ქუთაისში თვითდახმარების ჯგუფმა ინიციატივისთვის პრობლემა გამოავლინა ჩატარებული ანკეტირების შედეგად, რაც შემდგომ დასაბუთდა დასახლების კრებაზე.

ნიკეას ქუჩაზე დევნილთა დასახლების ეზოს აქვს ორი შემოსასვლელი, არცერთ მხარეს არ არის ჭიშკარი. შემოდიოდნენ უცხო მანქანები, ბავშვებისთვის არ იყო უსაფრთხო სივრცე. ამიტომ თემში გადაწყვიტეს შლაგბაუმის დამონტაჟება. მეორე საჭიროებად შეირჩა სადარბაზოს და პანდუსების კოსმეტიკური რემონტი.

უკვე დაიწყო ინიციატივების განხორციელება. მხარდამჭერია ქალთა ფონდი „სოხუმი“, ხოლო ფიზიკურ სამუშაოებში მოხალისეებად ჩაერთნენ დასახლების მცხოვრებლები. 

ჭომის დევნილთა დასახლებაშიც დაიწყეს მუშაობა ორი პრობლემის გადასაჭრელად სამოქალაქო ინიციატივების შემუშავებისათვის.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ფოთის დევნილთა დასახლებაში ბინების ნუმერაციის პრობლემა გადაწყდა - თვითდახმარების ჯგუფის აქტიური მუშაობით 37 კორპუსს პირველად მიეკრა ნომრები.  აწი გაგრის და აფხაზეთის ქუჩებზე კორპუსის პოვნა გამარტივდება.

თემში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნომრების არარსებობა დაბრკოლებას ქმნიდა - გადაუდებელი სამსახურების გამოძახებისას კორპუსის პოვნა ჭირდა, რაც რისკს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

პრობლემის მოსაგვარებლად დამზადდა ნუმერაციის 37 ტაბლო და დასახლებას გადაეცა ყველა საჭირო მასალით (სამაგრი, სილიკონი, ხრახნდამჭერი). გაკვრის პროცესში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. 

მსგავსი ტიპის მხარდაჭერით დევნილთა დასახლებას არასდროს უსარგებლია და ამ  ინიციატივამ თემში განსაკუთრებული მადლიერება და მოტივაცია შექმნა.

სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ფოთის თვითდახმარების ჯგუფი გეგმავს სხვა პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა საჭიროებების იდენტიფიცირების შემდეგ დაიწყეს კონკრეტული პრობლემების მოგვარება, რაც სამოქალაქო ინიციატივების მეშვეობით ხორციელდება. 

კონკურსში ჯგუფმა წარმოადგინა 6 პროექტი, რომელთაგან 3 დაფინანსდა: 

ყოფილი სტატისტიკის შენობის ეზოს შემოღობვა დევნილთა საცხოვრებელი სივრცის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოებისთვის

აფხაზეთის ქუჩაზე კორპუსების სარდაფებში ბადეების დამონტაჟება (რათა თავიდან იქნას აცილებული ნაგვის მოხვედრა და წყლის დატბორვა) და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა (ურიკები, ნიჩბები, ხელთათმანები, ტომრები) 

9 აპრილის ქუჩაზე გარე სკამების დადგმა და სადარბაზოებში მცირე ზომის ნაგვის ურნების დამონტაჟება 

ამ ინიციატივების განხორციელება გააუმჯობესებს დევნილთა საცხოვრებელ პირობებს წყალტუბოს სამ კომპაქტურ დასახლებაში.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ანკეტური გამოკითხვა, გამოვლენილი პრობლემების განხილვა თემში, ინიციატივების შემუშავება და პროექტად ჩამოყალიბება - ეს თვითდახმარების ჯგუფის ბოლო აქტივობებია, რომლებმაც ხელი შეუწყო სოციალური გააქტიურების პროცესს სენაკის დევნილთა თემში.

თვითდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ინიციატივების  განხორციელებაზე, პასუხისმგებელ პირებზე. 

ანკეტირებით გამოვლენილი პრობლემები საპროექტო ფორმაში საბოლოო სახეს  მიიღებს. მასში დეტალურად იქნება გაწერილი, რა შედეგებს მოიტანს ინიციატივები და რამდენად დაეხმარება თემის საჭიროებების მოგვარებას. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

მორიგი შეხვედრა გაიმართა თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ინიციატივებზე, რომელთაც პროექტის სახე უნდა მისცენ და შემდეგ საკონკურსო ჟიურის მხარდაჭერაც მიიღონ; განიხილეს პრობლემის აღწერა, აქტივობების გაწერა, ბიუჯეტის დაგეგმვა; იმსჯელეს მდგრადობასა და  გრძელვადიან შედეგზე.

