საინფორმაციო ბიულეტენი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 08.09.2010, 10:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საინფორმაციო ბიულეტენი

ასე ილუსტრირებული ჯერ არ ყოფილა ჟურნალი „ქალთა ხმა". ეს გასაგებიცაა, მასში არის წერილები ახალგაზრდების შეხვედრაზე ლიდერ ქალებთან - რა თქმა უნდა, შესაბამისი ფოტოილუსტრაციით.

აქ არის ლიდერ გოგონათა სკოლის 12 მონაწილის პორტრეტიც და კიდევ მრავალი სხვა რამ, რასაც ფოტოებიც ახლავს: შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბში „აფხაზეთი - მინდა ყველაფერი ვიცოდე", ტრენინგი ახალციხეში, ტრენინგი ბათუმში, ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა კუნძულ ბიუკადაზე, 100 ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი ქალის შეხვედრა მონტენეგროში...

ასე, რომ მკითხველს მრავალი საინტერესო ინფორმაცია ელოდება ჟურნალის ახალი ნომრიდან...
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
 
Download file
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 65 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.07.2010 | კომენტარი (0)

"ამ ნო­მერ­ში მო­გითხრობთ ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებზე, რომე­ლიც 30 მა­ისს ჩა­ტარ­და.

გი­ამბობთ შე­დე­გებზე,

გენ­დე­რულ ას­პექ­ტებზე,

ზო­გი­ერთ დე­პუ­ტატ­ზე

აგ­რეთ­ვე ფონ­დი „სოხუმის" მი­ერ გა­წე­ულ წინასაარ­ჩევ­ნო მუ­შაობაზე"

მკითხველებისადმი ამ მიმართვით იწყება ჟურნალის ახალი, მესამე ნომერი. და მის 24 გვერდზე საუბარია ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობაზე არჩევნებში ქალთა მეტი მონაწილეობის მიზნით, სოციოლოგიურ გამოკვლევებზე, მასშტაბურ აქციაზე სლოგანით „თანასწორობა - ქვეყნის სიძლიერე!"

დე­პუ­ტატ­თა­გან ოთხი ქალბატო­ნი - ნა­ზიბრო­ლა ქობულაძე, ირი­ნა საჯაია, მა­ნა­ნა შუ­ლა­ია და და­რეჯან ცხვი­ტა­რია ფონდი „სოხუმის" კლუბების აქ­ტი­უ­რი წევ­რები არიან. ჟურნალი მათ პორტრეტებსაც  სთავაზობს მკითხველებს.

ჟურნალი უ­ლო­ცავს ყვე­ლა ქალს, რო­მელ­მაც უთა­ნას­წო­რო ბრძოლა­ში მო­ი­პო­ვა გა­მარჯვება. თუმ­ცა იმასაც აღნიშნავს, რომ ვერც ამ არ­ჩევ­ნებმა შეც­ვა­ლა გენ­დე­რუ­ლი სუ­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში.
 

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 39 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2010 | კომენტარი (0)

ჟურნალ „ქალთა ხმის"  ახალი ნომერი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ფონდი „სოხუმის" მუშაობა ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით.

შეხვედრები ფსიქოლოგთან, შეხვედრები ექიმ-გინეკოლოგებთან, ფორუმ-თეატრის მოგზაურობა, რადიოგადაცემა, დებატები მიგრაციის თემაზე, ვორკშოპები გოგონებთან გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის თემაზე, ტრენინგი თემაზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია", მრგვალი მაგიდა ნარკომანიის თემაზე, იურისტის გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებთან, ახალი ბროშურის გამოცემა „ოჯახში ძალადობის პრევენცია", საინტერესო ისტორიები და ჩანახატები ქალების შესახებ...

ყოველივე ეს ასახულია ჟურნალის ახალ ნომერში.

მასალების მიხედვით განსაკუთრებით თვალშისაცემია ფონდი „სოხუმის" საქმიანობის მასშტაბი - ქუთაისი, ხონი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, წყალტუბო და აფხაზეთის საზღვართან მდებარე, ზუგდიდის რაიონის სოფელი  ხურჩა, სადაც ახლახან გაიხსნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრი...

