აქციები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ორშაბათი, 06.09.2010, 01:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები
 

სიმბოლური იყო, რომ ახალციხეში ქალთა მდუმარე აქცია დაიწყო თამარ მეფის ძეგლთან. მონაწილეებმა გააკრეს პლაკატები, დაარიგეს სააგიტაციო მასალები.

შემდეგ ქალები გაემართნენ ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ნაწილი - უნივერსიტეტისაკენ, ნაწილი - ადმინისტრაციული ცენტრისაკენ.

აქციაზე იყვნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და, მათი თქმით, დღეს გავა სიუჟეტი აქციის შესახებ. 

ტელევიზიით ორი დღის წინათაც  გავიდა სიუჟეტი, რომელიც აქციის მომზადების პროცესს ასახავდა.

აქციას ესწრებოდა მოხალისე შვედი ქალი, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში, ის გამვლელ მანქანებსაც კი  აჩერებდა და მგზავრებს სთავაზობდა საინფორმაციო ფურცლებს.

აქციები გაიმართა ადმინისტრაციულ ცენტრებში - ადიგენი, მინაძე და სხვილისი.

დღეს ათობით ქალმა შეახსენა ამომრჩევლებს, რომ ქვეყნის სიძლიერისათვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატ  ქალებს.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
კატეგორია: აქციები | ნანახია: 171 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

საქართველოს დედაქალაქში ორი აქცია მოეწყო. ერთი პარლამენტის წინ გაიმართა, მეორე კი - რუსთაველის ქუჩაზე.

ქალებს განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დახმარების დიდი სურვილი გამოხატეს. აქციის გასაშუქებლად მოვიდნენ ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები.

 

აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც:

 

გორში - გამგეობის წინ

მცხეთაში - გამგეობის წინ და მცხეთა-მთიანეთის საკრებულოს წინ

გურჯაანში - საკრებულოს წინ

 

ქალების მდუმარე აქციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ყველგან ერთნაირი იყო - დადგა დრო, დავუჭიროთ მხარი ქალთა მოსვლას პოლიტიკაში. აქციის მთავარი სლოგანი - თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა - მარტოდენ ლოზუნგი კი არა, ცხოვრებით ნაკარნახევი ჭეშმარიტებაა.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
კატეგორია: აქციები | ნანახია: 139 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

ბათუმის ყოფილ საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო, ამჟამად რამდენიმე კანდიდატია, მათ შორის - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.

ამიტომაც ბათუმში აქციის ჩატარება ყველაზე აქტუალური იყო.

აქცია ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ბულვარში გაიმართა.

გამვლელებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს. „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა" - უმეტესობა დაეთანხმა ამ სიტყვებს.

დარიგდა სააგიტაციო მასალა. გაზეთები და საინფორმაციო ფურცლები.

აქციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სტუდენტები. იყვნენ მასმედიიდანაც - გაზეთი „აჭარა", აჭარის რადიო, „25-ე არხი".

40-მდე  ქალის დუმილით ნათქვამი სწორად გაიგო ამომრჩეველმა - მხარი დაუჭირონ ქვეყნის პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდას.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 85 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

50-მდე  ქალი შეიკრიბა  ხონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შორის იყვნენ ფონდის "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, პედაგოგები, მეწარმე ქალები და უფროსკლასელი გოგონები.   

 "თანასწორობა ქვეყნის სიძლიერე” - ამ სლოგანით ხელში, ქალბატონებმა მიიპყრეს ყურადღება გამვლელებისა, რომლებიც  დიდ ინტერესს გამოხატავდნენ აქციის მიმართ. მათთვის მსგავსი ღონისძიება ხონში იშვიათობაა. 

ინტერვიუებში ქალბატონებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ტელეკომპანია "მეგა-ტვ”-ს ჟურნალისტს, რომელიც  აქციას დასაწყისშივე შეუერთდა.

შეკრებილები ერთხმად აღნიშნავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქციის ჩატარება წინასაარჩევნოდ, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ღირსეული ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 94 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

აქციაზე შეიკრიბნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები, ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქ იყვნენ რადიო „ათინათის", ჟურნალ „ზუგდიდელების", ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ მედიასაშუალებებში ასახავენ აქციის მიმდინარეობას.

აქციას აქტიურად გამოეხმაურა სამეგრელოს ქალთა ქსელი, რომელშიც 15 ქალთა ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ ორგანიზაციებმა თავიანთი ინიციატივით ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩაატარეს აქციები იგივე სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა!"

აქციის მიმართ დიდი დაინტერესება გამოიჩინა საზოგადოებამ. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური აქცია უთუოდ გამოიღებს ნაყოფს - ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ღირსეულ ქალ კანდიდატებს.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 102 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

აქცია ქალაქის ცენტრალურ პარკში 11 საათზე დაიწყო.

თავდაპირველად მასში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ქალმა.

