აგვისტოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოეწყო იურიდიული კონსულტაციები.
მიმდინარე თვეში განხილულიიყო ისეთი საკითხები როგორიცაა: განქორწინება, მასწავლებელთა უფლებები, საქორწინო ხელშეკრულება, სესხის ხელშეკრულება, მეურვეობა, მემკვიდრეობა და ანდერძი, ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს დევნილმა ქალებმა იურისტთან შეხვედრის დროს.
შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარედევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესშიდევნილთა უფლებებს.
ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში რვა ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა აფხაზეთიდან იგპ ქალებთან.
ქალები ხშირად უჩივიან ცუდ განწყობას. ფსიქოლოგი მათ რჩევას აძლევს, შეძლონ თავისი ემოციების მართვა: „თქვენ დილიდან სული აფორიაქებული გაქვთ, განწყობა ნულია. გაბრაზებული ხართ ყველაზე, უცებ ატირდა ბავშვი, აგყავთ ის ხელში, რათა დააწყნაროთ. თქვენ იცვლებით. უნდა დააწყნაროთ ბავშვი. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, არ არის საჭირო საკუთარი თავის მოტყუება. საკუთარ ემოციებს თქვენ თვითონ აღძრავთ".
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ფოთი, ხონი, ხურჩა, სენაკი, წყალტუბო, ქუთაისი) გაიმართა 6 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 103-მა დევნილმა ქალმა.
- ძნელია, თავიდან აიცილო პრობლემები, რომელთა გარემოცვაშიც ვიმყოფებით ჩვენ, დევნილი ქალები, - აღნიშნავენ მონაწილეები.
"18 წელია, დევნილთა უმეტესობა გაურკვევლობაში ცხოვრობს - მოუწყობელი ყოფა, უმუშევრობა, მიგრაციის პრობლემები. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, როცა ქალები უჩივიან მოწყენილობას, შიშს, განგაშის შეგრძნებას, ერთფეროვნებას, უძილობას, სიზმრებს, ბოღმას, უიმედობას. ყოველ მათგანს რამდენიმე ემოციური რეაქცია აქვ, და მათთან შებრძოლება უნდათ. ეს ქალთა ის კატეგორიაა, რომელთათვისაც საჭიროა ფსიქორეაბილიტაცია", - აღნიშნავს ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი.
სიყვარულის დეფიციტის პრობლემა აშკარა ხდება ჩვენს საზოგადოებაში.
ქალები ხშირად საუბრობენ ამ თემაზე ფსიქოლოგთან შეხვედრების დროს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ხურჩა, ქუთაისი, ხონი).
სულ ივნისში ჩატარდა 6 ჯგუფური და 4 საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო 64 დევნილმა ქალმა.
ჩვენ ვასწავლით ბავშვებს ყველაფერს - კითხვას, წერას, სიარულს, ქარგვას, ცურვას, ცეკვას. მაგრამ ჩვენში გაოცებას იწვევს კითხვა, უნდა ვასწავლოთ თუ არა სიყვარული.
ყველას სხვადასხვაგვარად უყვარს, მაგრამ რატომ?
ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი ურჩევს ქალებს, ბავშვებს ადრიდანვე ჩაუნერგონ სიყვარულის ნიჭი.
საყვარელი მოყვარული გახდება, პატივცემული - პატივისმცემელი, გარიყული კი ხშირად ცინიკოსია, ან მისი გრძნობები სხვა მტკივნეულ მახასიათებლებს იძენს.
გრძელდება იურისტის კონსულტაციები სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში. დევნილი ქალები სხვადასხვა საკითხებზე იღებენ კომპეტენტურ პასუხებს. შემოსული შეკითხვების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა როლი, სოციალურ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, განქორწინებისას ქონებრივი დავის გადაწყვეტა და სხვა.
შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში: ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა როლი სოციალურ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდა დამატებები, განქორწინებისას ქონებრივი დავის გადაწყვეტა - ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართ მოქალაქეებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს იურისტთან შეხვედრისას.
შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში: ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესი, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაშიგასაჩივრების მექანიზმები, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები - ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს დევნილმა ქალებმა იურისტთან შეხვედრის დროს. შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური შეხვედრები ფსიქოლოგთან. მონაწილეობა მიიღო 83- მმა ქალმა.
ხურჩა აფხაზეთის საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულია. ერთ-ერთმა იქ მაცხოვრებელმა ქალმა ასეთი რამ გვითხრა: „ როცა ისვრიან, მაშინ მშვიდად მძინავს, ამ დროს თავს დაცულად ვგრძნობ, სიწყნარე მაშინებს." ამ ქალისათვის ომი ჯერ არ დამთავრებულა.
„ყველას შეუძლია იცხოვროს თავისი ცხოვრებით, მაგრამ აშინებს ხალხის აზრი, ეს ზღუდავს და არ აძლევს თავისუფლებას. "
ფსიქოლოგის რჩევები:
„გარეგნულად მოვლილად გამოიყურებოდე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, შინაგანად იყო მშვიდი და მხიარული".
მოუარეთ და გაუფრთხილდით ოჯახს , მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს.
დაეხმარე ოჯახის წევრებს, მაგრამ ნუ აიღებ ყველას პრობლემას საკუთარ თავზე.
შეხედეთ პრობლემებს ცოტა მსუბუქად და ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ემოციებით.
- როგორ ხდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ფულადი სოციალური დახმარების არჩევა; რა შემთხვევაშია შესაძლებელი დახმარების შეჩერება - ამ და სხვა სახის საკითხებზე გაიცა კონსულტაციები ფონდი „სოხუმის" იურისტის მიერ. მარტის თვეშიოთხი შეხვედრა მოეწყო ქუთაისის, ხონის, ფოთის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები.
მოსწავლეებმა იურისტისგან მიიღეს კონსულტაცია მშობელთა უფლებებზე და მოვალეობებზე, ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სფეციფიკურ ღონისძიებებზე.
შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე საკუთრების უფლებით საცხოვრებელი სახლების გადაცემის პროგრამის სხვადასხვა ეტაპების გაცნობასა და საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებს.
ფონდი „სოხუმის" მიერ თებერვლის თვეში მოეწყო სამი შეხვედრა ქუთაისის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები.
იურისტის მიერ გაცემულ იქნა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, როგორ ხდება დაჩქარებული წესით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურება დაზღვევის სავალდებულო და ნებაყოფლობით ფორმებზე.
გაიცა კონსულტაცია, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი დევნილთა იძულებით გამოსახლებამათ მიერ დაკავებული ობიექტიდან და ვინ არის გამოსახლების განმახორციელებელი ორგანო.
იურისტისგან მოსწავლეებმა მიიღეს კონსულტაცია მშობელთა უფლებებზე და მოვალეობებზე. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებებზე.
შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგმა სამი შეხვედრა ჩაატარა, მასში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა ქალმა. შეხვედრას მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ფსიქოლოგის დახმარებით არტ-თერაპია გაიარეს.
შეხვედრებზე ქალები ფსიქოლოგთან ერთად დგამენ თეატრალურ წარმოდგენას და შორიდან აფასებენ რეალობას.უმკლავდებიან სიძნელეებს და იძენენ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. ასეთი პატარა წარმატებები კვებავს ქალებს და აძლევს მათ თვითდაჯერებულობას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში სამი შეხვედრა ჩატარდა. იურიდიული კონსულტაციები მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, სხვადასხვა ასაკის დევნილმა ქალებმა.
იურისტი აღნიშნავს, რომ დევნილთათვის აქტუალურია განსახლების პრობლემა, ამიტომაც ისინი ძირითადად ამ საკითხებზე ითხოვენ კონსულტაციებს. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. პენსიონრები ითხოვენ კონსულტაციებს დევნილთათვის სამუშაო სტაჟის აღდგენის წესებზე.
მოსწავლეები , სტუდენტები იურისტისგან საკუთარ უფლებებზე და იმ იურიდიულ დოკუმენტებზე იღებენ ინფორმაციებს, რომელიც უფლებათა დაცვას ემსახურება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიისორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.