ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის მოკლე ანგარიში, რომელიც ეფუძნება 2024 წლის მაის-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მონაცემებს, მიმოიხილავს სოციალური მუშაკების როლსა და საქმიანობის ეფექტიანობას ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების პროცესში. ანგარიშში ასახულია ის გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს სოციალური მუშაკების მუშაობის ეფექტიანობაზე, მათ შორის კოორდინაციის სირთულეები რეფერირების სუბიექტებთან, როგორიცაა სკოლები, ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები…