„როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარებისთვის“ - ასე ჰქვია მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გამოუშვა ახალგაზრდა ტრენერებისთვის. სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიის საკითხებზე. კრებულში შევიდა 4 თემა, რომელზეც იმუშავეს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი,…