პუბლიკლაციები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 08.09.2010, 10:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » პუბლიკლაციები

ფონდმა „სოხუმმა" გამოსცა წიგნი „გენდერი და პოლიტიკური პარტი­ები". მისი ავტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამა­ხარია მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და აჯამებს ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვა მიზ­ნად ისახავს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების ში­და სტრუქ­ტუ­რების გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მების შეს­წავ­ლას და გენ­დე­რუ­ლი კომ­პო­ნენ­ტების ანა­ლიზს მათ პო­ლი­ტი­კურ პროგ­რა­მებში. აგ­რეთ­ვე, პარ­ტიების­ მი­მართ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დებების შე­მუ­შა­ვებას, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნებაც ხელს შე­უწ­ყობს გენ­დე­რუ­ლი ბალან­სის მიღ­წე­ვას და გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მების ეფექ­ტურ და­ნერ­გვას პროგ­რა­მულ დო­კუ­მენ­ტებსა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების საქმიანობაში.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
 

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 39 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2010 | კომენტარი (0)

 

კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, კანონის მიზანი, ძალადობის სახეები, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი,  ძალადობის მსხვერპლის დროებითი საცხოვრებელი, მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები - ამ და სხვა საკითხებზე იძლევა პასუხებს ფონდი „სოხუმის" იურისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ბროშურა „ოჯახში ძალადობის პრევენცია".

ეს ბროშურის მეორე, შევსებული გამოცემაა, რომელიც უფასოდ დაურიგდება ახალგაზრდებს.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 231 | დაამატა: admin | თარიღი: 11.05.2010 | კომენტარი (0)

 

ეს არის საოცარი წიგნი ომსა და მშვიდობაზე, მტრობასა და სიყვარულზე, ქალებზე, ბავშვებზე, სიცოცხლეზე, იმედზე...

წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი, რომელიც ფონდ „სოხუმში" ითარგმნა ქართულ ენაზე!

 

ელვირა გორიუხინა - პროფესორი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ეთნოკონფლიქტოლოგი, ჟურნალისტი...

ელვირა გორიუხინა - მასწავლებელი ნოვოსიბირსკიდან - ასე გვეცნაურება თავად.

საოცარი ქალბატონი, რომელიც ათი უსაშველოდ გრძელი წელიწადი დადიოდა ომის ბილიკებზე აფხაზეთში, ყარაბაღში, სუმგაითში, ცხინვალში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში...

დადიოდა და ომის საშინელებას უადვილებდა ადამიანებს, რადგან მიაჩნია, რომ „უბედურება მარტოობაში ორმაგდება".

დადიოდა, რომ გადაერჩინა სიკეთის მარცვალი, ეთხოვა პატიება, ეჩუქებინა სიყვარული და იმედი...

„მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში" - ასეთი მოკრძალებული სათაური აქვს წიგნს.

ეს - უდიდესი ჰუმანისტი ქალის პოეტური აღსარებაა. უდიდესი მშვიდობისმყოფელი ქალის პროტესტია ყოველგვარი ომის წინააღმდეგ.

წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რატომ არ შეიძლება ომი!

 
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 322 | დაამატა: admin | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (16)

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 63 | დაამატა: admin | თარიღი: 03.04.2010 | კომენტარი (0)

 

„ეს არ არის მხატვრული ჟანრის წიგნი, არც სახელმძღვანელოა, არც საინფორმაციო გამოცემა,

თუმცა ამ ხასიათის წიგნების ელემენეტებსაც იპოვის მასში მკითხველი, ეს ოციოდე ქალის საუბარია, მათ მიერ განცდილი ომი და მშვიდობაა, მათი რწმენისა და იმედის გამოხატულებაა. ყველაზე მთავარი, რაც სტრიქონებს შორის იკითხება, არის ქალის მშვიდობისმოსურნეობის საოცარი ძალა, რომელიც ყოველთვის მეტია, ვიდრე მტრობა, სიძულვილი და ყოველთვის სიკეთისაკენ, სიყვარულისაკენ და სიცოცხლის მარადიულობისაკენ არის მიმართული"...

 

ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული წიგნს „მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი".

ფონდი „სოხუმის" ეს ახალი გამოცემა დაიბეჭდა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელ ქალთა კონფერენციის მასალების მიხედვით (ქართულ და რუსულ ენებზე).

