შეხვედრები (663)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მიუძღვნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფილმი-სიუჟეტის გადაღება. ფილმში საუბარია ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე, ძალადობის პრობლემაზე, გამოსავალზე.
პროექტის დასასრულს გაიმართა პრეზენტაცია, ნაჩვენები იქნა ფილმი-სიუჟეტი. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.
აქტიურმა დისკუსიამ ნათლად წარმოაჩინა პრობლემის აქტუალობა და თითოეული ადამიანის სურვილი, მეტი გააკეთოს ძალადობის პრევენციისათვის.

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე საბჭოს წევრები ანგარიშით წარსდგნენ, როგორ ჩატარდა კვლევა. იმსჯელეს შედეგებზე და აღნიშნეს, რომ საინტერესო მასალა დაგროვდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გამოსავლენად. პარალელი გაავლეს გასულ წელს ჩატარებულ კვლევასთან. ითქვა, რომ ისევ პრობლემად რჩება საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით.
11 მაისს გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთექვსმეტე სხდომა.





17 თებერვალს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. მათ იმ პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც ქალთა კლუბზე არაერთხელ გაჟღერდა. პრობლემათა ადვოკატირების მიზნით გენდერულმა საბჭომ სხდომაზე მოიწვია მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და დასუფთავების ხელძღვანელი მალხაზ ბასილაძე. მან იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს. დაისახა ადვოკატირების სამოქმედო გეგმა, ამ პროცესში საბჭოს წევრებიც ჩაერთვებიან .
დღის წესრიგით, საკრებულოს დეპუტატებმა შეაფასეს ფონდი „სოხუმის“ მიერ გამართული ქსელური შეხვედრის შედეგები. მათი თქმით, ამ შეხვედრაზე მიიღეს ის ინფორმაცია, რაც ძალადობის წინააღმდეგ ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობას და აქტიურ მუშაობას გულისხმობს.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭო არასამეწარმეო, არაკომერციულ გაერთიანებად ჩამოყალიბდა.


ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები მორიგ სხდომაზე შეიკრიბნენ. შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები იმ სეგმენტებზე,რომლებიც პროექტის ფარგლებში, საბჭოს პარალელურად მიმდინარეობს:თანამშრომლობა მასმედიასთან, ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობა, იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ გენდერული ცვლილებები სწორედ ყველა სეგმენტის კოორდინირებული მუშაობით გახდა შესაძლებელი.
ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა აქტიურად განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლის სამოქმედო გეგმა. იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე და წინადადებებზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეიძლება დაინერგოს ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად.
