ტრეინინგ-სემინარები (105)
ტრენინგები (train - სწავლება) - ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი სახეა. კატეგორიაში ასახულია პროექტების ფარგლებში გამართული ტრენინგები, ასევე ტრენინგები ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მონაწილეობით.


18 გოგონა შეიკრიბა ქუთაისში, სასტუმრო „იმერში“დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ხობი, გალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები განმუხური და აბასთუმანი).

19-21 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, სენაკის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის 23 წარმომადგენლის (მათ შორის 15 მამაკაცი) მონაწილეობით.

ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, 15-16 მაისს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის ბათუმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის დიზაინი და მართვა“. ტრენინგი აიგო პრაქტიკულ მუშაობაზე, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა მიერ საკუთარი რეგიონის, თემის დონეზე პრობლემების იდენტიფიცირება და საპროექტო წინადადებების მომზადება.

- ცოცხალი, დინამიური ტრენინგი, თეორიული და პრაქტიკული ნაწილების ეფექტური მონაცვლეობით, - ასე შეაფასეს მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბათუმში, ჩატარებული ტრენინგი.

ქუთაისში, სასტუმრო „რივერსაიდში“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „პროექტების დიზაინი და მართვა“.

„დიზაინი და პროექტის მართვა“ - ასეთი იყო სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს
წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის გამართული ტრენინგის თემა.
მონაწილეები გაეცნენ ფანდრაიზინგის ტექნოლოგიებს, პროექტის საბაზო და მნიშვნელოვან ელემენტებს და დაწერის სტრუქტურას, ლოგიკური მატრიცის გამოყენებას.
ჯგუფური სამუშაოების დროს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ახალი საპროექტო იდეები გაუჩნდათ. მონაწილეები ცდილობდნენ, სწორად ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პროექტების მიზნები, ამოცანები და შედეგები.
მიღებული ცოდნა იმის გარანტია, რომ ისინი დამოუკიდებლად შეიმუშავებენ პროექტებს და შეძლებენ ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
