ხონის თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე

თვითდახმარების ჯგუფი საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა ხონში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, მის  მიზნებსა და ამოცანებზე. ასევე - დაგეგმილ ღონისძიებებზე. 

თვითდახმარების ჯგუფში გაერთიანდნენ აქტიური ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ თემში იმუშავებენ პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენისა და მათი მოგვარებისთვის.

პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრებისთვის დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც დაეხმარება მათ ახალი ცოდნის და უნარების შეძენაში.

მიმდინარე პროექტი გულისხმობს „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ გაფართოებას, გაძლიერებას და მხარდაჭერას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 

ასევე ამ კატეგორიაში « პირველი შეხვედრა წყალტუბოში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები