მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ორშაბათი, 06.09.2010, 02:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგმა სამი შეხვედრა ჩაატარა, მასში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა ქალმა. შეხვედრას მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ფსიქოლოგის დახმარებით არტ-თერაპია გაიარეს.

შეხვედრებზე ქალები ფსიქოლოგთან ერთად დგამენ თეატრალურ წარმოდგენას და შორიდან აფასებენ რეალობას.  უმკლავდებიან სიძნელეებს და იძენენ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. ასეთი პატარა წარმატებები კვებავს ქალებს და აძლევს მათ თვითდაჯერებულობას.

 

პროექტიხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 279 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2010 | კომენტარი (0)

იანვრის თვეში DRC-ის პროექტის ფარგლებში 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისისა და წყალტუბოსსხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში.

შეხვედრებზე გაირკვა, რომ კოლექტიური ცენტრების უმრავლესობას სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებს, რაც ძირითადად განსახლების საკითხებს უკავშირდება.

კმაყოფილებას გამოთქვამენ ყოფილი სასტუმრო „სათაფლიაში" მცხოვრები დევნილები, რომლებსაც შენობა გაურემონტეს და კერძო მფლობელობაში გადასცეს.  მაგრამ გარკვეული პრობლემები იქაც არსებობს, რაც მათი თქმით, ფართის არასწორად განაწილებას უკავშირდება.  

გაურკვეველ მდგომარეობაში არიან  წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები.  

 საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო თვეშიც გაგრძელდება და დევნილები საჭირო  ინფორმაციებს მიიღებენ განახლებასთან დაკავშირებით. 
 
 პროექტიხორცილდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)- და დანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 300 | დაამატა: admin | თარიღი: 29.01.2010 | კომენტარი (0)

 ხონის კოლექტიურ ცენტრში გაჭიანურებული და დაუმთავრებელი სარემონტო სამუშაოები. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარია,  ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე ბავშვებში - ამ და სხვა პრობლემების განხილვით დაიწყო მუშაობა ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა, რომლის წევრებიც არიან დევნილი ქალები, პედაგოგები, იურისტები და სხვა პროფესიის ქალბატონები.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც იმუშავებენ, რათა სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ლობისტი ჰყავდეთ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 301 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2010 | კომენტარი (0)

 ფონდ „სოხუმში" გოგონათა კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" წევრები შეიკრიბნენ.  მონაწილეები გაეცნენ აფხაზეთის გეოგრაფიას, ქალაქებს, რაიონებს.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ დევნილი ქალები გალიდან, გულრიფშიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან, ტყვარჩელიდან, რომლებმაც საკუთარი ქალაქის ისტორიაზე მოუთხრეს ახალგაზრდებს.

კლუბის მუშაობას განსაკუთრებული ელფერი შეჰმატა სოხუმიდან ჩამოსული აფხაზი ქალის სტუმრობამ, რომელმაც გულისტკივილით ისაუბრა კონფლიქტის შედაგად შეწყვეტილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შედეგებზე, იმედი გამოთქვა, რომ ისევ ხალხის ძალისხმევით უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის აღდგენა.

შეხვედრას ესწრებოდა Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში ანიკა კარლსონი.
 
 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 343 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2010 | კომენტარი (0)

როცა ადამიანი ბრაზობს, ის საკუთარ სულში არ უშვებს სიკეთეს, სავსეა აგრესიით, უარყოფითი ენერგიით, ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს მის შინაგან სამყაროს." - ამბობენ ქალები ფსიქოლოგის შეხვედრებზე.

„ისწავლეთ საკუთარი სხეულისათვის სიკეთისა და სიყვარულის გაგზავნა, - ურჩევს მათ ფსიქოლოგი.

იანვრის თვეში ფსიქოლოგმა 12 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა. ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა 86 დევნილმა ქალმა გაიარა ფსიქორებილიტაცია.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 235 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2010 | კომენტარი (0)

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში უმასპინძლა.

გიმნაზიის დირექტორმა და კლუბის ლიდერმა  ქალბატონმა მანანა ნაჭყებიამ მოწვეულ სტუმრებს საშობაო ზეიმი მოუწყო.

გიმნაზიის მოსწავლეებმა სცენაზე საშობაო რიტუალი შეასრულეს. დამსწრეთ შესაძლებლობა მიეცათ ენახათ ფილმი,  გიმნაზიაში პატრიარქის ვიზიტზე. გაცნობოდნენ საშობაო ეპისტოლეს.

მეორე ნაწილში კლუბი საქმიან რეჟიმში გადავიდა. მონაწილეები გაეცნენ კლუბის მუშაობის სამოქმედო  გეგმას. მორიგ შეხვედრაზე ზუგდიდში მოქმედი  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალების მოწვევაა დაგეგმილი.

 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 279 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2010 | კომენტარი (0)

26 იანვარს, ქალაქ ფოთში, საკრებულოს საააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა, რომელზეც შეიკრიბნენ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მას-მედიის წარმომადგენელი ქალები. შეხვედრა შედგა პროექტის -  "საზოგადოების ინფორმირება კვლევის "დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო,  რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო განგაში” აფინანსებს. ეს პროექტის ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრა იყო.

შეხვედრის ორგანიზატორებს აქვთ მიზანი, გააცნონ მონაწილეებს ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევები და საკითხის ირგვლივ  საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგები კი თვალსაჩინო გახადონ სპეციალისტებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის.

ფოთში გამართულმა შეხვედრამ ქალთა  სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდებულება განსაზღვრა ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობების მიმართ.   

მონაწილეთა პოზიციით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას ალტერნატივა არა აქვს, ამ გზაზე კი აუცილებელია არსებობა ხელშეკრულებისა, რომელიც განსაზღვრავს მხარეების ვალდებულებას, არ გამოიყენონ ძალა, დაიცვან ადამიანის უფლებები და ა.შ.

რა რისკებთან არის დაკავშირებული საქართველოსთვის ამ ხელშეკრულების დადება; ვინ უნდა იყვნენ მისი შესრულების გარანტები; რომელი მხარეები უნდა მოვიაზროთ მთავარ სუბიექტებად; რომელია ის პირობები, რომლებიც აუცილებლად  უნდა ჩაიდოს ხელშეკრულებაში; რა წინადადებები, რეკომენდაციები აქვთ მათ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხში - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელთა ირგვლივ გაიმართა დისკუსიები. 
 
 პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 224 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2010 | კომენტარი (0)

 ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში სამი შეხვედრა ჩატარდა. იურიდიული კონსულტაციები მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, სხვადასხვა ასაკის დევნილმა ქალებმა.

იურისტი აღნიშნავს, რომ დევნილთათვის აქტუალურია განსახლების პრობლემა, ამიტომაც ისინი ძირითადად ამ საკითხებზე ითხოვენ კონსულტაციებს. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. პენსიონრები ითხოვენ კონსულტაციებს დევნილთათვის სამუშაო სტაჟის აღდგენის წესებზე.

მოსწავლეები , სტუდენტები იურისტისგან საკუთარ უფლებებზე და იმ იურიდიულ დოკუმენტებზე იღებენ ინფორმაციებს, რომელიც უფლებათა დაცვას ემსახურება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 310 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2010 | კომენტარი (0)

- ქალთა უფლებები და მისი როლი მშვიდობის მშენებლობაში, რეზოლუცია 1325 - ამ და სხვა საკითხების განხილვით დაიწყო წყალტუბოში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გოგონებთან შეხვედრა.

„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის თემები, რომელიც შეხვედრებზე განიხილება, საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან გოგონებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა საკუთარ უფლებებზე, უნდა იცოდნენ რა სახის კანონები არსებობს, რათა ეს ყველაფერი შემდეგ პრაქტიკულადაც გამოიყენონ", - ეკა ქვაჩახია.

მონაწილე გოგონები თვლიან, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს  გოგონათა ინფორმირებას საკუთარ უფლებებზე და შეამცირებს ძალადობის ფაქტებს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 279 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა გაიმართა ხობში.

საკრებულოს წევრმა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურმა ლიდერმა ქალბატონმა მანანა შულაიამ ფონდი „სოხუმის" მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს - ქალთა ლიდერობის ფენომენის პრეზენტაცია გააკეთა. აღნიშნა, რომ წიგნი შთამბეჭდავია და მისი გაცნობა ქალბატონებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებს ქალთა ლიდერობის ფენომენზე.

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლებმა კლუბის წევრებს კლუბის მუშაობისა და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის სტრატეგია წარმოუდგინეს.

პარალელურად განიხილეს ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა სამუშაო გეგმაც,

 - წლის განმავლობაში ქალბატონები არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ: შეხვედრები წარმატებულ ქალებთან, პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან.

დაიგეგმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის გასვლითი შეხვედრები ხობის სოფლებში, მოსახლეობის პრობლემების უკეთ გასაცნობათ.
 
 პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 302 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2010 | კომენტარი (0)

რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. მსმენელი ქალების მორიგი ცხოვრებისეული დრამის მოწმე ხდება:


... თურმე შეიძლება ტკივილი ძალიან ახლობელმა ადამიანმა მოგაყენოს...


