ფოთში პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა - ოფიციალურად ჩამოყალიბდა თვითდახმარების ჯგუფი. შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილი ქალები და გოგონები, რომლებიც მომავალში პროექტის ძირითადი ბენეფიციარები და თანამონაწილეები იქნებიან.
მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და იმ აქტივობებზე, რომელთა ჩატარებაც დაგეგმილია მომდევნო თვეებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს ჯგუფის წევრებისთვის: ტრენინგების ციკლს მათი კომპეტენციებისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
თვითდახმარების ჯგუფის წევრებს განესაზღვრათ ძირითადი როლები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის პროცესს. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, დევნილთა თემებში გამოავლინონ პრობლემები, გამოყონ პრიორიტეტული საკითხები და იმუშაონ მათ გადაწყვეტაზე თემზე დაფუძნებული ინიციატივების მეშვეობით.
გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ მხარდაჭერას და მისი პოტენციალის გაძლიერებას.
ფოთი ახალი მუნიციპალიტეტია პროექტის გეოგრაფიისთვის, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოტივაციის ამაღლებას და ხელს უწყობს თემში დიალოგის და თანამშრომლობის ახალი სივრცეების შექმნას.
პროექტში „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ აქტიურად ჩაერთო ქუთაისიც. შეიქმნა თვითდახმარების ჯგუფი და შედგა პირველი საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზნებს, ამოცანებს, დაგეგმილ აქტივობებს. ასევე - გაარკვიეს ჯგუფის წევრების მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო მუშაობა ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დევნილთა თემებში.
თვითდახმარების ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოში. ჯგუფი შეიქმნა პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში.
შეხვედრის გაეცნენ პროექტის აქტივობებს და მიზნებს, ისაუბრეს ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობასა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.
საპროექტო აქტივობები გააძლიერებს ჯგუფის წევრ ქალებს, მათ თემებს და წვლილს შეიტანს ადგილობრივ დონეზე „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განხორციელებაში.
12-13 ივნისს ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წლის იუბილეს. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნის 160-ზე მეტმა ქალი ლიდერმა, მშვიდობის მშენებელმა და აქტივისტმა.
საქართველოდან კონფერენციაში ჩართული იყო ოთხი ქალი, მათ შორის – ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია. მონაწილეებმა კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს იმ გზებზე, რომლებიც ქალების ლიდერობისა და გენდერული სამართლიანობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს მშვიდობის მშენებლობისა და აღდგენითი პროცესების მიმართულებით.
კონფერენციის დასრულებისას შეიქმნა ერთობლივი ხედვა რეზოლუცია 1325-ის უკეთესი და ეფექტიანი განხორციელებისთვის. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს: „ჩვენ აღარ დაველოდებით კიდევ 25 წელს. ვიმოქმედებთ ახლა, რათა ქალთა ლიდერობა, გენდერზე ორიენტირებული სამართალი და მშვიდობის მშენებლობა იყოს ყველა სამშვიდობო პროცესის ცენტრში, ყველა ქვეყანაში, ყველა თაობისთვის.“
ეკატერინე გამახარიას თქმით, სარაევოში ყოფნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აღდგენა მხოლოდ ფიზიკურ აღდგენას არ ნიშნავს:
თვითდახმარების ჯგუფი საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა ხონში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, მის მიზნებსა და ამოცანებზე. ასევე - დაგეგმილ ღონისძიებებზე.
თვითდახმარების ჯგუფში გაერთიანდნენ აქტიური ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ თემში იმუშავებენ პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენისა და მათი მოგვარებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრებისთვის დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც დაეხმარება მათ ახალი ცოდნის და უნარების შეძენაში.
მიმდინარე პროექტი გულისხმობს „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ გაფართოებას, გაძლიერებას და მხარდაჭერას.
პროექტს „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი სოხუმი.
აქტივობებში მონაწილეობას იღებენ დევნილები (დევნილთა დასახლებების ან კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები), გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები 15 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქარელი, გორი, კასპი, ხაშური, თეთრიწყარო, გარდაბანი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, საჩხერე, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მესტია.
ჩვენი სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი და ფოთი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ინიციატივების ხელშეწყობა, თვითდახმარების ჯგუფების ფორმირებისა და მათი მხარდაჭერის გზით, რათა მოხდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე - დაგეგმილია „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ ორგანიზაციული გაძლიერება.
საქართველოში ქალთა კონგრესი მარტში დაარსდა. მისი ჩატარების იდეა წარმოიშვა 2024 წელს პოლონელ ქალთა კონგრესში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მონაწილეობის შემდეგ. კონგრესის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროს და თაობის ქალებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან აქტუალური საკითხებით: ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარება, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.
საქართველოში კონგრესის მხარდამჭერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები. ქალთა კონგრესს ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს ორგანიზაციასთან.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქსელურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები და გოგონები 5 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი). შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის შემფასებლის ანალიზს და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
რესურსებზე და შესაძლებლობებზე წვდომა – ქალებმა აღნიშნეს, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის საჭირო რესურსები და შესაძლებლობები, როგორ აწყდებიან ბარიერებს და რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ.
სოციალური ცვლილებების მხარდაჭერა – მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საკუთარ თემში არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, განსაკუთრებით დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების კონტექსტში.
დისკუსიამ წარმოაჩინა ქალთა საჭიროებები, გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაეხმარება მომავალი ინიციატივების უკეთ დაგეგმვას. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და ქალთა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის დადებით მხარეებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს, გააკეთეს არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო გეგმები დაისახეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტმა ხელი შეუწყო მათ გააქტიურება-გაძლიერებას, სოციალური უნარების განვითარებას, სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას.
მათ ისაუბრეს ადვოკატირებაზე, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ ქალებს, უკეთ გამოევლინათ თავიანთი საჭიროებები და აქტიურად ემუშავათ მათი მოგვარებისთვის.
ჯგუფის წევრების თქმით, მსგავსი პროექტები აუცილებელია ქალების სოციალური ინტეგრაციისა და თემში მეტი ავტორიტეტის მოპოვებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით