ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ მონიტორინგის ანგარიშს - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“. ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და ადგილებზე მოქმედი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი. დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ…
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ორგანიზაციული საკითხები, დებულებაში შესატანი ცვლილებები. ძირითადი დრო კი დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები იმ ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა მათ მიერ ჩატარებული კვლევის დროს. გამომდინარე იქედან, რომ წინა კვლევა ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში და მიმდინარე კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ ჰქონდათ პარალელების გავლების საშუალება. აქცენტი გაკეთდა ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალ დონეზე.
მომდევნო სხდომაზე შემუშავდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წარსადგენად.