ოჯახური ძალადობა სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში - ის ადამიანის ფუნდამენტალურ ღირებულებებს აუფასურებს, მოუშუშებელ ტკივილს აყენებს მას. სოციალური დეზორიენტაციის შედეგები კი უმძიმესია პიროვნებისთვის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის.


მონოლოგებისთვის ერთგვარი ფონია ფონდი "სოხუმის” აუდიორგოლები, რომლებიც პერიოდულად ჟღერენ და  მიზნად ისახავენ, მსმენელმა  ძალადობის პრობლემის მთელი საფრთხე გააცნობიეროს. 

 

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 399 | დაამატა: admin | თარიღი: 25.01.2010 | კომენტარი (2)

22 იანვარს პირველი ტელეგადაცემა ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ამომრჩეველ ქალთა ლიგის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

გადაცემის პირველ ნახევარში ნაჩვენები იყო ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებდა მაყურებელს, რით იყო აღსანიშნავი  პროექტის განვლილი ეტაპი, რომელმა ღონისძიებებმა მოიტანეს ყველაზე თვალსაჩინო შედეგები, რა დასკვნები გაკეთდა, რა სტრატეგია იქნა არჩეული პროექტის ახალი ეტაპის წარმატებით წარმართვისათვის.

 ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები (გადაცემის მონაწილეთა უმრავლესობას ისინი წარმოადგენდნენ) მიესალმებიან კლუბების გეოგრაფიის გაზრდას.

"ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა ქალური კონსოლიდაციის ნიმუში უნდა უჩვენონ საქართველოს ამომრჩეველს,”- ასეთი სურვილი გამოთქვეს მისმა წევრებმა.

 დისკუსიის თემა გახდა ზოგადად არჩევნების, როგორც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა საქართველოში.

"შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ასე ადრე ვიწყებთ საუბარს 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე. საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნება  დემოკრატიის ნიშნული. ქალთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში მისი განსაზღვრის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. 

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 256 | დაამატა: admin | თარიღი: 22.01.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ფონდი "სოხუმის” ოფისში ჩატარდა.

 „სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური წარმომადგენელი თეონა გოგიშვილი, რომელიც ამავე დროს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, ორთვიანი ვიზიტით კოსოვოში იმყოფებოდა გრძელვადიან დამკვირვებლად. ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები, კოსოვოში მიმდინარე არჩევნებზე.

დაისვა არაერთი შეკითხვა, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კოსოვოში, როგორი სახის დარღვევები დაფიქსირდა, რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში.

თეონა გოგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გენდერული პრობლემები იქაც თვალშისაცემი იყო, რადგან საარჩევნო სიებში ქალთა სიმრავლე არ შეინიშნებოდა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები თვლიან, რომ საზოგადოება დროულად უნდა იყოს ინფორმირებული პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე.

პარალელურად, გარკვეული სამუშაოები უნდა იქნეს ჩატარებული ქალთა ელექტორატთან, ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 254 | დაამატა: admin | თარიღი: 22.01.2010 | კომენტარი (0)

 

ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" შეხვედრა ჩატარდა.

საშობაო არდადეგების შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა. შეფასდა გასული წლის საქმიანობა. გოგონებმა კლუბის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ისინი თვლიან, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაუგროვდათ, რაც მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთის დავიწყების საშუალება არ ეძლევათ.

შეხვედრის დასასრულს გოგონებმა ისაუბრეს კლუბის მუშაობის მომავალ სტრატეგიაზე, შეიმუშავეს წინადადებები: რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს, რა კუთხით უნდა გაიშალოს მუშაობა.

 
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 263 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2010 | კომენტარი (2)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დარბაზში ფონდისოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ქალთა მეტი ჩართულობა პოლიტიკაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, რადგან ქალებისათვის პრიორიტეტული გახდება სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი მუშაობა უნდა გააძლიეროს ქალთა ელექტორატის წარმოსაჩენად და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად.

კლუბზე გამოიკვეთა მომავალი კანდიდატიც. ფოთის საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ამავდროულად ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია - აღნიშნავს, რომ მზად არის ხელმეორედ ჩაერთოს და აქტიურად იბრძოლოს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად.

შეხვედრაზე კლუბის მუშაობის სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრეს. გაკეთდა მცირე მონახაზი, თუ რა კუთხით უნდა გაძლიერდეს ამომრჩველ ქალთა კლუბის მუშაობა, რათა იყოს ეფექტური და შედეგებზე გათვლილი.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 220 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2010 | კომენტარი (0)

 
 

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 43 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2010 | კომენტარი (0)

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურ, მშვენიერ ქალბატონებს, ცისო ჩხეიძესა და ინგა მებონიას!

