2-ივლისი ქალაქ ქუთაისის ცენტრალური სკვერი.ზაფხულის მწველი მზე და სიცხისაგან შეწუხებული მოქალაქეები, რომლებიც მზეს ემალებოდნენ... მათთვის მოულოდნელად სკვერის შუაგულში გამოჩნდნენ ფორუმ-თეატრის მონაწილეები და ჩვეული ორგანიზებულობით დაიწყეს თავიანთი რეკვიზიტების დალაგება, სკვერის შუაგული სცენად გადაიქცა. აქა იქ გაისმა საყვირების ხმაც, რომელიც ჩრდილში მოკალათებულ მოქალაქეებს ფონდი "სოხუმის” ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმოდგენაზე დასასწრებად მოუწოდებდა.
პირველი სცენა და პირველი აქტიური მაყურებელიც გამოჩნდა:
(ძალადობა ოჯახში) ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ ოჯახის დანარჩენი წევრები ყველაფერი ცოლ ქმარს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს.
- ცოლი და ქმარი ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდეს.
აქტუალური აღმოჩნდა დამსწრე ახალგაზრდებისათვის სკოლაში განხორციელებული ძალადობის სცენა.
- გოგონამ უნდა შეძლოს თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა.
- პედაგოგმა და სკოლის დირექციამ ფაქტზეუნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება.
28-ივლისი. ფორუმ-თეატრი კიკვიძის სახელობის სკვერში გამოჩნდა. წარწერებიანი დაფები: " ძალადობა ბოროტებაა”,"სდექ, ძალადობაა!”, "ნუ იქნები გულგრილი” და ა.შ.
მაყურებელიწარმოდგენას დიდი ინტერესით და ყურადღრებით ადევნებს თვალს:
(ძალადობა ოჯახში და - ძმას შორის) - და აუცილებლად დათმობაზე უნდა წავიდეს და დიალოგით შეძლოს ძმის ძალადობის თავიდან აცილება.
მაყურებელმა ამ დღეს ახალი სცენაც იხილა ძალადობა ქუჩაში.
ივლისის თვე დასრულდა ფორუმ-თეატრი მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.
ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი აგრძელებს მუშაობას. ივნისში ორი შეხვედრა გაიმართა. ერთი ქუთაისში, კერძო სკოლაში „გომი" და მეორე წყალტუბოს ცენტრალურ პარკში.
მაყურებლებმა თავიდანვე აუღეს ალღო ფორუმ-თეატრის სპეციფიკასდა თითოეული სცენარის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.
მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ. ძალადობის პრევენციისაკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარებისათვის.
წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მაყურებელი. ფორუმ-თეატრის მიზანიც ეს არის: საზოგადოების გააქტიურება ძალადობისპრობლემის მიმართ.
ლანჩხუთის თვითმმართველობის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით პარკში მრავალფეროვანი აუდიტორია იკრიბება: საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ცნობისმოყვარე გამვლელები...
- როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, ვის ხელშია პრობლემის მოგვარების გასაღები, როგორ, რა მეთოდებით დავეხმაროთ მსხვერპლს? -პრობლემის განხილვაში მაყურებლები აქტიურად ერთვებიან და განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ:
- თავშესაფარი უნდა არსებობდეს, მსხვერპლს მხოლოდ აქ შეუძლია, თავი დაცულად იგრძნოს.
- ძალადობის პრობლემის მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს საზოგადოება, მოძალადეს არავის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს!
- არასოდეს არ უნდა ვთქვათ, "ეს ჩემი საქმე არ არის, ეს მე არ მეხება”. არავინ იცის, მსხვერპლს ამ დროს თანადგომა როგორ სჭირდება.
წარმოდგენა მთავრდება.ფიქრი, მსჯელობა ძალადობის პრობლემის გარშემო არ წყდება, ის უკვე ცალკეულ ადამიანებს შორის, ადამიანთა ჯგუფებში გაგრძელდება.
იმავედღესვე წარმოდგენაოზურგეთისმე-3 სკოლაშიიმართება. მოსწავლეები და პედაგოგები ფორუმ-თეატრის სპეციფიკას კარგად ითავისებენ. მსახიობებს როლებს უცვლიან და თითოეულ წარმოდგენას პოზიტიურ დასასრულს აძლევენ... აქაც გრძელდება მსჯელობა, როგორ ვებრძოლოთ ძალადობას, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი...
დღის ბოლოს მიკროავტობუსი გეზს ქუთაისისკენ იღებს. ფორუმ-თეატრის მსახიობებიმომდევნო შეხვედრის სურვილით ემშვიდობებიან გურიას.
როგორც ყოველთვის, ლექციის შემდეგ სტუდენტები უკვე სახლში წასვლას აპირებდნენ. ამ დროს, უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა და... შეჩერდნენ.
რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი წარმოდგენას მართავდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
წარმოდგენა დაიწყო.მაყურებელთა რიცხვი თანდათან გაიზარდა. მონაწილეებმა თავიდანვე აუღეს ალღო ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და თითოეული სცენარის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.
- ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიოს მესამე პირი, წარმოდგენილ სცენარში დედამთილი და მული ნეგატიურ როლს თამაშობენ და ხელს უწყობენ ოჯახური კონფლიქტების განვითარებას.
„უფრო თამამებმა" მსახიობის როლიც მოირგეს და თითოეულ სცენარს პოზიტიური გაგრძელება მისცეს.
მსგავსი წარმოდგენა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, World Vision-ის ოფისშიცგამართა მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.
წარმოდგენილისცენარების განხილვაში მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ.
მარტის თვეში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა მოაწყო ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში და ქუთაისის „ბავშვთა სოფელში", სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ.
მოზარდები განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდნენ ძალადობის სცენების შემდეგ გამოსავალსაც თვითონ პოულობდნენ. მაგალითად, ვაცნობოთ პედაგოგს, რათა მან მიმართოს საჭირო ზომებს; მოზარდებს შორის გაიმართოს დიალოგი და მოვუწოდოთ მოძალადეს, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია;
წარმოდგენის დასასრულს სკოლების ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს ფონდი „სოხუმის" მისამართით, რადგანმოზარდებს საშუალება მიეცათ ღრმად ჩაუფიქრდნენ ძალადობის თემას და გამოსავალზეც იფიქრონ.
ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრი თებერვლის თვიდან განახლებული სცენებით იწყებს მოგზაურობას: ოჯახში, და-ძმას შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც ჩაცმასა და მაკიაჟს ეხება; ძალადობა სკოლაში, როცა ერთ-ერთ მოსწავლეს აიძულებენ სიგარეტი მოსწიოს. ფსიქოლოგიური ზეწოლა სათვალეებიან გოგონაზე, რომელსაც თანაკლასელები აბუჩად იგდებენ.
გაახლებული სცენარით წარმოდგენა ჩატარდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში და ხობის №1 საჯარო სკოლაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მონაწილეები. მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.