- აქცია მასშტაბური გამოვიდა, -  გვატყობინებენ აქციის ორგანიზატორები. - შემოგვიერთდნენ გამვლელები, მოვიდნენ დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით ბევრია ახალგაზრდობა. აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატეს ახალგაზრდა მამაკაცებმაც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თანასწორობა  მართლაც ქვეყნის სიძლიერეა.

ადგილობრივი გაზეთების კორესპონდენტები, რომლებიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან, და ტელევიზია „ოზურგეთის" წარმომადგენლები აქციას გააშუქებენ თავიანთ მედიასაშუალებებში.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 84 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

ხობის ცენტრში ადრიანად  დაიწყეს შეკრება ქალებმა. აქციას შეუერთდნენ სენაკიდან ჩასული დევნილი ახალგაზრდებიც. მონაწილეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

ისინი თავდაპირველად კინოთეატრთან  შეიკრიბნენ, შემდეგ კი მემორიალ „მზეჭაბუკისკენ" გადაინაცვლეს და შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი - ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო.

აქციაში ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. ისინი დაინტერესდნენ იმით, რაც ხდებოდა და თავისებური სოლიდარობა გამოხატეს  - პლაკატები დაიჭირეს ხელში. აქციის მონაწილეთა შორის საოცარი ერთსულოვნება იგრძნობოდა.

დიდი ინტერესი გამოიჩინეს მამაკაცებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მიზანს.  აქციის მიმართ საზოგადოებამ, ძირითადად, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო ორმა სტუდენტმა შვედეთიდან. ქვეყნიდან, სადაც თანასწორობა რეალურადაა მიღწეული და ეს კარგად აისახება სოციალურ პოლიტიკაზე.

აქციით დაინტერესდნენ და ინტერვიუები ჩაიწერეს ხობის გამგეობის პრესსამსახურის და ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლებმა.

 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 82 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

ქუთაისის მერიის გვერდით, შრომის მემორიალთან ფონდი „სოხუმი" წლების განმავლობაში აწყობს მდუმარე აქციას სხვადასხვა საკითხებზე.

დღესაც აქ შეიკრიბა 50-ზე მეტი ქალი. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს  თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატმა ქალებმა ნატო ქათამაძემ („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძემ (ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან.

აქციას შემოუერთდნენ თბილისიდან ჩამოსული ქალბატონები -  წარმომადგენლები ასოციაციისა „ლიდერები დემოკრატიისათვის", გერმანიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი მარინა გრასე და შვედი სტუდენტი ანია ვესტბერგი.

განსაკუთრებით მრავლად იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები - გაზეთი „P.S", „იმერეთის მოამბე", ტელეკომპანიები „რიონი", „მეგა-ტვ", „იმედი", საქართველოს პირველი არხი, „რუსთავი 2".

აქციამ მიზანს მიაღწია - მიიპყრო საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღება.
 
 პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 77 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

ფოთში, ნაბადას შემოსასვლელში, 40-ზე მეტმა ქალმა საზოგადოების  ყურადღება მიიპყრო დუმილით და თვალშისაცემი სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

ჩერდებოდნენ სამარშრუტო ტაქსები, სხვადასხვა ტიპის მანქანები.

- ვინა ხართ, რა ხდება, - ეს იყო ცნობისმოყვარეთა პირველი შეკითხვა.

აქციის ორგანიზატორები პასუხობდნენ:  - ჩვენ ვართ ქალები და მდუმარე აქციით გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცენ ქალებს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლები. მათი თქმით, აქცია აისახება გადაცემაში „კურსორი".

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატ ქალებს, რომ ეს არის სიგნალი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, რათა ყველამ გაიგოს: მეტი ქალი ადგილობრივ თვითმმართველობაში არის  სოციალური  საკითხების მოგვარება, სტაბილური მომავალი და ქეყნის სიძლიერე.
 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 73 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

 

ქალაქის ცენტრალურ ადგილზე შეიკრიბა 54  ქალი.

აქცია მდუმარეა. მაგრამ აქციის მიზანი ჩანს სლოგანში „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

აქციის მონაწილეები არიგებენ ასობით საინფორმაციო ფურცელს,  ვრცელდება პრეს-რელიზი. აქციას იღებს რეგიონული ტელევიზია "მეგა-ტვ"

აქციას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა სანებლიძე, აპარატის უფროსი გოჩა უგულავა. მათ აღნიშნეს, რომ ფონდი „სოხუმი" პერიოდულად ატარებს ასეთ აქციებს და ეს მეტად მნიშვნელოვანია თანასწორობის მისაღწევად.

აქციის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ აქციის მიზანი მიღწეულია - ყველა, ვინც აქციას შემოუერთდა, მხარს დაუჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე  ღირსეულ ქალ კანდიდატს. 

 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 74 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010 | კომენტარი (0)

2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0