 

ფონდისოხუმის" კოლექტივი უერთდება თქვენს სიხარულს და მთელი გულით გილოცავთ პროფესიულ წარმატებას: აჭარაში წლის საუკეთესო რადიოპროდიუსერისა და რადიოჟურნალისტის ნომინაციის მოპოვებას.

თქვენი აქტიურობა, ლიდერული უნარ-ჩვევები, ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული ნიჭი ყოველთვის იძლეოდა იმის საბაბს, რომ ეს თვისებები არ დარჩებოდა შეუმჩნეველი.

ჩათვალეთ, რომ მუდამ თქვენს გვერდითა ვარ, თქვენი წარმატების გულშემატკივარნი. დაე, ეს ჯილდო გახდეს სასტარტო საფეხური თქვენს კარიერაში და სხვა უფრო დიდი წარმატების დასაწყისი.
პროფესიონალიზმი, ქალური ალღო, პიროვნული ხიბლი და სხვა ბევრი თვისებები, რომლითაც ასე უხვად დაგაჯილდოვათ ბუნებამ, სხვა მიმართულებითაც გაგეშალოთ და თქვენი სიტყვა გეთქვათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში.

ფონდისოხუმი" კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ფეხბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს ახალი 2010 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის!

 

პატივისცემითა და დიდი სიყვარულით

ფონდისოხუმის" თანამშრომლები

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 282 | დაამატა: admin | თარიღი: 19.01.2010 | კომენტარი (0)

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები კლუბის მუშაობის სტრატეგიულ გეგმას გაეცვნენ. შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები, რა კუთხით უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული.

კლუბის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლუბმა აქტიური მუშაობა უნდა წარმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე აღინიშნა, რომ კლუბის მუშაობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მისი საქმიანობის პოპულარიზება პრესით, ტელევიზიით, რაშიც უპირველესად თავად კლუბის წევრები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 208 | დაამატა: admin | თარიღი: 18.01.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 53 | დაამატა: admin | თარიღი: 17.01.2010 | კომენტარი (0)

 
 
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 50 | დაამატა: admin | თარიღი: 14.01.2010 | კომენტარი (0)

 
 
ნანახია: 48 | დაამატა: admin | თარიღი: 14.01.2010 | კომენტარი (0)

საზოგადოების ინფორმირება კვლევის - „დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში" - გარშემო" - პროექტის ფარგლებში ფონდისოხუმის" თანამშრომლებისათვის ვორკ-შოპი გაიმართა.

შეხვედრის მოდერატორმა ალუ გამახარიამ მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევებზე, რომელშიც საუბარია ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.

მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის ფონზე იმსჯელეს რა პლიუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს ხელშეკრულებას ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

ვორკ-შოპის მეორე ნაწილში მონაწილეთა სამ ჯგუფში (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები) მუშაობა წარიმართა შემდეგ თემაზე: „დიალოგის მოდელირება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის".

პრეზენტაციის შემდეგ მოხდა საკამათო საკითხების შეჯერება. მონაწილეთა აზრით აუცილებელია საზოგადოების მეტი ჩართულობა დისკუსიებში, რათა მოხდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება აღნიშნული საკითხის გარშემო.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 279 | დაამატა: admin | თარიღი: 13.01.2010 | კომენტარი (0)

ბათუმში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი ახალი 2010 წლიდან სასიამოვნო სიახლით დაიწყო - კლუბის ლიდერი, ინგა მებონია აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო  რადიო-ჟურნალისტად  და ცისო ჩხეიძე წლის საუკეთესო  რადიო-პროდიუსერად აჭარაში.  მილოცვების შემდეგ კლუბის წევრები აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ.

მონაწილეებმა ნახეს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული ფილმი - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში".  ფილმის ჩვენების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. მონაწილეების აზრით აღნიშნული ფილმი საინტერესოა და მისი გმირები ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე იძლევიან პასუხს: რატომ უნდა მოვიდეს ქალი პოლიტიკაში, რამდენად რთულია ქალისათვის არჩევანის გაკეთება მოვიდეს პოლიტიკაში.

დისკუსიისას აქცენტი გაკეთდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე. დაისახა სამომავლო გეგმები:

კლუბის წევრები თვლიან, რომ ეს წელი განსაკუთრებული აქტიურობით უნდა იყოს გამორჩეული. აღინიშნა, რომ აუცილებელია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან  თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა ქალი კანდიდატების გამოსავლენად და მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  გენდერული სურათის შესაცვლელად.
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 234 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010 | კომენტარი (0)

ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლების იანვრის თვის შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის  პარტიების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და საარჩევნო სიებში მეტი ქალის ჩართულობის პროპაგანდას.

