურებიც მოვინიშნეთ.

ჩვენი შესაძლებლობები უფრო კარგად დავინახეთ.

სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ ადვოკატირების ტრენინგს აფასებენ. ონლაინ-შეხვედრაზე მათ სამოქალაქო ადვოკატირების ფორმებზე, მეთოდებზე, გზებზე ინფორმაციები გააცნეს.

შემუშავებული იქნა ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თემისთვის ერთერთი პრიორიტეტული საკითხის გარშემო.

მიიღეს გამოცდილება, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ადვოკატირების ძირითადი გზავნილი („მესიჯი“) როგორ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან, როგორ შეარჩიონ მეთოდები.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

რა არის მოხალისეობა?

რა სიკეთე მოაქვს მას?

როგორ გავხდეთ მოხალისე და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის?

ამ და სხვა კითხვებს პასუხი გაცა ქუთაისის საინიციატიო ჯგუფის წევრმა და მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციის პროგრამის მონაწლემ ელენე სულაქველიძემ

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 9 თებერვალს ონლაინ რეჟიმში.

ნამდვილად, მისასალმებელია მსგავსი სახის ინიციატივები ახალგაზრდებისგან.

სასარგებლო და ინფორმატიული საღამო გამოვიდა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მშვიდობის შენება, ნდობის აღდგენა. - ამ საკითხებზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებისთვის.

მონაწილეებმა იმსჯელეს მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებზე. ინტერაქტიული ჩართულობით დაფიქსირდა მათი პოზიციებიც განსახილველი საკითხების მიმართ.

„ნდობის გარეშე ვერ ააგებ ურთიერთობას, ჯერ უნდა ენდო და მერე დაიწყო ურთიერთობა.

მშვიდობა გულისხმობს ნდობას, მშვიდობა იწყება ნდობით, სხვანაირად ვერ ააშენებ ურთიერთობას”..- ასეთი იყო მონაწილეთა საერთო პოზიციები.

როგორ მოვიპოვოთ ნდობა, რა უშლის ხელს ნდობის აღდგენას? - დისკუსიისას დასმულ ამ კითხვაზე მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია სწორი ანალიზი და სტერეოტიპული მიდგომების მსხვრევა, რათა ვენდოთ და გვენდობოდნენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

„საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა GREWS სისტემის გამოყენებებით“ - ამ თემაზე ტრენინგები ჩატარდა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის და სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფებისთვის.

მონაწილეებმა მიიღეს მიიღეს კომპეტენტური ცოდნა: როგორ დაგეგმონ და ჩაატარონ ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, როგორ დასვან კითხვები რესპონდენტთან და მიიღონ საჭირო ინფორმაცია. ისინი გაეცნენ იმ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც კვლევის ჩატარების პროცესში შეიძლება წარმოიქმნას.

ტრენინგის დროს გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები, იმიტირებული ინტერვიუები. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები საჭიროებათა კვლევის პროცესში ჩაერთვებიან  და მიღებულ ინფორმაციებს პრაქტიკაში გამოიყენებენ. 

 

 პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

შეხვედრის ადგილი - ზუგდიდი.

ტრენინგის თემა „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების პრაქტიკა“.

აქ შეიკრიბნენ ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის, ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათ პრაქტიკული მაგალითებით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით განიხილეს ადვოკატირების პროცესი.

მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს: განსაზღვრეს კვლევიდან გამოვლენილი აქტუალური პრობლემა, ამოცანები, ჩამოაყალიბეს ადვოკატირების გეგმა. მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება მათ, მუნიციპალიტეტების მიხედვით მოამზადონ ადვოკატირების გეგმა და სწორად დაგეგმონ ადვოკატირების პროცესი.

 

როგორ ვაქციოთ იდეები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში. მასში მონაწილეობა მიიღეს სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის ქუთაისის, წყალტუბოს და ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

თეორიული მასალების გაცნობის შემდეგ ჯგუფებმა პროექტების შექმნაზე იმუშავეს. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომ დაწერონ პროექტის სამუშაო ვერსიები და დროულად წარუდგინონ საკონკურსო კომისიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ეს სტატია ფონდი „სოხუმის“ სამშვიდობო საქმიანობას მოუთხრობს „ახალი განათლების“ მკითხველს - კონკრეტულად  საუბარია ახალ პროექტზე „გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა - ხალ­ხ­თა­შო­რი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის“. და ასახულია ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან ჩატარებული ტრენინგების ციკლი.  

ამ მუშაობაში განსაკუთრებულია ახალგაზრდების როლი და სტატიაშიც სწორედ ეს არის ხაზგასმული - მათი ინტერესი, მეტი გაიგონ კონფლიქტის შესახებ და გა­ნი­ხი­ლონ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი. მათი სურვილი - გამოავლინონ ინიციატივები და გახდნენ მშვიდობისმყოფელები...

 

https://akhaliganatleba.ge/

ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციის  „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებისა და  ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისათვის ჩატარდა  ონლაინ ტრენინგი.

ტრენინგის თემები იყო - გაეროს უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია 1325 და მისი იმპლემენტაციის ლოკალიზაციის პოლიტიკა. ადვოკატირების საფუძვლები და ეტაპები; პროექტის სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ონლაინ-პლატფორმა „აპლიკაცია ამომრჩევლებთან კონსულტაციისთვის“  და მისი გამოყენება.

ტრენინგის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ  რეზოლუცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ეროვნული გეგმის ლოკალიზაციის  კუთხით არსებულ მდგომარეობას, ადგილობრივ პრაქტიკას, გამოწვევებს, ქალთა მონაწილეობის საკითხს; გაერკვნენ ონლაინ ხმის მრიცხველის არსში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი არჩევნებისთვის დაინერგება, როგორც ამომრჩევლის ინფორმირების მექანიზმი; ჩამოყალიბდნენ სამიზნე ჯგუფებთან ფასილიტაციის მეთოდებსა და მუშაობის პრინციპზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები