წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი სოხუმის მორიგ მოკლე ანგარიშს, რომელიც მონიტორინგის საფუძველზე აფასებს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ეფექტიანობას და არსებულ ხარვეზებს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის სირთულეებზე, ფსიქოლოგიური დახმარებისა და მრავალენოვანი სერვისების დეფიციტზე, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების მოვლის სერვისების არარსებობაზე, რაც ხელს უშლის ქალებს ამ დაწესებულებების შესაძლებლობებით სრულად სარგებლობაში. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ…
ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ფონდის „სოხუმის“ ორგანიზებით, თანამედროვე ცეკვების მოცეკვავეთა ჯგუფი „Sea2Sea“ და ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ ქუთაისის დღის ცენტრს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.
„Sea2Sea“ მოცეკვავეებმა ბავშვებს წარუდგინეს თანამედროვე ცეკვების მოკლე შოუ, ჩაუტარეს მასტერკლასი და ასე მიულოცეს დღესასწაული.