ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მთავარ თემას წარმოადგენდა სამეზობლო ურთიერთობები და მათი სამართლებრივი რეგულაციები. საუბარი იყო სამეზობლო ურთიერთპატივისცემის, ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მონაწილეების თითქმის უმეტესობას აწუხებს სამეზობლო ურთიერთობის პრობლემები. ასევე გაიცა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
აპრილში ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა 49 ქალი 20-დან 68 წლამდე. გაიმართა ოჯახური თერაპიის 4 სეანსი, იყო 3 ზარი ცხელი ხაზის ტელეფონზე.
.jpg)
აპრილში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა 8 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. საუბრის თემები, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა იყო: კანონი დევნილთა შესახებ, ადამიანი და მისი ძირეული უფლებები, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება და ა. შ.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტი შეხვდა დაბა ნასაკირალში მცხოვრებ რეპატრიანტ მესხებს. ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან მოსახლეობამ მხოლოდ გზის 100-მეტრიანი მონაკვეთის დაგრეიდერება-მოხრეშვაზე გაამახვილა ყურადღება.
.jpg)
ფონდი „სოხუმის“ იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში,
უკრაინულ სამზარეულო „ხუტოროკში“. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ. ჰქონდათ სხვადასხვა სახის იურიდიული კითხვები, რომლებზეც გაიცა კონსულტაციები. ასევე წამოიჭრა წყლის, კანალიზაციის და შიდა გზების პრობლემა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
სენაკში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 13 მოქალაქე. მათ მიეწოდა ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე...
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ჩაატარა კონსულტაციები ქუთაისის, სენაკის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. სულ ესწრებოდა 42 ქალი.

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა თათა კალანდაძემ 2, 8 და 14 აპრილს ჩაატარა კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონაწილეთა რაოდენობა იყო 30, შეხვედრების თემა კი - თვითკონტროლი.

მარტის თვეში წყალტუბოს, სენაკის, ხურჩის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები.
შეხვედრების თემა იყო - ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები, აგრეთვე სხვადასხვა თემა მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით.
მონაწილეებს განემარტა ძალადობის დამახასიათებელი ნიშნები, მისი გამოვლენის ხერხები და საშუალებები და მისგან დაცვის პროცედურები, რაც კანონითაა გათვალიწინებული.
ქალაქ ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ფსიქოლოგიური შეხვედრა, რომელთაც ესწრებოდა 47 ქალი 20-დან 65 წლამდე, მათ შორის 9 - პირველად.