შეხვედრის ბოლოს მოამზადეს კონკრეტული ინიციატივის სამუშაო ვერსია და ერთად დაათვალიერეს სკვერები, რომელთა განახლება იგეგმება პროექტის ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ქალთა თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე წყალტუბოში მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ ინიციატივებს, რომელთა განხორციელებაც ამ პროექტის განმავლობაში შეუძლიათ. 

ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დაიწეროს ინიციატივები (პრობლემის აღწერა, მიზნის სწორი ფორმულირება, შედეგების განსაზღვრა).  თითოეული პრობლემისთვის მათ მოიძიეს კონკრეტული საჭიროებები, რათა სწორად გაწერონ ბიუჯეტი. კონკრეტული მაგალითებით შეავსეს სამოქალაქო ინიციატივები, პრაქტიკულად დაინახეს, როგორ იწერება მსგავსი ინიციატივები ან მცირე პროექტები.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ჩატარებული ანკეტირების შედეგები განიხილეს შეხვედრაზე წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა. თემში შევსებულია 126 ანკეტა.

მიღებული მონაცემები ასახავს დევნილი მოსახლეობის ყველაზე მწვავე საჭიროებებს 4 დასახლებაში (კოპიტნარი, ყოფილი სტატისტიკის სამმართველოს შენობა, 9 აპრილის და აფხაზეთის ქუჩები).

ჯგუფის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარება გადაწყვიტეს - ერთობლივად უკეთ განსაზღვრავენ პრიორიტეტულ პრობლემებს და შემდეგ მოამზადებენ სამოქალაქო ინიციატივებს.

შეხვედრის მეორე ნაწილში შეკრებილებმა ისაუბრეს სამოქალაქო ინიციატივების განაცხადების შევსების წესზე. ისინი ეცდებიან, სწორად ჩამოაყალიბონ თემის საჭიროებებზე დაფუძნებული იდეები, რომ დაფინანსება მოიპოვონ. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ისევ შეიკრიბა „ქალთა ხმა“ - ქუთაისის ქალთა თვითდახმარების ჯგუფი. ამჯერად კვლევაზე ისაუბრეს.

ქუთაისი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა დევნილთა სათემო საჭიროებების კვლევა შემდეგი მახასიათებლებით: ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი სივრცეები და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 103-მა რესპონდენტმა (69 ქალი და 34 კაცი). 

ქალთა თვითდახმარების ჯგუფის წევრები დევნილებს გააცნობენ კვლევის შედეგებს. 

კვლევის მთავარი მიზანია თემებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდეგში - ინიციატივების დაფინანსება კრიტიკული პრობლემების გადასაწყვეტად. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ანკეტირების პროცესის შეფასება, მიღწევები და გამოწვევები, საინიციატივო ფორმის ნიმუშის განხილვა - ეს იყო ხონის თვითდახმარების ჯგუფის „თემის ძალას“ შეხვედრის თემა და მიზანი.

108 დევნილი ადამიანი - 80 ქალი და 28 კაცი იქნა გამოკითხული დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთის ქუჩაზე სათემო საჭიროებების შემდეგი მახასიათებლებით: ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი სივრცეები და სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

სამივე მიმართულებით პირველადი მონაცემები ცნობილია. ჯგუფის წევრები დევნილებს გააცნობენ კვლევის შედეგებს. შემდეგ ერთმანეთთან შეთანხმებით,  აარჩევენ პრიორიტეტულ პრობლემას და ინიციატივის დაფინანსებისთვის  საჭირო  სამზადისს შეუდგებიან.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

სენაკის თვითდახმარების ჯგუფის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები ანკეტირების პროცესში, რომელიც დევნილთა დასახლებაში ჩატარდა და 129 ადამიანი მოიცვა. 

ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ანკეტური გამოკითხვით მიღებული შედეგების განხილვა იყო. კვლევამ გამოკვეთა დევნილთა თემის აქტუალური პრობლემები. მათ მოსაგვარებლად იგეგმება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს პრობლემის ფორმულირება, მიზნების და ამოცანების განსაზღვრა და სამოქალაქო ინიციატივის შესაბამის ფორმაში მისი აღწერა. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები