26 აგვისტოს "ძველი ქალაქის” ეთერითმორიგი რადიომონოლოგები გავიდა.
ტელეჟურნალისტის მიერ შეკრებილი ქალების ანონიმური ისტორიები კიდევ ერთხელ გვახედებენ ოჯახური ისტორიების რთულ ლაბირინთებში და გვაჩვენებენ,რამდენად ფაქიზი და მოსაფრთხილებელია ადამიანური ურთიერთობები.
"არიან დედები, რომლებიც მესაკუთრეები არიან და მხოლოდ შვილების მიმართ გასცემენ სითბოს”.
... ვერ აიტანა, რომ შვილის მხრიდან ყურადღება მოაკლდა, მე დამადანაშაულა ამაში.
...ცალკე ცხოვრებამაც არ გვიშველა, იქაც მოგვწვდა. ვერ ვამხელ, რომ შვილი მეუღლის მიზეზით არ გვყავს, დედამთილი კი ამის გამო მაწიოკებს.
ნელნელა ბზარი ეპარება ჩვენს ურთიერთობებს”.
მეორე მონოლოგიც ტკივილიან ისტორიას მოგვითხრობს : "ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მომიტაცა. ძალადობით შემნილი ოჯახის პირობაზე არ ვიყავი ცუდი მეუღლე, ცუდიდედა, ცუდი რძალი. ოჯახი რომ შემენარჩუნებინა, მეორე შვილიც გავაჩინე. ჩემი ოჯახის სიმტკიცეს ჭორმა მოუღო ბოლო, რომელმაც წელში გამტეხა.
...რომ ვყვარებოდი, ამ ტკივილისთვის არ გამიმეტებდა!..”
გადაცემის მსვლელობისას ფონდის მიერ მომზადებული სოციალური რგოლი ჟღერდა.
22 ივლისს, რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით (FM-107.9 დიაპაზონი) ფონდი "სოხუმის" მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა თემით - ქართულ-აფხაზური დიალოგი - საზოგადოების დამოკიდებულება საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ.
გადაცემაში უარყოფითად იქნა შეფასებული ქართულ-აფხაზური დიალოგის შეწყვეტა, რესპონდენტთა აზრით, დიალოგი არის უმთავრესი ბერკეტი კონფლიქტურ მხარეებს შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ნდობის აღსადგენად.
გადაცემაში აღინიშნა, რომ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა იძლევა ახალ და რეალურ შესაძლებლობებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხრივ.
- თუ მთელი ძალისხმევით წარიმართება მუშაობა სტრატეგიის განხორციელებაზე და აფხაზებს აღვიქვამთ როგორც ჩვენს ხალხს, რომელსაც უნდა დავეხმაროთ, გამოსავალი იპოვონ შექმნილი მდგომარეობიდან, მაშინ ჩვენი სამშვიდობო კურსი გაიმარჯვებს, - აღნიშნა ექსპერტმა ალუ გამახარიამ.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
რადიო "ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში მორიგი რადიოგადაცემა გავიდა.
დიალოგი სტუდიაში ფონდი "სოხუმის” ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით ჩატარდა, რომელთაც ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე, ექსპერტთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე: თანამშრომლობაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ბენეფიციარებთან ჩატარებულ კვლევებზე, მოზარდებთან ჩატარებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, ძალადობის მსხვერპლთათვის ფსიქოლოგიურ და იურიდიულკონსულტაციებზე.
რამდენად არის ინფორმირებული საზოგადოება ოჯახში ძალადობის პრობლემის ირგვლივ, არის თუ არა ეფექტური კანონის მექანიზმები და როგორ ხდება მათი გამოყენება, რა ცვლილებები შევიდა კანონში და როგორ უნდა ვისარგებლოთ მისი მექანიზმებით - ამ საკითხებზე ფონდის ექსპერტებმა მსმენელებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
გადაცემის განმავლობაში მსმენელებსსაშუალება ჰქონდათ, პირდაპირ ეთერში დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ საჭირო ინფორმაცია. გაჟღერდა ფონდის ცხელი ხაზის ნომერი, რომლით სარგებლობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
რადიო "ძველი ქალაქის”ეთერით მორიგი რადიოგადაცემა გავიდა ციკლიდან "ქალი და რაძალადობრივი საზოგადოება”.
გადაცემის თემა იყო გენდერი და ოჯახური ძალადობა და, ძირითადად, საზოგადოებაში ფონდის მუშაობის შედეგად გამოვლენილ მდგომარეობას ასახავდა.
ვორკშოპები ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, რომელიც ფონდის ეგიდით ჩატარდა, მისი ორგანიზატორების აზრით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს თემები მედიისათვის არც ისე პოპულარულია. კონკურსიც ასევე დიდი სტიმული იყო მათთვის ".
სენაკში გამართულ მრგვალ მაგიდაზერეგიონისთვის სპეციფიური არაერთი თემა გამოიკვეთა. რესპონდენტებმამათ შორის გამოყვეს საკითხები, რომელიც ქალის დაბალ უფლებრივმდგომარეობას განაპირობებს ოჯახში. "ქალი არ ფლობს კერძო საკუთრებას, მაგ. მშობლები მაშინაც კი, როცა ოჯახს საამისო საშუალება აქვს, არ ზრუნავენ ამაზე”.
გადაცემამ ვრცლად ასახა ფონდში გამართული მრგვალი მაგიდა, სადაც გამოიკვეთა ინტერესი ოჯახში ძალადობის მარეგულირებელი კანონის მექანიზმებისადმი. ინტერვიუებში საუბარი იყო კანონის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ხარვეზებზე, რომლებიც უშლის ხელს კანონის ეფექტურ ამოქმედებას.
ძველი ქალაქის ეთერით გასული მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან " ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” ქუთაისში ფონდი "სოხუმის” მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგის შესახებ ინფორმაციით იწყება.
"ჩვენ, საერთოდ, ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენს კონფლიქტებზე და იშვიათად განვიხილავთ მათ კავკასიურ კონტექსტში. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს, იმუშაონ საერთოკავკასიურ ფორმატში. მოხარული ვართ, რომ ეს მოვახერხეთ. ახალგაზრდებმა გამოხატეს თავისი ხედვა უამრავ საკითხზე, გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები. ვფიქრობ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა ”. -ალლა გამახარია, ფონდი "სოხუმის” თავმჯდომარე.
ინტერვიუ ტრენინგის მონაწილეებთან ცხადყოფსმათ დაინტერესებას ტრენინგის თემატიკისადმი. "ვისაუბრეთ ჩვენს კონფლიქტებზე, ანალიზის მეთოდებზე. ყველაფერი ეს საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ კონფლიქტების მოგვარებაზე”.
"ასეთ ტრენინგებს უზარმაზარი დატვირთვა აქვს, ინფორმაციულადაც, შემეცნების კუთხითაც, გამოცდილების მიღების თვალსაზრისითაც. ძალიან გვიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა”.
ტრენინგის მონაწილეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "ფორუმ თეატრის” წარმოდგენამ. როგორც მათ აღნიშნეს, ოჯახი პატარა სახელმწიფოა დ თუ იქ არა არის მშვიდობა, სახელმწიფოსაც უჭირს და პირიქით - სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია გავლენას ახდენს ოჯახზე...
რაში მდგომარეობს ომის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებისა და უსაფრთხოების გარანტიების არსი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში, რა მიზნების მიღწევას ცდილობენ მხარეები, რა რისკებს მოიცავს საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების არსებობა ან არარსებობა, რა მეთოდით უნდა მოხდეს მისი დაცვა - ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა ფონდი "სოხუმის" რადიოგადაცემა, რომელიც 26 აპრილს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით გავიდა.
გადაცემაში აისახა პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი, სოფელიხურჩა - ზუგდიდის რაიონი) საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები და დაფიქსირდა მონაწილეთა პოზიციები.
როგორც გადაცემის რესპონდენტები აღნიშნავენ, აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნებოდა აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, მაგრამ მონაწილეები ერთგვაროვნად დადებით შეფასებას აძლევდნენ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაში საუბარია ომის განუახლებლობაზე და კონფლიქტების დარეგულირებაზე.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
გადაცემათა ციკლის მორიგი გამოშვება ამჯერად იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ოჯახში ძალადობრივი გარემოსათვის ხელსაყრელ ფონს ქმნის. ამ თემასცოტა ხნის წინათ ფონდი "სოხუმის” ეგიდით გამართული"მრგვალი მაგიდაც” გამოეხმაურა.
რა გავლენას ახდენს დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე ოჯახურ კლიმატზე და როგორ ჩანს ამ პრობლემის ჭრილში ოჯახში ძალადობის საკითხი...როგორია არსებული სტატისტიკა და რა კუთხით უნდა წარიმართოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სპეციალისტების, მედიის, არასამთავრობო სექტორის, თვითონ საზოგადოების ძალისხმევა...
"სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა ნარკომანია, ლუდომანია, ალკოჰოლიზმი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული ცვლილებებია გასატარებელი სოციალურ პოლიტიკაში, საზოგადოების ცნობიერებაში”. "სამართალდამცავებს ხშირადა აქვთ შემთხვევა, როდესაცმსგავსი დამოკიდებულების მქონე პირის მშობელი მიმართავს თხოვნით, დააკავონ მისი შვილი, რადგანაც გაუსაძლისია იმ ძალადობის ატანა, რასაც ისინი მიმართავენ”.
– ჟურნალისტთან საკითხის ირგვლივ საკუთარ პოზიციას ექსპერტები, ”მრგვალი მაგიდის” მონაწილეები, ფსიქოლოგები გამოხატავენ.
გადაცემაში ასევე გაჟღერდა ინფორმაცია ფონდი "სოხუმის” მიერ ფოთში გახსნილი კიდევ ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის შესახებ, სადაც უკვე ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები, პერიოდულად ხორციელდება ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები.
ანონიმური რადიომონოლოგების ციკლი რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი მძიმე ისტორიებით გაგრძელდა.
I მონოლოგი დილემის წინაშე აღმოჩენილიქალის ამბავს გვიყვება:
...მისი გადაწყვეტილება, გაეჩინა შვილი, მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზი გახდა. შვიდი წელი მის შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ კი ქმარი გამოჩნდა და შერიგება სთხოვა. მარტოობით დაღლილიქალი უარზე არ არის, მაგრამ ბავშვს გაგონებაც კი არ უნდა მამის სახელისა...
I Iმონოლოგი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომოჯახში, რომელიც ქალის სურვილის გარეშე იქმნება, ჰარმონია არასოდეს დაისადგურებს.
...მთელი ცხოვრება გაყვა ის ტრავმა.უსასოობის, დამცირების, შეურაცხყოფის შეგრძნება. მის ფსიქიკას საშინელი დაღი დაასვა ეგრეთ წოდებული"მეუღლის” გაუგონარმა თავხედობამაც, მშობლების უსულგულობამაც, რომელთაც გული ვერ გაულღო მისმა ცრემლებმა და მუდარამ - ‘’აქ ნუ დამტოვებთ!” სული გაუცივდა!
ფონდის სოციალური კლიპები კიდევ ერთხელ ახსენებენ მაყურებელს ოჯახში ძალადობის პრობლემის სიმწვავეს...
მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან "ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” რადიო "ძველი ქალაქის” მსმენელს სპეციალისტების,უბრალო ადამიანების,თვითონ ძალადობის მსხვერპლი ქალების მოსაზრებას სთავაზობს ოჯახში ძალადობის საზოგადოებისათვის მეტად მტკივნეულ თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
...ფონდი "სოხუმის” ფსიქოლოგი ფსიქო-რეაბილიტაცის პროგრამაზე საუბრობს, რომლის ფარგლებში არაერთი ქალის პრობლემა ხდება საცნაური. მისასალმებელია, რომ ფსიქოლოგის ინსტიტუტი თანდათან მკვიდრდება.
...იურიდიული კონსულტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება, რომელთა მეტი წილი 2010 წლის აპრილიდან შედის ძალაში.
...რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემა პირდაპირ უკავშირდება ქალის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის საკითხს, - ასე თვლიანსპეციალისტები, რომლებიც ფონდის თაოსნობით არიან ჩართულიპროგრამაში.
...ფორუმ თეატრი საუკეთესოდ ასრულებს თავის მისიას: წარმოდგენის შემდეგაც არ წყდება დისკუსიები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამ პროცესში კი ერთნაირად აქტიურად ერთვება ახალგაზრდობა, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები. მთავარი აქცენტი, ინტერვიუერთა მოსაზრებით,ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ოჯახის თითოეული წევრის პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, გვერდით მდგომის თანაგრძნობასა და მისი მისწრაფებებისპატივისცემაზე უნდა გაკეთდეს.
რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. მსმენელი ქალების მორიგი ცხოვრებისეული დრამის მოწმე ხდება:
... თურმე შეიძლება ტკივილი ძალიან ახლობელმა ადამიანმა მოგაყენოს...
ოჯახური ძალადობა სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში - ის ადამიანის ფუნდამენტალურ ღირებულებებს აუფასურებს, მოუშუშებელ ტკივილს აყენებს მას. სოციალური დეზორიენტაციის შედეგები კი უმძიმესია პიროვნებისთვის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის.
მონოლოგებისთვის ერთგვარი ფონია ფონდი "სოხუმის” აუდიორგოლები, რომლებიც პერიოდულად ჟღერენ დამიზნად ისახავენ, მსმენელმაძალადობის პრობლემის მთელი საფრთხე გააცნობიეროს.