შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო შეხვდა მუნიციპალიტეტის დეპუტატებს და იმ სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული პროექტი „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“.
პედაგოგებმა პროექტი დადებითად შეაფასეს. საუბარი შეეხო მის მნიშვნელობას. იმას, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, მიიღონ არაფორმალური განათლება გენდერისა და ძალადობის საკითხებში და გააქტიურდნენ.
სკოლების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანიის შესახებ, მათ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
ამავე დღეს გაიმართა შეხვედრა იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს 2016 წლის ბიუჯეტში საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული საკითხების ინტეგრირებაზე. აღინიშნა, რომ წინა წელთან შედარებით ამ კუთხით მეტი მზაობაა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.


პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

დასრულდა ფონდი „სოხუმის“ პროექტი ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ (Nesehnuti) მხარდაჭერით.
აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა შემაჯამებელი მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ ააიპ „ქალაქ ქუთისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ წარმომადგენლები, ბაღების ხელმძღვანელები, აღმზრდელები, საკრებულოს დეპუტატები, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.
შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტით შესრულებული აქტივობების შესახებ: ბაღებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები, შეხვედრები პარლამენტის დეპუტატთან - გუბაზ სანიკიძესთან და ქალაქის მერთან - შოთა მურღულიასთან, რადიო და ტელესიუჟეტები. მათ გაიგეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული პოლიტიკის შესახებ. გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით.
შეკრებილების თქმით, ყოველი რეკომენდაცია, რომელსაც გაითვალისწინებენ მომავალი წლის ბიუჯეტში, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე განხილული იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პრობლემები.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ძირითადად, სოციალურ სამსახურში და ასევე გამგეობასა და მერიაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდა. გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე, ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური საკითხები - ამ თემებზე საუბარი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.
- ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უკეთესად, ხელი შევუწყოთ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც იქნება თანასწორობა, არჩევანის უფლება, სადაც არ იქნება ქალზე ძალადობა, - ითქვა შეხვედრაზე.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს გენდერული პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე. მისი თქმით, აუცილებელია ერთობლივი პროექტები, ერთობლივი ღონისძიებები, საგანმანათლებლო მუშაობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია გენდერულ თანასწორობაზე. შეხვედრაზე გამოიკვეთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით

კონკრეტული მაგალითი დაისვა სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე - ახალგაზრდა ქვრივ ქალბატონს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, გაურკვეველი მიზეზებით მოუხსნეს სოციალური დახმარება...
ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან -სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ირმა მურღულია და უფროსი სპეციალისტი ნონა ჟვანია - ერთად.
კლუბის წევრებს ბევრი რამ აინტერესებდათ და შეხვედრაზე მიიღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაცია.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალბატონს, მისი საქმე უახლოეს დღეებში გადაიხედება და მოგვარდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული გენდერული პოლიტიკის გეგმა ქუთაისის მერიას გაეგზავნა განსახილველად. წერილზე მალევე მოხდა რეაგირება. საბჭოს წევრები შეხვდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას და მის მოადგილეს ფიქრია ხაჭაპურიძეს. შეხვედრაზე თითოეული რეკომენდაცია სათითაოდ იქნა განხილული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადეს წარმოდგენილ დოკუმენტს. მათი თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა სამსახურთან, რათა მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული კომპონენტები უფრო მეტად იყოს ასახული.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სწორედ ამ შეხვედრის ანალიზით დაიწყო. სხდომას ესწრებოდა ფიქრია ხაჭაპურიძე, რომელიც საბჭოს წევრი გახდა და გენდერული მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად შეითავსებს.
საბჭოს წევრების აზრით, დაწყებული მუშაობა ეფექტურად უნდა გაგრძელდეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ხშირად ჰყავს სტუმრები, რომლებიც აქტუალურ თემებზე საუბრობენ. ამჯერად სხდომაზე მოიწვიეს ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე მისი მოადგილე ლელა ხურციძე. კლუბზე არაერთხელ დასმულა სოციალურ ქულებთან დაკავშირებული საკითხი. სააგენტოს წარმომადგენლებმა ამომწურავი და ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს შეკრებილებს და უპასუხეს მათ კითხვებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

2 ოქტომბერს სენაკის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა დეპუტატების, საკრებულოს თანამშრომლების და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები, რომლებიც გამოიკვეთა სოციოლოგიური კვლევის შედეგად, აგრეთვე - გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც გენდერულმა საბჭომ შეიმუშავა ამ რეკომენდაციების თანახმად.
აღნიშნული გეგმის აქტიური განხილვა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მზად არიან, იმსჯელონ და მხარი დაუჭირონ საბჭოს ინიციატივებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „დისკუსია ინიციატივებისთვის“, რომელშიც ჩაერთო ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების წევრები. შეხვედრის მიზანი იყო ხელისუფლებისთვის ახალი ინიციატივებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, რომლებსაც 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგვისას გაითვალისწინებენ.
როგორც აღინიშნა, გენდერული ბიუჯეტი არ წარმოადგენს განსხვავებულ ბიუჯეტებს ქალისა და მამაკაცისათვის - ეს არის საბიუჯეტო პროცესში გენდერული ასპექტების გათვალისწინება. მუნიციპალიტეტის გამგეობამ სრულად გაიზიარა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების აუცილებლობა და ამისთვის ფინანსური სახსრებიც გამოყო.
გენდერული საბჭოს მიერ შეხვედრაზე წარდგენილი იქნა სოციოლოგიური კვლევის ანალიზის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები და გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავდა. თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბა. მონაწილეებმა შესწორებები შეიტანეს და საბოლოოდ დაამტკიცეს ქუთაისის გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაციის გეგმა, რომელიც მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა აისახოს. შესწორებების ძირითადი ნაწილი რამდენიმე ინიციატივას და ფინანსურ მხარეს შეეხო.
შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოეწყოს შეხვედრები ვიცე-მერთან და იმ ჯგუფებთან, რომლებიც მერიის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობენ.
საბჭოს შემადგენლობიდან გამოიყო სპეციალური ჯგუფები, რომლებიც შეხვედრა- კონსულტაციებს გააგრძელებენ როგორც საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლებთან, რათა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასახული გენდერული ასპექტები ადგილობრივ ბიუჯეტში გამოჩნდეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