მორიგი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში. პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ ისაუბრა ადგილობრივ დონეზე მათი პარტიის წევრი ქალების პოლიტიკურ აქტიურობაზე და სამომავლო გეგმებზე არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარტიის წევრი ქალები განსაკუთრებულ მობილიზაციას ავლენენ არამარტო წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ პარტიაში გენდერული თანასწორობის პრინციპი დაცულია და შესაბამისად, არ ემხრობიან კვოტირების სისტემას. საარჩევნო სიების შედგენა ეფუძვნება პროფესიონალიზმს, ლიდერულ უნარ-ჩვევებს და განათლების მაღალ დონეს.   

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, პარტიის წევრი ქალების და ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის მნიშვნელობას. დაიგეგმა მათი მონაწილეობა კლუბის მომავალ შეხვედრებზე.

 

  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 237 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010 | კომენტარი (0)

 
 

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 41 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010 | კომენტარი (0)

საქართველოსადააზერბაიჯანისდევნილიქალებისწვლილისამშვიდობოსაქმეში"- ასეთისახელწოდებითგამოვიდაორიქალთაორგანიზაციის, კულტურულ-ჰუმანიტარულიფონდისოხუმისა"(საქართველო, ქუთაისი) დასაზოგადოებრივიგაერთიანებაქალთასოლიდარობის" (აზერბაიჯანი, ბაქო) ერთობლივიგამოცემა. ბროშურაგამოიცაფონდისოროსის" მხარდაჭერითპროგრამისფარგლებშიაღმოსავლეთიაღმოსავლეთი".

 ბროშურისპრეზენტაციითდასრულდაპროექტიგამოცდილებისგაზიარებამშვიდობისმყოფელობისადასახალხოდიპლომატიაშიაფხაზეთიდანდაყარაბახიდანდევნილიქალებისჩართვით". 

გამოცემაშიმოცემულიაინფორმაციაორიარასამთავრობოორგანიზაციისშესახებ, აგრეთვესაუბარიაერთობლივადჩატარებულტრენინგებზე, შეხვედრებზე, მრგვალმაგიდებზე, რომელიცქუთაისში, წყალტუბოში, ბაქოსადაგანჯაშიჩატარდა

ჩატარებულიშეხვედრებიდატრენინგები, იმარასამთავრობოორგანიზაციებისქალთაურთიერთობა, რომლებიცწლებისმანძილზემუშაობენკონფლიქტისმშვიდობიანიმოგვარებისათვისდამასშიგენდერულიკომპონენტებისშეტანისათვის, მეტადმნიშვნელოვანიადაუფრომეტმოტივაციასაძლევსქალებსამპროცესშიჩართვისათვის

 
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 34 | დაამატა: admin | თარიღი: 10.01.2010 | კომენტარი (0)

 

ქალთა ლიდერობის ფენომენი" - ასე ჰქვია ფონდისოხუმის" გამოცემულ სახელმძღვანელოს, ავტორი-შემდგენელი - დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამახარია. სახელმძღვანელო შედგება 11 თავისაგან. ახსნილია ცნებალიდერის" არსი, მოთხრობილია ლიდერობის ფენომენისა და სტილის ძირითად მიდგომებზე, კონცეფციებზე. ნაჩვენებია ლიდერული თვისებების განვითარების გზა - საწყისი საფეხურის თორმეტი სავარჯიშო და ლიდერობის 21 აუცილებელი პირობა. ძალზე მნიშვნელოვანია ლიდერობის გენდერული თავისებურებები, განსხვავება მამაკაცი ლიდერებისა და ქალი ლიდერების მიდგომებში, ლიდერი ქალის პლიუსები და მინუსები, მოცემულია სასარგებლო რჩევები ლიდერი ქალის პროფესიული იმიჯის შექნის თაობაზე, ფსიქოლოგიური ტესტები. „ქალის ლიდერულ პოზიციაზე გასაყვანად, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანაბარი უფლებების, მისი, როგორც ლიდერის თანაბარი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების აღიარება," - ნათქვამია სახელმძღვანელოს დასკვნაში. სახელმძღვანელო გამოიცა ქართულ და რუსულ ენებზე. ის გავრცელდება ფონდისოხუმის" ბენეფიციართა შორის და ხელს შეუწყობს ლიდერის თვისებების განვითარებას, თვითშეფასების გაზრდას და ლიდერობის გზაზე საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებას.

 
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 56 | დაამატა: admin | თარიღი: 10.01.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 5 6 7
2009 წლის არქივი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 36
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0