„გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი ეს ციფრული ინფორმაციული ბანერი სახელწოდებით „გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ეხება გენდერული ძალადობის შესახებ გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს და მითებს მიღმა არსებულ რეალობას. მასში მოცემულია შეხედულებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ცირკულირებს საზოგადოებაში და ქმნის მავნე და მცდარ წარმოდგენებს, რომ ძალადობაგამოვლილი ქალები ხშირად…
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.
სპორტის სასახლეში ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. გოგონათა შორის გამარჯვება ნოსირის გუნდმა მოიპოვა, ვაჟთა გუნდებს შორის კი მესამე საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალში გასულ გუნდებს ფონდი „სოხუმის“ სიგელები გადაეცა.