მკითხველი, რომელიც ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ჟურნალის გამოსვლას, კვლავაც ინტერესით გაეცნობა „ქალთა ხმის" მესამე ნომერს.

 Download>>>

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 57 | დაამატა: admin | თარიღი: 17.06.2010 | კომენტარი (0)

„ქალთა ხმის" ახალი ნომერი ასახავს იმ დიდ მუშაობას, რომელიც მიმდინარეობს ქალთა განვითარების მიზნით მთელს დასავლეთ საქართველოში.

ჟურნალში წარმოდგენილია საინტერესო მასალები: ფორუმი ქალთა სოლიდარობის თემაზე, ტრენინგი ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის ოჯახში ძალადობის თემაზე, მუშაობა ახალგაზრდებთან, შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ფსიქოლოგის საქმიანობის ერთ-ერთი მეთოდი - არტთერაპია, საზოგადოებრივი დებატები, რადიომონოლოგი...

როგორც ყოველთვის, მკითხველი ახლაც ინტერესით გაეცნობა ფონდი „სოხუმის" პეიროდულ გამოცემას.
 
            Download_RUS>>>
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 84 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010 | კომენტარი (0)

სამ თვეში ერთხელ გამოვა „ქალთა ხმა" საერთო რუბრიკით „ქალი და მშვიდობა".

სამშვიდობო მიმართულების ჟურნალი ყველაზე ძველია ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო გამოცემებში.

აპრილში გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი. მასში აისახა ბოლო ოთხ თვეში ჩატარებული მუშაობა.

ამჟამად განსაკუთრებული აქცენტი სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდებზე კეთდება და ეს კარგად ჩანს ჟურნალის ფურცლებზე.

მკითხველი კვლავაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებს, გაეცნობა ფონდი „სოხუმის" ახალ გამოცემებს „მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი" და „მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში".

იმედია, ყველა თაობის მკითხველი თავისთვის საინტერესოს იპოვის „ქალთა ხმაში".

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
 
 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 83 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010 | კომენტარი (0)

ჟურნალის მეორე ნომრის გამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ამიტომაც განსაკუთრებულ შინაარსს იძენს ამ საინფორმაციო გამოცემის მთავარი მიზანი -  ქალთა პოლიტიკური აქტივობის პროპაგანდა.

ჟურნალში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც საინტერესო თემებზე მოუთხრობს მკითხველს - გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები; ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობა; ლიდერი ქალების პორტრეტები; გენდერული საკითხი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაში; ქალთა ელექტორატის ხედვა თანასწორობათან დაკავშირებით.

ჟურნალის ქართულ ვერსიას გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა  კლუბებისა და პოლიტიკური პარტიების წევრები, ხოლო რუსული ვერსია ელექტრონული სახით გაიგზავნა ყველა ქსელში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 76 | დაამატა: admin | თარიღი: 20.03.2010 | კომენტარი (0)

 

თექვსმეტ გვერდზე  ბევრ რამეს გაეცნობა მკითხველი: ბათუმელ ქალთა შეხედულება ძალადობის პრობლემაზე, ხობში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეთა დამოკიდებულება თანასწორობისადმი... დაფიქრდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმაზეც, რატომ გარბის სახლიდან 12 წლის ბიჭუნა. გაიგებს, რომ ზოგჯერ ფსიქოლოგსაც სჭირდება ფსიქორეაბილიტაცია.

საზოგადოებასთან მუშაობა, ქალები ჩვენს გვერდით, ინტერვიუ ფსიქოლოგთან, სარედაქციო ფოსტა - ამ ძირითად რუბრიკებზეა აგებული ჟურნალ "ქალთა ხმის"  ახალი, 2010 წლის პირველი ნომერი.

ჟურნალი, წელსაც კვლავინდებურად ორ თვეში ერთხელ გამოვა. ქართული ვერსია - ნაბეჭდი სახით, რუსული კი - ელექტრონული ვერსიით გავრცელდება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 339 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010 | კომენტარი (0)

2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0