წიგნი სტენოგრაფიულ ჩანაწერებზეა აგებული და სრულად გამოხატავს კონფერენციის მონაწილე ქალების ხედვას. იგრძნობა მათი განსაკუთრებული სამშვიდობო განწყობა, მათი ოპტიმიზმი და მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთონ მშვიდობისათვის. ეს აისახა კიდეც მშვიდობისმყოფელ ქალთა მომავალი საქმიანობის გეგმაში.

რაც მთავარია, წიგნიდან ჩანს, რომ თბილისის კონფერენცია დიალოგის დასაწყისია მხოლოდ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 143 | დაამატა: admin | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

 
 

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 44 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 55 | დაამატა: admin | თარიღი: 17.01.2010 | კომენტარი (0)

 
 
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 50 | დაამატა: admin | თარიღი: 14.01.2010 | კომენტარი (0)

 
 

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 42 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010 | კომენტარი (0)

საქართველოსადააზერბაიჯანისდევნილიქალებისწვლილისამშვიდობოსაქმეში"- ასეთისახელწოდებითგამოვიდაორიქალთაორგანიზაციის, კულტურულ-ჰუმანიტარულიფონდისოხუმისა"(საქართველო, ქუთაისი) დასაზოგადოებრივიგაერთიანებაქალთასოლიდარობის" (აზერბაიჯანი, ბაქო) ერთობლივიგამოცემა. ბროშურაგამოიცაფონდისოროსის" მხარდაჭერითპროგრამისფარგლებშიაღმოსავლეთიაღმოსავლეთი".

 ბროშურისპრეზენტაციითდასრულდაპროექტიგამოცდილებისგაზიარებამშვიდობისმყოფელობისადასახალხოდიპლომატიაშიაფხაზეთიდანდაყარაბახიდანდევნილიქალებისჩართვით". 

გამოცემაშიმოცემულიაინფორმაციაორიარასამთავრობოორგანიზაციისშესახებ, აგრეთვესაუბარიაერთობლივადჩატარებულტრენინგებზე, შეხვედრებზე, მრგვალმაგიდებზე, რომელიცქუთაისში, წყალტუბოში, ბაქოსადაგანჯაშიჩატარდა

ჩატარებულიშეხვედრებიდატრენინგები, იმარასამთავრობოორგანიზაციებისქალთაურთიერთობა, რომლებიცწლებისმანძილზემუშაობენკონფლიქტისმშვიდობიანიმოგვარებისათვისდამასშიგენდერულიკომპონენტებისშეტანისათვის, მეტადმნიშვნელოვანიადაუფრომეტმოტივაციასაძლევსქალებსამპროცესშიჩართვისათვის

 
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 34 | დაამატა: admin | თარიღი: 10.01.2010 | კომენტარი (0)

 

ქალთა ლიდერობის ფენომენი" - ასე ჰქვია ფონდისოხუმის" გამოცემულ სახელმძღვანელოს, ავტორი-შემდგენელი - დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამახარია. სახელმძღვანელო შედგება 11 თავისაგან. ახსნილია ცნებალიდერის" არსი, მოთხრობილია ლიდერობის ფენომენისა და სტილის ძირითად მიდგომებზე, კონცეფციებზე. ნაჩვენებია ლიდერული თვისებების განვითარების გზა - საწყისი საფეხურის თორმეტი სავარჯიშო და ლიდერობის 21 აუცილებელი პირობა. ძალზე მნიშვნელოვანია ლიდერობის გენდერული თავისებურებები, განსხვავება მამაკაცი ლიდერებისა და ქალი ლიდერების მიდგომებში, ლიდერი ქალის პლიუსები და მინუსები, მოცემულია სასარგებლო რჩევები ლიდერი ქალის პროფესიული იმიჯის შექნის თაობაზე, ფსიქოლოგიური ტესტები. „ქალის ლიდერულ პოზიციაზე გასაყვანად, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანაბარი უფლებების, მისი, როგორც ლიდერის თანაბარი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების აღიარება," - ნათქვამია სახელმძღვანელოს დასკვნაში. სახელმძღვანელო გამოიცა ქართულ და რუსულ ენებზე. ის გავრცელდება ფონდისოხუმის" ბენეფიციართა შორის და ხელს შეუწყობს ლიდერის თვისებების განვითარებას, თვითშეფასების გაზრდას და ლიდერობის გზაზე საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებას.

 
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 59 | დაამატა: admin | თარიღი: 10.01.2010 | კომენტარი (0)

2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0