
სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“, „ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია“ - ასეთი მესიჯები გააჟღერეს ფონდი „სოხუმის“ აქტივისტებმა კონფლიქტისპირა სოფლებთან (ხურჩა და ნაბაკევი - ზუგდიდისა და გალის მუნიციპალიტეტები) გამართულ აქციაში. გენდერული კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) გამართულ ონლაინ შეხვედრაზე და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.


ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მცირე პროექტის აქტივობები 16-დღიან კამპანიას მიუძღვნა. ჩატარდა აქცია, იურისტისა და ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციები, ტრენინგი საბავშვო ბაღების მშობლებთან და აღმზრდელებთან ოჯახში ძალადობისა და რეფერირების საკითხებზე. ამას გარდა, დარიგდა ფლაერები, სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადაეცა პირბადეები, გაიმართა მოეწყო ქუჩის გამოკითხვა: როგორ ესმით მოქალაქეებს ძალადობა. ღონისიძებებში აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი. კამპანიის შესახებ აღინიშნა ტელეკომპანია „აჭარის“ სიუჟეტში.

